ხშირად როდესაც თქვენ წარმატებას აღწევთ გგონიათ, რომ სამყარო თქვენსკენ არის ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირიქით - ნოდარ თათვიძე
ნოდარ თათვიძე გახლავთ საჯარო მმართველობის დოქტორი, ის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო წლების განმავლობაში. ნოდარი აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ პოლიტიკაში და მის სახელს ახალგაზრდების საკეთილდღეოდ განხორციელებულ არაერთ პროექტში წავაწყდებით. მან დააფუძნა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა და 4 000 -ზე მეტი სტუდენტი გააერთიანა იდეის გარშემო, ასევე იყო ახალგაზრდული სატელევიზიო შოუების ავტორი/წამყვანი და რამდენიმე ტელევიზიის დირექტორი. ჩვენთვის საიტერესოა ასეთი წარმატებული ახალგაზრდის განვლილი გზა და მისი წარმატების ფორმულის გაზიარება მკითხველისთვის ამიტომ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ნოდარ თათვიძესთან.
რას გვეტყოდით თქვენი განათლების შესახებ რა არის თქვენი პროფესია?
ახლახან დავიცავი დოქტორის ხარისხი და გახლავართ საჯარო მმართველობის დოქტორი. ჩემი სადოქტორო ნამუშევარი ვფიქრობ ძალიან საიტერესო თემაზეა, რომელიც შეეხება საჯარო სამსახურში თანამშრომელთა შეფასების სისტემის ოპტიმიზაციის გზებს. ჩავატარე კვლევები და გავაკეთე შეთავაზება თუ როგორი შეფასების სისტემა იქნება ყველაზე ოპტიმალური საჯარო სექტორში.
კითხულობთ თუ არა ამჟამად ლექციებს?
ამჟამად სამწუხაროდ არ ვკითხულობ ლექციებს, თუმცა მინდა გაგიმხილოთ რომ არაერთ სტუდენტს გამოუთქვამს სურვილი მათთვის ლექციები წამეკითხა რაც ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციის მომცემია და მინდა გითხრათ ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა, რომელსაც ვფიქრობ სულ მალე ავიხდენ.
მოგვიყევით თქვენი განვლილი გზის შესახებ.
ჩემი განვლილი გზის დასაწყისი უკავშირდება საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგას, როდესაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე ჩემ თანამოაზრეებთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდით სტუდენტთა და არა მარტო სტუდენტთა უფლებებს. ბევრი რომ არ ვისაუბრო ლიგაზე მოკლედ ვიტყვი, რომ ეს ორგანიზაცია ჩემი განვლილი გზის უმთავრესი ნაწილია, ამის შემდეგ ვსაქმიანობდი სატელევიზიო სივრცეში და სამთავრობო უწყებებში.
თქვენი აზრით რა თვისებები გეხმარებათ წარმატების მიღწევაში?
წარმატების მიღწევის ჩემი ფორმულა ასეთია: ყოველთვის იბრძოლეთ თქვენი მიზნების მისაღწევად და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას - დავამატებდი შრომა შრომა და კიდევ შრომა ეს წარმატების განუყოფელი ნაწილია.
რა არის თქვენთვის მოტივაცია?
მოტივაცია ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშველოვანი. ყოველი დღე ჩემთვის მოტივაციით იწყება და მოტივაციით სრულდება. მოტივაცია ეს არის სწრაფვა მიზნისკენ, რომელიც ვცდილობ ყოველთვის გამაჩნდეს.
თქვენი აზრით რა არის წარმატება და როგორ გავხდეთ წარმატებულები?
წარმატება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა მნიშვნელობის შეიძლება იყოს. თითოეული ჩვენთაგანი წარმატებას შეიძლება განსხვავებულად აღიქვამდეს და ეს სრულიად ლოგიკურია.ხშირად როდესაც თქვენ წარმატებას აღწევთ გგონიათ, რომ სამყარო თქვენსკენ არის ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში კი პირიქით – თქვენ წინააღმდეგ. ეს მოსაზრება ვფიქრობ არასწორია, რადგან ნებისმიერი თქვენი ქმედება თუ მიღებული შედეგი მხოლოდ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებელია, პირველ რიგში დასახოთ გეგმა და მიჰყვეთ მას. განხორცილების პროცესში კი აუცილებლად შეადგინეთ დღის განრიგი, რათა უკეთესი შედეგი მიიღოთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შესაძლებელია მიღწეული წარმატება წამში გაქრეს მაგრამ, ყოველთვის უნდა იპოვოთ ძალა საკუთარ თავში, რათა წამოდგეთ და განაგრძოთ დასახული მიზნისკენ სვლა. არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა და არ შეგეშინდეთ უარყოფითი შედეგების.კონკურენცია თქვენთვის უნდა იყოს ერთგვარი მოტივაცია, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენ განვითარდეთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ წარმატებაზე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი ჭეშმარიტება, ყველაზე უმნიშვნელო საქმეშიც კი მთელი გონება, ცოდნა და გამოცდილება ჩავაქსოვოთ.