ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე "როლან გაროსის" ძირითად ბადეში ითამაშებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 27 მაისი 2021 16:01

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებით დაძლია საფრანგეთის "როლან გაროსის" კვალიფიკაციის ეტაპი და ძირითად ბადეში ითამაშებს.

ე. გორგოძემ პირველ ტურში მექსიკელი რენატა ზარაზუა დაამარცხა, შემდეგ ბულგარელი ელიცა კოსტოვა, შემდეგ კი ესპანელ ნურია პარისას-დიასს აჯობა.

ნურისთან ეკატერინეს ორი სეტიც ეყო: პირველი 6:3 მოიგო, მეორე – 6:4.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 28 მაისს წილისყრის შემდეგ გაირკვევა. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ქართული ჩოგბურთის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა შემთხვევა "დიდი სლემის" ტურნირებზე, ძირითად ბადეში ორ ქართველს ერთდროულად ეთამაშოს. "როლან გაროსზე" ამჯერად ეკატერინე გორგოძესთან ერთად ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს.

წაკითხულია 168 ჯერ

Related items

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის „მასტერსის“ მეოთხედფინალშია

    ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის კარიერაში პირველად ითამაშებს „მასტერსის“ სერიის ტურნირის მეოთხედფინალში. მან ინდიან უელსში მიმდინარე „მასტერსზე“ მესამე ბარიერი გაიარა – მერვედფინალში საათსა და 57 წუთში აჯობა რუს კარენ ხაჩანოვს – 6:4, 7:6(6).

    ბასილაშვილი პირველ სეტში თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ მეოთხე გეიმში მისცა მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების საშუალება. ქართველი სტაბილურად იღებდა ბრეიკპოინტებს მეტოქის მოწოდებაზე და მეშვიდე გეიმში ისევ შეასრულა ბრეიკი და პარტია გამარჯვებამდე მიიყვანა.

    მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი ბასილაშვილმს შეასრულა – ეს მეხუთე გეიმში მოხდა, ამასთან, ნიკა საკუთარ გეიმებში შანსს არ აძლევდა ხაჩანოვს და თითქოს იოლი გამარჯვებისკენ მიდიოდა, მაგრამ ჩააგდო მეათე გეიმი, რუსს უკუბრეიკი გააკეთებინა და ტაი-ბრეიკის თამაში მოუწია, რომელშიც 6:2 დაწინაურდა და ოთხმაგი მატჩბოლი მიიღო. ხაჩანოვმა ოთხივე მატჩბოლი მოიგერია და ანგარიში გააანაბრა, თუმცა, ბასილაშვილმა 6:6-ზე ზედიზედ ორი ქულის აღება შეძლო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

    ჩოგბურთელებს ოთხ-ოთხი ეისი, ორ-ორი ორმაგი შეცდომა და ექვს-ექვსი ბრეიკპოინტი ჰქონდათ. ბასილაშვილმა სამი ბრეიკი შეასრულა, ხაჩანოვმა – ორი.

    მეოთხედფინალში ბასილაშვილი ავსტრალიელ ალექს დე მინორსა და ბერძენ სტეფანოს ციციპასს შორის მოგებულს შეხვდება.

    წყარო: https://1tv.ge/news/nikoloz-basilashvili-indian-uelsis-mastersis-meotkhedfinalshia-video-1tvsport/ 

  • ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია

    ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი გუშინ სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.

    პირველ სეტში ბასილაშვილს მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა – სამი ერთის წინააღმდეგ, მაგრამ პარტია შვეიცარიელს დარჩა, რადგან მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ქართველმა კი სამივე შანსი გაფლანგა – ერთი პირველ გეიმში და ორი – მეხუთეში.

    29 წლის ქართველი ჩოგბურთელი დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ტეილორ ფრიცს /აშშ/ დაუპირისპირდება, რომელიც ATP რეიტინგში 33-ე ადგილს იკავებს. თავის მხრივ ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში დენის შაპოვალოვს /რუსეთი/ მოუგო. 

  • ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა

    საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს /ნიკოლოზ ბასილაშვილი/ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის პრეს-სამსახური იუწყება.
    გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.  
    სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. 
    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა  სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

    შეგახსენებთ, რომ პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში იგი 27-ე პოზიციას იკავებს.

  • ეკატერინე გორგოძე ავსტრალიის ღია პირველობაზე დამარცხდა

    ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ, რომელიც მსოფლიოს 164-ე ჩოგანია, ავსტრალიის ღიაზე გამოსვლა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა. მან საათსა და 36 წუთში, კლასიფიკაციის 532-ე ნომერთან, ჩეხ ლუსი ჰრადეცკასთან წააგო – 3:6, 3:6.

    პირველ სეტში გორგოძის წაგება, ძალიან დასანანი იყო. პარტიის პირველ ნახევარში ქართველმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ერთი ბრეიკიც ვერ შეასრულა, ჰრადეცკამ კი ორი ასეთი შანსი მიიღო, ორივე გამოიყენა და 3:3-დან ზედიზედ სამი გეიმის მოგებით, პირველ პარტიაში გაიმარჯვა.
    მეორე სეტის მესამე გეიმში, გორგოძემ, როგორც იქნა, შეძლო პირველი ბრეიკის აღება, მაგრამ ჩეხმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის გეიმი და გადამწყვეტი უპირატესობა მიიღო – 4:2. ჩეხს მოგება აღარ გასჭირვებია.

    ქართველი ჩოგბურთელი ბრეიკ-პოინტების დაბალმა რეალიზაციამ (1/13) და მეორე მოწოდებამ დააღალატა, რომელზეც ქულების 25 პროცენტი აიღო. ჰრადეცკამ ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტიგამოიყენა. ის უფრო აგრესიულად თამაშობდა – „ვინერსების“ შეფარდება 39 13-ი წინააღმდეგ იყო. გორგოძეს 13 „ვინერსთან“ ერთად 19 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

    ეს იყო ეკატერინე გორგოძის მეორე გამოსვლა „დიდი სლემის“ ტურნირებზე და ისევე როგორც შარშან აშშ-ის ღია პირველობაზე, ქართველმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერც ახლა დაძლია.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონს დოჰას ტურნირით დაიწყებს

    ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ საჩოგბურთო სეზონს ყატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ტურნირით დაიწყებს.
    მსოფლიო რეიტინგში 59-ე პოზიციაზე მყოფი ქართველი ძირითად ბადეშია დაშვებული,
    ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2018 წლის სეზონი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, დოჰას ტურნირის პირველ წრეში, იტალიელი  ტომაზო ფაბიანო, ორ სეტში ანგარიშით, - 6:4 6:3 დაამარცხა.
    და მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 48-ე ადგილზე იმყოფება.
    ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ბასილაშვილი-ანდრეას ჰაიდერ-მაუერის დუეტმა მეკტიჩი-პეიას ტანდები 6:1, 6:7(8:10), 8:10 დაამარცხა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური