ანასტასია ჩხარტიშვილი, მაგიდის ჩოგბურთის 12 წლის ამომავალი ვარსკვლავი ხორვატიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ემზადება

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 06 ივნისი 2021 20:02

ანასტასია ჩხარტიშვილი - ეს სახელი და გვარი საქართველოში, მაგიდის ჩოგბურთით დაინტერესებულ პირთა შორის ასოცირდება. 12 წლის ნიჭიერი გოგონას, თავისუფლად შესაძლებელია ეწოდოს მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს ანასტასიას სამწვრთნელო შტაბში განუცხადეს.

მას შემდეგ, რაც ანასტასია კადეტებში ასპარეზობს (2021 წლიდან), მან მიუხედავად თავისი ასაკისა, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის მოგება შეძლო.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტის თვეში, ის გახდა თბილისის კადეტ გოგონათა შორის ტურნირის ჩემპიონი, თბილისის ქალთა შორის ტურნირის ჩემპიონი, საქართველოს პირველობაზე კადეტ გოგონათა შორის (U15) ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს პირველობაზე წყვილთა თანრიგში კადეტ გოგონებს შორის (U15) საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს პირველობაზე წყვილთა თანრიგში შერეული სისტემით კადეტ გოგონათა და ვაჟთა შორის (U15) საქართველოს ჩემპიონი. 

იგი ასევე გახდა მოზარდთა ლიგის, სამი თვის განმავლობაში Be active ფარგლებში მიმდინარე ტურნირის, კადეტ გოგონათა შორის აბსოლიტური ჩემპიონი (ტურის წაგების გარეშე). ის  არის პირველი გოგონა, რომელმაც მოიპოვა სუპერლიგაში თამაშის უფლება, მაგიდის ჩოგბურთის საქართველოს უძლიერეს მოთამაშეთა შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ ანასტასია ამჟამად ინტენსიურად ვარჯიშობს ივლისის თვეში ხორვატიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, მწვრთნელი კოტე ხარატის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ,  რომელიც თავადაც საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია. მას ანასტასია მომზადებაში ასევე ეხმარებიან ამჯამად მოქმედი სპორტსმენები: ლევან პავლიაშვილი და ლაშა ლომია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონიები.

ვუსურვებთ ანასტასიას წარმატებებსა და დასახული მიზნის ღირსეულად მიღწევას.

წაკითხულია 270 ჯერ

Related items

  • SOCAR Racing Team Georgian Drift Series 2021-ის გამარჯვებულია!
    SOCAR Racing Team Georgian Drift Series 2021-ის გამარჯვებულია! ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ნავთობკომპანია "სოკარის" ადმინისტრაციში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ნოდო კოდუა საქართველოს ჩემპიონი უკვე მესამედ გახდა!
    ასევე ვულოცავთ Drive • Energy Drink-ის მრბოლელს - ალექსანდრე ხეროდინაშვილს, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში ღირსეული მეტოქეობა გაუწია ნოდოს და საბოლოო ჯამში ვერცხლის მედალს დაეუფლა; და ჩვენი გუნდის კიდევ ერთ წევრს, ქართული ავტორბოლის ლეგენდას - მევლუდ მელაძეს, რომელიც ამჯერად ბრინჯაოს დასჯერდა. 
    დიდი მადლობა ყველა მეტოქეს. შევხვდებით მომავალ წელს, აცხადებენ "სოკარის" ადმინისტრაციში.
    შეგახსენებთ, რომ სოკარი მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ქართულ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა.  სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სოკარის ავტოგასამართ სადგურთა ქსელში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე და გამორჩეული ობიექტები, როგორიცაა ურბნისის მრავალფუნქციური კომპლექსი, თბილისის შემოვლით გზაზე არსებული მრავალფუნქციური კომპლექსი და სოკარისა და მაკდონალდსის ერთობლივი პროექტი ბათუმში. 
  • ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

    ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც ფლობს ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" ძიუდოს ფედერაციაში განუცხადეს, მედლების სრული კომპლექტაციისთვის მას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აკლდა და ოქროს მედალი ლაშამ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა.

    ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა შვედი ტომი მაციასი გაფრთხილებებით დაამარცხა. მანამდე კი ხუთი შეხვედრა მოიგო, მათ შორის მეოთხედფინალში მასპინძელ მიკლოშ უნგვარისთან, ვისაც 9 წლის წინ ოლიმპიური თამაშების ფინალში შეხვდა.

    ქართული ძიუდოს ისტორიაში არიან სპორტსმები, რომლებმაც მოიპოვეს ოლიმპიური ოქრო, მაგრამ ვერ შეძლეს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება, ან მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო, მაგრამ ვერ მოიგეს ოლიმპიადა. აქამდე ერთადერთი ძიუდოისტი, რომელსაც ოლიმპიადაც და მსოფლიოს ჩემპიონატიც მოგებული ჰქონდა იყო ირაკლი ცირეკიძე, მაგრამ მან კარიერა ისე დაასრულა, რომ ვერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ლაშა შავდათუაშვილმა კი 2012 წელს ლონდონში 20 წლის ასაკში მოიგო ოლიმპიური თამაშები, ერთი წლის შემდეგ - ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2021 წელს აქვე უკვე მსოფლიოს ჩემპიონატი.

    ლაშა ასევე ფლობს კიდევ ერთ ოლიმპიურ მედალს ბრინჯაოს. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი -66კგ წონით კატეგორიაში გახდა. მომდევნო ოლიმპიური მედალი და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო კი მან -73კგ წონით კატეგვორიაში მოიპივა.

     

  • 12 წლის ანასტასია ჩხარტიშვილი თბილისში ქალთა შორის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონია

    22-24 აპრილს სპორტკომპლექს არენა-1-ში გამართულ თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში ქალთა შორის პირველობა 12 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა მოიპოვა. გამარჯვებამდე ანასტასიამ რამდენიმე მასზე გამოცდილი სპორტსმენი დაამარცხა, ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ეროვნული ქალთა ლიგის ვერცხლის პრიზიორს ნათია კაციტაძესაც მოუგო და თბილისის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

    ანასტასია ჩხარტიშვილი მაგიდის ჩოგბურთს 2018 წლის დეკემბრიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი მინი კადეტ გოგონებში ორჯერ გახდა ვიცე ჩემპიონი. 2021 წელს კი კადეტ გოგონათა შორის ჩემპიონი და ქალთა შორის ჩემპიონი გახდა. ბოლო ტიტული მან 2021 წლის 24 აპრილს მოიპოვა. მისი ასაკისა და მომზადების პერიოდის გათვალისწინებით ანასტასიას შედეგი მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

    ანასტასია წარმატებით თამაშობს საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ #BE ACTIVE ფარგლებში ორგანიზებულ მოზარდთა ლიგაში, რომელიც მიმდინარე წლის 3 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 5 ივნისს დასრულება. აღნიშნული ტურნირი იმით არის საინტერესო, რომ იქ ერთად თამაშობენ კადეტი ვაჟები და გოგონები. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ტურნირის მსველელობის დროს ანასტასიამ არაერთი ტიტულოვანი ვაჟი დაამარცხა. მათ შორის, კადეტ ვაჟთა შორის ამჟამად მოქმედი ჩემპიონი. 

    ამ ეტაპისთვის ანასტასია ჩხარტიშვილი ლიგის მონაწილეთა შორის ვაჟთა და გოგონათა საერთო ცხრილში, გოგონებში პირველ ადგილს მნიშვნელოვანი უპირატესობით იკავებს, ხოლო ვაჟთა შორის ის მეორე პოზიციაზეა.
    წინ საქართველოს პირველობაა, ამ ეტაპზე 12 წლის ანასტასია წარმატებით გამოსასვლელად ემზადება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს მწრთვნელი კოტე ხარატის მეთვალყურეობის ქვეშ.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ხატია ჭყონია

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის GFF AWARDS 2020-ზე საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი და ქალთა საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს.

    საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ყოველწლიურ ტრადიციულ დაჯილდოებაზე 2020 წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელად გიორგი ჩხაიძე დაასახელა – მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ევროპის 32 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა – მსგავსი რამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

    ლოგიკური იყო, რომ 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელიც „ქსკ ლანჩხუთის“ წარმომადგენელი, თავდამსხმელი ხატია ჭყონია გახდა – ყაზახეთისა და რუმინეთის კლუბებთან საქართველოს ჩემპიონმა 2:1 და 1:0 მოიგო, სამივე გოლი კი ჭყონიას ანგარიშზეა.

    2020 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

    ხატია ჭყონია (ქსკ ლანჩხუთი)

    ნომინანტები:

    ნინო პასიკაშვილი (სკ კვარტალი), თათია გაბუნია (ქსკ ლანჩხუთი)

    ჭყონიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დღეს მიმდინარე ყოველწლიურ ტრადიციულ დაჯილდოებაზე პრიზი უკვე გადასცა. საქართველოს ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ თავდამსხმელი წლის გოლის ავტორი გახდა. საუკეთესოდ ჩემპიონთა ლიგაზე რუმინულ „კლუჟთან“ ჭყონიას გატანილი გოლი აღიარეს – საქართველოში ის პირველი ქალი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა.

     

  • ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და რეკორდსმენია

    ამერიკაში, ქალაქ ანაჰაიმში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა და მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.
    რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მძიმე წონოსანმა ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 477 კილოგრამი დააგროვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. 
    ტალახაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა, ატაცში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 220 კგ. იყო, რაც ასევე ახალი მსოფლიო რეკორდია ამ დისციპლინაში, აკვრაში კი ტალახაძემ 257 კგ. დაიმორჩილა, რაც მსოფლიო ჩემპიონობისთვის და ასევე ორჭიდის ახალი რეკორდის დასამყარებლად საკმარისი გამოდგა.
    აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ლაშა ტალახაძესთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) მოიპოვა, შოთა მიშველძე (62 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მცირე მედლების (ატაცი, აკვრა) ჩათვლით, საქართველოს ნაკრებმა 7 მედალი (5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა.

    ქართველი ძალოსნები მწვრთნელებთან და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისში 9 დეკემბერს 01:20 წუთზე ჩამოფრინდებიან.

    მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში
    ანაჰაიმი (აშშ) 6 დეკემბერი

    კაცები

    +105 კგ

    1. ლაშა ტალახაძე (საქართველო) 477 კგ (220+257)
    2. საიდ ალიჰოსეინი (ირანი) 454 კგ (203+251)
    3. ბეჰდად სალიმი კორდასიაბი (ირანი) 453 კგ (211+242)

    ავთანდილ ოთინაშვილი

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური