აღმოსავლური კოლექციები კვლავ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაბრუნდა

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 05 მაისი 2021 13:25

ჰეიდარ ალიევის ცენტრში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არქიტექტორ ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის და 21-ესაუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტურულ ნაგებობადაა აღიარებული, ორ სართულზე წარმოდგენილი გახლდათ ეროვნული მუზეუმის გამოფენა „გადარჩენილი შედევრები - აზერბაიჯანული და აღმოსავლური კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“.

პანდემიისა და ხანგრძლივი ლოქდაუნის მიუხედავად, ჰეიდარ ალიევის ცენტრში 2019 წლის 27 მაისიდან 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე, ათასობით დამთვალიერებელმა იხილა ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცული გვიანირანული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ყაჯართა დინასტიის მმართველობის ეპოქაში (1785-1925) შეიქმნა, ერევნის სარდრის სასახლის კომპლექსის არტეფაქტები (XIX ს.) და ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) უნიკალური ფოტოარქივი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექცია თავისი ისტორიული და მხატვრული ღირებულებით მსოფლიოში გამორჩეულია, რომლის არსებობა/შექმნა ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის ფარგლებში, თბილისში დაარსებულ კავკასიის მუზეუმს (1852) უკავშირდება. მისი გამდიდრება და შესწავლა მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ექსპედიციებისა თუ შემოწირულობების გზით ხორციელდებოდა. ქართველი მკვლევრები მსოფლიოში ამ ცალკეული კოლექციების შესწავლის პიონერებად არიან აღიარებულნი.

აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშებისთვის ხელოვნების მუზეუმში წლების განმავლობაში არსებული გარემო შეუფერებელი აღმოჩნდა, რამაც მრავალი სახის ბიო-ბაქტერიული დაზიანება გამოიწვია. 2010-2012 წლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უწყებათაშორისი დამეგობრების ,,თვინინგის" პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად, ეტაპობრივად განახორციელეს ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების დაზიანებული ნივთების მულტიდისციპლინარული კვლევა, ანოქსიის მეთოდით დამუშავება, გაწმენდა, სრული აღწერა, გაციფრულება და მათი დროებით გადატანა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის სივრცეში.

აღმოსავლური კოლექციების კვლევა და სარესტავრაციო სამუშაოები ეროვნული მუზეუმის მეცნიერთა გუნდის მიერ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დღემდე გრძელდება. აღნიშნული გამოფენა იმ ხუთწლიანი ჩატარებული სამუშაოების დამაგვირგვინებელი ეტაპია, რომელიც ეროვნული მუზეუმის, აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმისა და ჰეიდარ ალიევის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

გამოფენის კურატორები: ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ირინა კოშორიძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ნადირაძე; აზერაბაიჯანის მხრიდან კი აზერბაიჯანის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის დირექტორი ჩინგიზ ფარზალიევი და პროექტის ხელმძღვანელი, ჰეიდარ ალიევის ცენტრის წარმომადგენელი ემინ მამადოვი.

აღნიშნული პროექტი კავკასიის მუზეუმის ახალი სიცოცხლის დასაწყისია იმ შესაძლებლობასთან ერთად, რასაც მისი წარდგენა ჰქვია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა და მეცნიერება დღევანდელ საუკეთესო პრაქტიკასთან ერთად, ვაჩვენოთ საერთაშორისო კოლეგებსა და ფართო საზოგადოებას ის როლი, რომელსაც ვთამაშობთ და რომელიც დღეს გვიკავია მსოფლიო ისტორიის ჩამოყალიბებაში.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

 

 

წაკითხულია 339 ჯერ

Related items

  • ჰუბეის პროვინციის მუზეუმში სუნ-ის დინასტიის ცნობილი კალიგრაფების თემატური გამოფენა გაიხსნა

    უჰანი, 28 სექტემბერი (სინხუა) -- სუნ-ის დინასტიის (960-1279) ცნობილი კალიგრაფების თემატური გამოფენა გაიხსნა სამშაბათს ცენტრალურ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მუზეუმში.

    გამოფენაზე წარმოდგენილია სუნ-ის დინასტიის დროინდელი ცნობილი კალიგრაფების თემატური ნამუშევრები.

    ღონისძიება 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

     

  • ფოტოგრაფიის დიდოსტატების თვალით დანახული იტალია

    19 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს გამოფენას „Italiae. ძმები ალინარებიდან თანამედროვე ფოტოგრაფიის ოსტატებამდე”, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და ალინარების ფოტოგრაფიის ფონდის ინიციატივით შეიქმნა, თბილისში კი იტალიის საელჩოს მიერ, ფესტივალ "ქოლგა თბილისი ფოტოსთან" თანამშრომლობით ხორციელდება.

    ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 75 ფოტოგრაფი, რომლებმაც განსხვავებული გამომსახველობითი ენითა და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით შექმნილ ფოტოსურათებზე იტალიის მრავალფეროვნება და მიმზიდველობა, მისი ბუნება, კრეატიულობა და ხალხი აღბეჭდეს.

    გამოფენა, რომლის კურატორები რიტა სკარტონი და ლუკა კრიშენტი არიან, სამ სექციად იყოფა ("პეიზაჟები“, „ნამუშევრები“ და „პორტრეტები"). თითოეული სექცია სხვადასხვა სტილისა და ჟანრის სრულყოფილი მხატვრული, ისტორიული და დოკუმენტური ექსკურსია, რომელიც ერთ საექსპოზიციო სივრცეში უყრის თავს იტალიური ფოტოგრაფიის 160 წლიან ისტორიას ფოტოატელიეს სურათებიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ნამუშევრებამდე, და მათი მეშვეობით ქმნის უჩვეულო კუთხით დანახული ლანდშაფტის, მოვლენებისა და ადამიანების პორტრეტების გალერეას, რომელიც შესანიშნავად გადმოგვცემს მუდმივ ევოლუციაში მყოფი ქვეყნის მრავალსახეობასა და იტალიური ფოტოგრაფიის გასაოცარ კომპლექსურობას.

    გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოგრაფებს შორისაა: ვიტორიო სელა, ჯანი ბერენგო გარდინი, პიერჯორჯო ბრანცი, ფრანკო ფონტანა, ალექს მაიოლი, ნინო მილიორი, პაოლო პელეგრინი, ფერდინანდო შანა, მარიო ჯაკომელი, ჯან პაოლო ბარბიერი და სხვები.

    გამოფენა გაიხსნება 19 სექტემბერს, ორშაბათს, 19:00სთ-ზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 27).

  • იაპონური სამზარეულოს გამოფენა „მე მიყვარს სუში“

    იაპონიის საელჩოს ადმინისტრაციამ საქართველოში დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წელს ჩვენ აღვნიშნავთ იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენმა საელჩომ უკვე ჩაატარა მრავალი კულტურული ღონისძიება. https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/11_000001_00256.html

    შემდეგი ღონისძიება იქნება იაპონიის ფონდის იაპონური სამზარეულოს ვაშიოკუს გამოფენა „მე მიყვარს სუში“, რომელიც გაიმართება თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8) 12 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე. გახსნის ცერემონია გაიმართება 12 აგვისტოს 17:00 საათზე.

    მოგზაური გამოფენა „მე მიყვარს სუში“, როგორც  კულტურული გაცვლის ახალი პროგრამა,  ფოკუსირდება სუშიზე, და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული იაპონური სამზარეულოს ირგვლივ. 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა ვაშოკუ - იაპონური სამზარეულო, და სუში როგორც არქეტიპული მაგალითი.   სუში დახვეწილი და ჯანმრთელი საკვებია, რომელიც გამოიყურება მიმზიდველად, გემრიელია, და უკვე მსოფლიოში სხვადასხვა სამზარეულოს მენიუში  კარგად ცნობილია.

    ამ გამოფენის მიზანია უზრუნველყოს სიღრმისეული ვიზუალური სახელმძღვანელო სუშის მიმზიდველობის წარმოსაჩენად. გამოფენა გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ, თუ როგორ მიიღო იაპონიამ სუში თავდაპირველი ფორმით, და თუ როგორი სახის ცვლილებები განიცადა ბუნებრივ გარემოსთან, კულტურასთან და ინდივიდუალური ადგილმდებარეობის ცხოვრების წესთან შერწყმის შესაბამისად.

    აგრეთვე, გამოფენა  წარმოგვიდგენს დღევანდელ, აქტიურ სუშის კულტურას, და ბიძგს გვაძლევს ვიფიქროთ სუშის სამომავლო პოტენციალზე როგორც თანამედროვე კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

    ეს გამოფენა მოიცავს იაპონიაში სუშის რესტორანში ვიზიტის სიმულაციას. ის ადამიანები, ვისაც ცოტა რამ სმენია სუშის შესახებ ძალიან ისიამოვნებენ გამოფენით, და სუშის გულშემატკივრებიც არანაკლებ აღფრთოვანებულნი დარჩებიან. ვიმედოვნებთ, რომ სუშის საშუალებით, გამოფენა ხელს შეუწყობს სახელდობრ იაპონიის ისტორიის და წეს-ჩვეულებების მეტად გაცნობას.

    იაპონიის საელჩო დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის ისტორიის მუზეუმს თანამშრომლობისთვის", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

  • თბილისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

    თბილისში გუშინ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „აზერბაიჯანი - საქართველო: საუკუნეების გამოცდა, მეგობრობის მემკვიდრეობა“ გაიმართა.

    ღონისძიების გახსნაზე სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა. გამონსვლელებმა აღნიშნეს რომ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და რომ ორ ხალხს შორის მეგობრობის კავშირები აგებულია ქართველებისა და აზერბაიჯანელების საერთო წარსულიდან გამომდინარე ძმობის საფუძველზე.

    მოგვიანებით, ANAS-ის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კარიმ შუკუროვის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ქეთევან შოშიაშვილის თანათავმჯდომარე აკადემიურ პანელზე, აზერბაიჯანელმა და ქართველმა მეცნიერებმა განიხილეს ურთიერთობის ისტორია, განსაკუთრებით თანამშრომლობა. აზერბაიჯანი და საქართველო მე-20 საუკუნის დასასრულს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, აწვდიდნენ მოხსენებებს კავკასიაში მშვიდობისთვის პარტნიორობის, ასევე ჩვენი ხალხების ურთიერთკულტურული გავლენის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების გაფართოების, ასევე აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის შესახებ ერთობლივი სამეცნიერო ტომის გამოცემის მიზნით.

    საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმავე დღეს კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. რადბირში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოხელე ელდარ ნადირაძის მიერ მომზადებული წიგნის „ყარაბაღის სახანოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა და სხვა მეცნიერებმა და აღნიშნეს, რომ წიგნი გამოიცა ელეგანტურად და დეტალური ინფორმაცია ისტორიის შესახებ. 

    საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტისა და ევრაზიის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, ქართველი დიპლომატები, მეცნიერები, მკვლევარები და მედიის წარმომადგენლები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • პრეზიდენტმა წიგნის მუზეუმს ე. ახვლედიანის პირადი ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები საჩუქრად გადასცა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წიგნის მუზეუმს ელენე ახვლედიანის პირადი ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    კუბიზმის მანიფესტები - გიომ აპოლინერის „ესთეტიკური მსჯელობა - კუბისტი მხატვრები“ და ალბერ გლეზისა და ჟან მეცინგერიის ,,კუბიზმი“ პრეზიდენტის მიერ საკუთარი სახსრებით იქნა შეძენილი, რომლებიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

    “ეს ორი მნიშვნელოვანი წიგნი სწორედ ევროპულ კულტურასთან გვაახლოებს და გვაჩვენებს თუ რამდენად შერწყმული ვიყავით მასთან, სანამ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა წნეხი ევროპას დაგვაშორებდა. ამ გზას ახლა ვუბრუნდებით და ამის ნიშნად მინდა გადმოგცეთ ეს ორი წიგნი“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან თაქთაქიშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს. მან აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მიერ გადაცემული არაერთი მასალა ინახება. 

    ,,ქალბატონ სალომეს არაერთი საჩუქარი გვაქვს ჩვენ ჯერ მის პრეზიდენტობამდე. მისი მამის, მეუღლის არქივები ინახება ბიბლიოთეკაში. ქალბატონი სალომეს უშუალო მითითებით დამზადდა და გადმოგვეცა მიხა ხელაშვილის ეროვნული გმირის ორდენი. ამის საპასუხოდ, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო მასალა მოვიძიოთ“ - აღნიშნა ლევან თაქთაქიშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური