"ტარზანის" როლის შემსრულებელი, ჯო ლარა ავიაკატასტროფაში დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 ივნისი 2021 15:14

თვითმფრინავმა, რომელშიც იმყოფებოდა ამერიკელი მსახიობი, 59 წლის ჯო ლარა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია ფილმში "ტარზანის" როლის შესრულებით, კატასტროფა განიცადა და ტბაში ჩავარდა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ამერიკული პრესის ცნობით, სავარაუდოდ, ამ უბედური შემთხვევის შედეგად, თვითმფრინავში მყოფთაგან არავინ გადარჩენილა. 

წინასწარი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ სმირნა ნეშვილის აეროპორტიდან აფრენილი პატარა კერძო სამგზავრო თვითმფრინავი, აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ რადარებიდან გაუჩინარდა და პერსი პრისტის ტბაში ჩამოვარდა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავში მყოფ 7 ადამიანს შორის "ტარზანის" როლის შემსრულებელი ჯო ლარა და მისი მეუღლე გვენ შამბლინ ლარაც იმყოფებოდნენ.

ტრანსპორტირების უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოს ცნობით, თვითმფრინავში მყოფთაგან არავინ გადარჩენილა და  ავარიის მიზეზების გამოძიება დაიწყეს. მაშველებმა კი ჯერ-ჯერობით ტბიდან მხოლოდ თვითმფრინავის ნაწილები ამოიტანეს.

1962 წელს კალიფორნიაში დაბადებული ჯო ლარა მუსიკალური კარიერის გარდა მსახიობობდა. ლარას, რომელიც ჰოლივუდის მრავალ სპექტაკლში მონაწილეობდა, დიდი პოპულარობა მოუტანა 1989 წლის ფილმმა "ტარზანი მანჰეტენში" და 1996-1997 წლების სერიალმა, "ტარზანი: ეპიკური თავგადასავლები."

 

წაკითხულია 360 ჯერ

Related items

  • რუსეთში „მიგ-31“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრიმორსკის რაიონში სასწავლო ფრენის დროს „მიგ-31“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გეგმიური სასწავლო ფრენის შესრულებისას პრიმორსკის რაიონის სოფელ ალექსეევკას მახლობლად ტყეში მიგ-31 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა.

    განცხადების მიხედვით, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახდინა და პირველადი მონაცემებით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

    "თვითმფრინავი საბრძოლო მასალის გარეშე გაფრინდა. შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია“.- ნათქვამია განცხადებაში.

  • ავიაკატასტროფა ვენესუელაში/დაიღუპა 5 სამხედრო!

    ვენესუელაში ამასონასის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ბოლო მონაცმებით ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ პადრინო ლოპესმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამასონასის შტატში ჩამოვარდნილ C-2088 ტიპის თვითმფრინავში, ბოლივარის ეროვნული შეიარაღებული ძალების (FANB) 5 ოფიცერი იმყოფებოდა, რომლებიც ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

    მომხდარს ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადუროც გამოეხმაურა სოციალური ქსელის მეშვეობით და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

    გავრცელებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მრავალგანზომილებიანი გამოძიება დაიწყო.

  • რუსეთში „სუ-34“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა

    რუსეთში საწვრთნელი ფრენის შესასრულებლად აფრენილი „სუ-34“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდნის შედეგად, ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ქალაქ ეისკში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი კუზნეცოვმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ნამსხვრევების ამოღება დასრულებულია. ცხედრები ადგილზე აღმოაჩინეს.

    ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვია, 19 ადამიანი კი დაშავდა“.

    გავრცელებული ინფორმაციით, მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს.

  • ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები ერთვებიან

    ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ შსს-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.

    ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი.
    მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია.
    ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა.
    მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი.
    ადგილზე მუშაობას განაგრძობს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.
  • თურქულმა Southwind Airlines-მა ანტალიიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო

    ანტალიაში ახლად დაარსებულმა ავიაკომპანიამ Southwind Airlines-მა პირველი რეისი განახორციელა ანტალიასა და თბილისს შორის.

    Southwind Airlines-მა თურქეთის ტურისტულ დედაქალაქად მიჩნეული ანტალიიდან საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩარტერული ფრენების ორგანიზება დაიწყო.

    Southwind Airlines-ის კუთვნილი "ბოინგ A321" ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ დაეშვა.

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვას თურქული TAV Airports-ი ანხორციელებს.

    წყარო: https://www.turizmgunlugu.com/2022/08/22/southwind-airlines-tiflis/?fbclid=IwAR0ohh-L32asvb8EDpVO6X2EKRkSDkVBphwLNC4EFk0k363mNuuTHVplfss

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური