ქეთევან ქემოკლიძის ტრიუმფი "კარმენის" სამშობლოში

გამოქვეყნებულია კულტურა
შაბათი, 05 ივნისი 2021 15:28

ქართველი მეცოსოპრანოს ქეთევან ქემოკლიძის "კარმენის" სპექტაკლები მისივე სამშობლოში - ესპანეთში, სევილიაში ტრიუმფით მიმდინარეობს. 30 წლის შემდეგ სევილიის მაესტრნცას ოპერაში "კარმენი" სწორედ ქართველი მომღერლის შესრულებით დაბრუნდა.

მსოფლიოში "კარმენის" როლის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველმა შემსრულებლმა ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. ის გამოსახეს არა მარტო ესპანეთის ყველაზე ცნობილი საოპერო ჟურნალის “ოპერა აქტუალის” ყდაზე, არამედ ასევე აღიარეს “კვირის დამსახურებულ მსახიობად”. 

"კარმენის" ეს თანამედროვე დადგმა ეკუთვნის ესპანელ რეჟისორს კალიქსტო ბიეიტოს, რონელიც წარმატებით იდგმევა მსოფლიოს წამყვან სცენებზე. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს დირიჟორობდა ესტონელი ქალი დირიჟორი ანუ ტალი.

ქეთევან ქემოკლიძის "კარმენი" სევილიურმა პუბლიკამ განსაკუთრებული აპლოდისმენტებით "ფლამენკოს" რიტმში დააჯილდოვა (las palmas de bulerías), რაც ფარდის დახურვისასაც არ შეწყვეტილა.

წაკითხულია 209 ჯერ

Related items

  • მაშველი "დრონები" ადამიანების გადასარჩენად ესპანეთის პლაჟებზე მორიგეობენ (ვიდეო)

    ესპანეთში ზღვის სანაპიროებზე წარმატებით იყენებენ "დრონებს" ადამიანების გადასარჩენად. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი მონაცემებით, მაშველი "დრონის" მოდელები, რომლებსაც იყენებენ ესპანეთის მიხასის სანაპიროებზე, შეუძლიათ ამოიცნონ ისინი, ვისაც დახმარება ესაჭიროებათ და მათ სწრაფად გაუწიონ დახმარება.

     

     

  • საგარეო უწყება - საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

    საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, - ამის შესახებ  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განაცხადეს.

    „საქართველო სრულად უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება ესპანეთის სამეფოში მშვიდობიანად დარეგულირდება ქვეყნის კანონმდებლობის, კონსტიტუციისა და სამართლის პრინციპების სრული დაცვით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

    შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის (5,34 მილიონი) 42,3%-ს შეადგენს.

  • ახალგაზრდა მოჭიდავეების 10 მედალი ესპანეთიდან

    ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით 22-23 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ელჩეში გამართულ საერთშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10 მედალი - 7 ოქრო და 3 ვერცხლი მოიპოვა. ნაკრების წევრებმა შვიდივე წონით კატეგორიაში შეძლეს გამარჯვების მოპოვება, აქედან სამში ქართული ფინალები გაიმართა.

     ტურნირის ჩემპიონები რამაზ თურმანიძე (55), თეიმურაზ ვანიშვილი (60), ივერიკო ჯულაყიძე (66), მირზა სხულუხია (74), ნიკა კენჭაძე (84), გივი მაჭარაშვილი (97) და ზურიკო ურთაშვილი (125) გახდნენ. ვერცხლის მედლები გოგა ძიგუამ (55), ედემი ბოლქვაძემ (66) და ზაურ ბერაძემ (84) მოიპოვეს.

     55, 66 და 84 კგ კატეგორიების ფინალში რამაზ თურმანიძემ, ივერი ჯულაყიძემ და ნიკა კენჭაძემ თანაგუნდელები გოგა ძიგუა, ედემი ბოლქვაძე და ზაურ ბერაძე დაამარცხეს, თეიმურაზ ვანიშვილმა (60) მასპინძელ კარლოს გარსიას 14-2 მოუგო, მირზა სხულუხიამ (74) პოლონელი სებასტიან ბაკი 12-2 დაამარცხა, ევროპის ჩემპიონმა 23-წლამდელთა შორის გივი მაჭარაშვილმა და ზურიკო ურთაშვილმა (125)  ერთნაირი ანგარიშით 10-0 დაამარცხეს ესპანელები ლოპეზ ფერნანდესი და დიეგო იგლესიას კუევასი.

     საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 70 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე მასპინძელი ესპანეთი გაივდა 56 ქულით, მესამეზე პოლონეთი 33.

     გუნდს გელა საღირაშვილი, ბელდუხ გავაშელიშვილი და თეიმურაზ მინდიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

  • ესპანეთში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის კამპანიის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელიც ქ.მადრიდში გაიმართება.

    მინისტრი ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის როლზე, ასევე ტურიზმის, როგორც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, მისი განვითარებისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, დაგეგმილ რეფორმებსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატზე.

    ზურაბ პოლოლიკაშვილის კამპანიის ფარგლებში ესპანეთში დაგეგმილ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი მატილდე ასიანი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ასევე ესპანეთის დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური, ბიზნეს და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

  • ქრისტინე იმედაძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

    მომღერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
    ქრისტინე იმედაძე: "ამდენი ჯღანი შენობა ამ ქალაქში რანაირად გაჩნდა როცა მე ორი თვეა ერთ ფანჯარას გადამაყოლეს?! რის მიხედვით არიგებს მერია ამ უფლებებს? ვინმე “მოცლილი” ნაცნობი არ მუშაობთ ამ დიდებულ დაწესებულებაში რომ გამარკვიოთ რა ენაზე დავწერო განცხადება რომ ყურადღება მომაქციონ?!!!"

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური