ლიბერთის მხარდაჭერით რუსთავში პირველი 60 + კლუბი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 27 მაისი 2021 17:07

რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებულმა 60+ კლუბმა უმასპინძლა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. ამის შესახებ "ლიბერთი ბანკის" ადმინისტრაცია იუწყება.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და ლიბერთი ბანკი. ღონისძიებას დაესწრნენ UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე,  რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ლიბერთი ბანკის ქვემო ქართლის რეგიონული დირექტორი თენგიზ სვანიძე.

60+ კლუბის წევრებთან, თემაზე „ჯანმრთელობის ხელშეწყობა 60+ ასაკში“ ისაუბრა ლელა სტურუამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) არაგადამდებ დაავადებათა  განყოფილების უფროსმა. ხოლო პრეზენტაცია საპენსიო ასაკის მომხმარებელთა უფლებების შესახებ წარმოადინა ნანა კოტეტიშვილმა, ლიბერთი ბანკის ინციდენტების მართვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა.

„60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის რუსთავის 60+ კლუბის აქტიური მხარდამჭერი.

წაკითხულია 361 ჯერ

Related items

  • სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

    სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

    ბექა გოგიჩაიშვილს აქვს ფართო გამოცდილება საინვესტიციო მენეჯმენტსა და საფინანსო ინდუსტრიაში. მისი კვალიფიკაცია მოიცავს გლობალურ ფინანსურ ბაზრებს, ფინანსურ ანალიტიკას და ბიზნესის განვითარებას. ბექა კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Universal Card Corporation, თიბისი ბანკი, საპარტნიორო ფონდი და Hunnewell Partners (UK) LLP. ბექა იყო პასუხისმგებელი მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, როგორც მენეჯმენტის მიმართულებით, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით.

    ბექა გოგიჩაიშვილი სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად 2020 წლის ნოემბერში აირჩიეს და მას შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ბანკის ხედვის შექმნასა და შესაბამისად, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

    ბექა ფლობს მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტსა და ფინანსებში (University of Sussex, დიდი ბრიტანეთი).

    სს ‘ლიბერთი ბანკის’ თავმჯდომარემ, მურთაზ კიკორიამ განაცხადა: „მოხარული ვართ, რომ ბექა გოგიჩაიშვილმა მიიღო სამეთვალყურეო საბჭოს წინადადება და დღეიდან შემოუერთდება ლიბერთის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ბექას აქვს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობის გამოცდილება, ასევე მონაწილეობდა ბანკის ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში, რაც ძალიან ღირებული ფუნდამენტია ახალი ლიბერთის ზრდისა და მომავალი წარმატებისთვის.’

    ლიბერთი ბანკის ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა კომენტარი გააკეთა: „ჩემთვის დიდი პატივი და ამასთანავე, პასუხისმგებლობაა შევუერთდე ლიბერთის კომპეტენტურ და ძლიერ გუნდს. გასულ წლებში დაიწყო ლიბერთის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესი, ახალი სტრატეგიული ხედვის განხორციელება და ბანკის წამყვანი, უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტის პოზიციაზე განმტკიცება.

    გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავაგრძელოთ ზრდა, დავნერგოთ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ჩვენს ყველა პროდუქტსა და მომსახურებაში და ვიყოთ ყველა ოჯახის ფინანსური პარტნიორი საქართველოში.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

    ლიბერთი მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
    განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ოქროს სპონსორი, ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
    ლიბერთი, მეექვსე წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის ხუთი წლის ვადით გაფორმებული, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთიმ, 2021 წელს, მასწავლებელთა საუკეთესო ათეულისთვის დაწესებული სპეციალური საპრიზო ფონდი გააორმაგა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ლიბერთის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტს - ხელი შეუწყოს განათლებას, ზოგადად მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და მომავალი თაობების აღზრდის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეს.

    2022 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

    · კახა გალდავა - სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;

    · მიხეილ ლაბარტყავა - დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის ,,შავნაბადა" ქიმიის მასწავლებელი;

    · ლალი მარგიანი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

    · ნანა მგალობლიშვილი - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

    · ხათუნა ნოზაძე - თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის და დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი;

    · ნუგზარ სადიკოვი - თბილისის N55 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

    · მიმოზა ღოლიჯაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის და მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;

    · როლანდ შავაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;

    · სოფიო ძიგრაშვილი - ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;

    · ირა ძირკვაძე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.

    მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

    კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის!

    ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა

    დღეს, სს ლიბერთი ბანკსა და სს ,,ევექსი ჰოსპიტლები“ - ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

    ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ლიბერთის ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად - კარდიოლოგიურ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე. სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები - კერძოდ, მომხმარებელი გადაიხდის თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს.

    ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%- იან ფასდაკლებას მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე (მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია).

    „ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თავისი კონცეფციით „შენთან ახლოს“ მუდმივად ცდილობს პაციენტებს შეუქმნას მათზე მორგებული პირობები. ამ შემთხვევაში, ლიბერთისთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას სოციალური ბარათის მფლობელებისათვის სასურველ სარვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ და ამისათვის, ჩვენს ჰოსპიტალში შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და ამჯერად შეგვიძლია როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ასევე სოციალური ბარათის სხვა მფლობელებისთვის ზრუნვაში გავერთიანდეთ.“ - მამუკა იმედაშვილი, ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი

    „ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ,,ევექსი ჰოსპიტლებთან“ წარმატებულ თანამშრომლობას და დღეიდან ვიწყებთ ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალთან ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო სერვისები და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მომხმარებლებისთვის.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

     

  • ახალი ლიბერთი: სრული საბანკო მომსახურება სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის

    სოფლად მცხოვრები მომხმარებლებისთვის საზოგადოებრივი ცენტრების გახსნის პროცესი 10 წლის წინ დაიწყო, რომლის მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი სახელმწიფო და საბანკო მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. ლიბერთი პროექტის დაწყებისთანავე აქტიურად ჩაერთო ამ პროგრამის განვითარებაში და ამჟამად ბანკი მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიდ სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში განთავსებულ 88 საზოგადოებრივ ცენტრშია წარმოდგენილი.

    საზოგადოებრივ ცენტრებში მომხმარებლები კომფორტულ გარემოში, თავისი სოფლიდან გაუსვლელად სარგებლობენ 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებლებს ე.წ. ‘ერთი ფანჯრის’ პრინციპით შეუძლიათ, აიღონ პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელონ უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღონ საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვა. ამასთან ერთად, საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსებული ლიბერთის წარმომადგენელთან, ადგილობრივ და ასევე, ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლებს, შეუძლიათ ისარგებლონ სრული საბანკო მომსახურებით:

    საერთაშორისო ფულადი გზავნილებით, ფულადი გზავნილების კონვერტაციის სპეციალური კურსით, სახელმწიფო გადასახადების გადახდის სერვისით, საპენსიო თანხებისა და სოციალური ანგარიშების მომსახურებით, სამომხმარებლო სესხით, ფიზიკური პირის ანგარიშის მომსახურებით, ანაბრებით, საკრედიტო ბარათებითა და თანხის გადარიცხვის სერვისით.

    სოზოგადოებრივი ცენტრების შენობებში განთავსებულია სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები, მომხმარებლებს ყოველდღიურად, მათ შორის შაბათ-კვირას შეუძლიათ ისარგებლონ დისტანციური საბანკო სერვისებით.

    საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსებული ლიბერთის სერვის ცენტრები:

    ინტერნეტრესურსი: https://bit.ly/3MGjftE

  • ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის! ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში - ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება

    ლიბერთი ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა კახეთით დაიწყო და ამჯერად ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

    ,,ბიზნეს დიალოგის” მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

    ,,ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტები. ვიმედოვნებთ, მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს, რისთვისაც სააგენტო, ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს. ვფიქრობთ, ლიბერთი ბანკის მიერ ინიცირებული ბიზნეს დიალოგის ფორმატის შეხვედრები, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური პერიოდის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა. ერთის მხრივ, იზრდება ცნობადობა სახელმწიფო პროგრამების შესახებ და მეორეს მხრივ, მეწარმეებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კომერციული ბანკების, სალიზინგო კომპანიების რესურსებით და ამასთან, გამოიყენონ სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები"-თეონა ბაბუნაშვილი - ,,აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი.

    ,, სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა პროექტის დეტალური პირობები, მართებულად მიეწოდოს პოტენციურ ბენეფიციარებს. ასევე აუცილებელია იმ ბენეფიტების ცოდნა, რომელსაც მომხმარებელი სხვადასხვა სახელმწიფო თუ ერთობლივი პროგრამებიდან მიიღებს. აქედან გამომდინარე, ლიბერთის ახალი ინიციატივა, დიალოგის ფორმატით ესაუბროს რეგიონებში, აგრო და მცირე მეწარმეებს, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს უშუალოდ დაინტერესებული მხრიდან აღნიშნული პროექტების შესახებ უკუკავშირის მიღებას და გაგვიადვილებს არსებული პროგრამების გაუმჯობესებას“ - გიორგი ჯიბლაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.

    ,,ლიბერთისთან, 2 წელია რაც აგროდაზღვევის კუთხით დავიწყეთ თანამშრომლობა და ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ლიბერთის მიერ რეგიონებში, პოტენციურ მსესხებლებთან და არსებულ მომხმარებლებთან ინიცირებულ ყველა შეხვედრაში. ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში, განვავითაროთ აგროდაზღვევის მიმართულება და კახეთის, ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში განხორციელებული წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ლიბერთისთან ერთად გავაქტიურდეთ გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში. ამიტომ, ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ სხვადასხვა ბიზნეს სფეროებს შორის უფრო მეტად პროდუქტიულ თანამშრომლობასა და ფერმერებისთვის როგორც სადაზღვევო, ასევე საბანკო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის უშუალო მიწოდებას შეუწყობს ხელს“ - ზაზა ხოსროშვილი ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი.

    ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური