თბილისში მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021 13:47

თბილისში მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი გაიხსნა, რომელიც ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, თბილისის მერიისა და ასოციაცია „აგორას“ თანამშრომლობის შედეგად აშენდა და აღიჭურვა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა იან სლივამ, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ასოციაცია „აგორას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თენგიზ სვანიძემ.

ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, პროექტში 400 000 ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო და განხორციელდა ჩეხეთის განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონალური ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ცენტრის ძირითადი მიზანია, საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარება და მეფუტკრეობასთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. ცენტრს ძირითადად სასწავლო დაწესებულების ფუნქცია ექნება, სადაც როგორც უკვე გამოცდილი, ასევე დამწყები მეფუტკრეები შეძლებენ, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ამ მიმართულებით გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა.

„შეიქმნა მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი, რომლის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ურბანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და უფრო ფართო ჭრილში, თბილისის, როგორც „მწვანე“ ქალაქის ხედვის წარმოჩენა. აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის მერიის მჭიდრო თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან. პროექტის მეორე ფაზის ეტაპზე, დღეს მოვაწერთ ხელს მემორანდუმს და ცენტრი დაიწყებს აქტიურ მუშაობას, მომსახურებას გაუწევს დაინტერესებულ პირებს როგორც საგანმანათლებლო, ისე ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით. ასევე, იფუნქციონირებს მეფუტკრეობის ლაბორატორია, რომელიც დარგისთვის სასარგებლო და საჭირო კვლევებს განახორციელებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

გახსნის ცერემონიის ფარგლებში, მხარეებმა ხელს მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDa), თბილისის მერიასა და „აგორას“ შორის. ცერემონიაში ჩეხური მხარის სახელით მონაწილეობდა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი იან სლივა.

წყარო:  https://1tv.ge/news/tbilisshi-mefutkreobis-mravalfunqciuri-regionuli-centri-gaikhsna/

 
წაკითხულია 522 ჯერ

Related items

  • თბილისის და ბუქარესტის მერებმა ხელი მოაწერეს თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას

    თბილისს 22-ე დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუქარესტის მერ ნიკუშორ დანთან ერთად, ხელი მოაწერა თბილისისა და ბუქარესტის დაძმობილების ხელშეკრულებას.

    მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით: კულტურა, გამწვანება, ურბანული განვითარება, სპორტი, ტურიზმი, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობები და სხვა.

    ხელშეკრულების ხელმოწერამდე, კახა კალაძემ და ნიკუშორ დანმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული.

    გამოითქვა სურვილი, რომ როგორც თბილისში, ისე ბუქარესტში გაიხსნას შესაბამისი ქალაქების სახელობის სკვერები ან მათი სახელები მიენიჭოს რომელიმე ქუჩას.

    „დღეს მოგვეცა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა ბუქარესთან დაძმობილების მემორანდუმისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შესაძლებლობა, ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: სპორტი, კულტურა, ურბანული განვითარება, ტრანსპორტი. არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ბუქარესტი წარმატებულია და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზიარება ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს ასევე, გვექნება შესაძლებლობა, შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის. მერთან შევთანხმდით იმაზეც, რომ თბილისისა და ბუქარესტის სახელობის ქუჩები ან რეკრეაციული სივრცეები, სკვერები გაჩნდება, როგორც ბუქარესტში, ასევე თბილისში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ დაძმობილების ფარგლებში, გვაქვს იმის რესურსი, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და ის გამოცდილება, რომელიც ბუქარესტს გააჩნია, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ურბანული განვითარების თვალსაზრისით, გაზიარებულ იქნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    ბუქარესტის მერმა იმედი გამოთქვა, რომ დაძმობილების ხელშეკრულების გაფორმება ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

    „აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქებისთვის. ბუქარესტსა და თბილისს აქვთ ძალიან ბევრი საერთო. არსებობს საერთო ინტერესები, როგორიც არის ურბანული განვითარება, კულტურა, ტრანსპორტი და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ურთიერთობების გაღრმავება დაგვეხმარება ჩვენი მოსაზრებებისა და გამოცდილების გაცვლასა და შემდგომ თანამშრომლობაში“, - განაცხადა ნიკუშორ დანმა.

    ამასთან, კახა კალაძემ დაძმობილებული ქალაქის მერი, დელეგაციასთან ერთად, თბილისში მოიწვია.

    ბუქარესტის მერიაში გამართულ ღონისძიებას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

    თბილისის მერიის პრეს-სამსახური

  • საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩეხეთის სენატისა და საელჩოს დელეგაცია სტუმრობდა

    საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაცია და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

    სენატის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირჟი რუჟიჩკა, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ვაცლავ ხალოუპეკი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი დავიდ სმოლიაკი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი მარეკ ჰილშერი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის მდივანი იტკა პილარჟოვა, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოდან ელჩი პეტრ მიკისკა და ელჩის მოადგილე იანა გაშპარიკოვა.

    დელეგაციის წევრები საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო ქართულ მედიაში არსებულ სტანდარტებს, ასევე იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს.

    „საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რაობა, როგორც ინსტიტუციის, მით უმეტეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ამ გზაზე მიმავალი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ ქართულ მედიაზე, იმ სტანდარტებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ მთლიანობაში, მედია. ვისაუბრეთ ყალბი ამბების გამოწვევებზე, ზოგადად მსოფლიო გამოწვევებზე, რომელიც ყველგან პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ჩვენი მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პარტნიორობა, რომელიც გვაქვს ევროპის მაუწყებელთა კავშირის მეშვეობით ყველა ჩვენს მსგავს ორგანიზაციასთან, კვლავაც გაგრძელდეს. ასევე ვისაუბრეთ, რა შეიძლება, კიდევ გაკეთდეს, რათა გაღრმავდეს ურთიერთობები ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. არის უამრავი საინტერესო პროექტი, რომელზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობ, რომ ამ ევროპულ გზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მნიშვნელობას, კიდევ არაერთხელ გაესმება ხაზი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

    ჩეხეთის პარლამენტის სენატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირჟი რუჟიჩკამ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან ჩეხეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და ეცნობიან საქართველოში არსებულ სიტუაციას.

    „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პირველი არხის ხელმძღვანელთან. ჩეხეთის დელეგაციაში ჩვენ მედიის კომიტეტიდან ვართ. იცით, რომ პირველი ივნისიდან ჩეხეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და გვაინტერესებს საქართველოში არსებული სიტუაცია. ვისაუბრეთ მედიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობაზე და პირველ რიგში, მედიის დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა ირჟი რუჟიჩკამ.

    წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

  • თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია!

    PSP-ში თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერით, სოციალურად დაუცველი პენსიონერი 700 ლარის ღირებულების მედიკამენტს იღებს! 24 იანვრიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში თბილისის მასშტაბით მოსული სოციალურად დაუცველი პენსიონერი, მერიის ვაუჩერის განაღდებისას მიიღებს მომენტალურ სარგებელს დამატებითი ფასდაკლების სახით;
    თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერის თითოეული მფლობელისთვის კომპანია PSP-მ დამატებით 200₾ გამოყო, რაც ნიშნავს რომ 500₾ ვაუჩერით სარგებლობისას ბენეფიციარი 700₾ მედიკამენტებს მიიღებს, ამასთან აუცილებელი არ არის სრულად აითვისონ ვაუჩერით განსაზღვრული 500 ლარი.
    PSP სოციალური პროექტების მუდმივი მხარდამჭერია, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 1 ლარიან მედიკამენტების მიწოდებას სოციალურად დაუცველ პირებზე PSP წელიწადზე მეტი სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებდა პროგრამის მომსახურებას. ამასთან, 60+ ასაკის მოქალაქეებს კომპანია ყოველდღე განსაკუთრებულად დაბალ ფასებს სთავაზობს მომხმარებელს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე. წლებია ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე სხვა ქვეყნებიდან ახორციელებს ძვირადღირებული და ონკოლოგიური დაავადებების სამკრნალო პრეპარატების მიწოდებას.
    დღეიდან, PSP-ს ნებისმიერ აფთიაქში თბილისის მასშტაბით მოსული სოციალურად დაუცველი პენსიონერი, მერიის ვაუჩერით დამატებით მყისიერ სარგებელს მიიღებს, ამ პროექტის ბენეფიციარებისთვის PSP-ში 500₾ - 700₾-ის ტოლფასია.
    ყოველდღე, ყველაზე მეტი სარგებელი PSP-ში!

  • გიორგი ჩიქვანაია: „ჩვენ, მს საქართველოს მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია პაციენტების დისკრედიტაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით”

    რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის პაციენტები დაფინანსების მოლოდინში

    გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა კავშირი „მს საქართველო“ და მისი დამფუძნებელი საქართველოში, პაციენტი გიორგი ჩიქვანაია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის მინისტრს ოფიციალურ წერილს უგზავნის.

    ცნობილია, რომ დღეს მკურნალობა პაციენტთა ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი. გაფანტული სკლეროზის მკურნალობას მხოლოდ თბილისის მერია და აჭარის მთავრობა აფინანსებენ.თბილისის მერია "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების" პროგრამას 2020 წლის მარტიდან ახორციელებს. ეს პროგრამა თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო დაპირება იყო. როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, კახი კალაძის 2021 წლის საარჩევნო დაპირებისამებრ, 2022 წლიდან პროგრამის ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას კვლევების დაფინანსებაც დაემატება. დღეისათვის თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამით 97 მოქალაქე სარგებლობს. რაც შეეხება აჭარას, პროგრამა აქ 2019 წელს ამოქმედდა - 2019 წელს დაფინანსდა 10 ბენეფიციარი, გამოიყო 190 023 ლარი. 2020 წელს დაფინანსდა 19 პაციენტი, რომელთათვისაც 391316 ლარი გამოიყო. 2021 წელს კი 24 პაციენტის სამკურნალოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 459 169 ლარი გამოყო. ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის კი მკურნალობა ხელმიუწვდომელია, რადგან ცენტრალურ დონეზე, ჯანდაცვის სამინისტროს ამ კუთხით დაფინანსება გათვალისწინებული არ აქვს. ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ და დავინტერესდით, როდისთვის იგეგმება ცენტრალიზებული პროგრამის შექმნა ამ პაციენტებისთვის. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამ კუთხით, ამ ეტაპზე სათქმელი არ აქვთ.

    „ჩვენ, მს საქართველოს მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია პაციენტების დისკრედიტაცია საოცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პაციენტები არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ არ ცხოვრობენ თბილისსა და აჭარაში, და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და მსოფლიოში დამკვიდრებულ მკურნალობის სტანდარტებზე! მოგმართავთ თხოვნით: სახელმწიფომ უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის და რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა ყველა პაციენტმა შეძლოს მკურნალობის მიღება და შეინარჩუნონ სრულფასოვანი ცხოვრების წესი,” - წერს სოციალურ ქსელში საქართველოში "მს საქართველოს" დამფუძნებელი გიორგი ჩიქვანაია და პაციენტების სახელით ჯანდაცვის მინისტრს წერილს უგზავნის. 

    იმისთვის, რომ რეგიონებში მცხოვრებმა, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი არსებობა და პრობლემები შეახსენონ, კამპანია #ნუგანასხვავებთ მათ! განახლდა. პაციენტები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მკურნალობის პროცესში უმნიშვნელოვანესია, რადგან წინასწარ მისთვის საჭირო პერიოდის პროგნოზირება შეუძლებელია. მათივე თქმით, მკურნალობის ღირებულება იმდენად სოლიდურია, რომ მხოლოდ ერთეულებისთვის არის ხელმისაწვდომი. მინისტრთან კომუნიკაციის მიზანსაც, სწორედ, რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

    ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
    გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში

    მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

      

  • ოცდაათი ქართველი სტუდენტი ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამით სწავლას ჩეხეთში განაგრძობს

    18 ივნისს, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში 2021/2022 აკადემიური წლის ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებულებს უმასპირნძლებს. ღონისძიება გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს შენობაში (ჭავჭავაძის გამზირი 37)  12:00-13:00 საათებში.

    საქართველო ერთ-ერთია 6 პარტნიორი ქვეყნიდან, რომელთა სტუდენტებსაც ჩეხურ საჯარო უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის ეს არის  მაღალი ხარისხის ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების დახვეწის საშულება, მეორე მხრივ კი  ჩეხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და ინსტიტუციური კონტექსტის უკეთ გაცნობის საშუალება.

    ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა სწავლების შემდეგ ეტაპებს ფარავს:

    • სამაგისტრო პროგრამა ჩეხურ ენაზე და ერთწლიანი ჩეხურ ენაში მოსამზადებელი კურსი, რომელიც პროფესიული განვითარების კურსებთანაა კომბინირებული.
    • სამაგისტრო პროგრამები ინგლისურ ენაზე.
    • სადოქტორო პროგრამები (ძირითადად ინგლისურ ენაზე).

    სტიპენდია ფარავს ჩეხეთში სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

    1950-იან წლებში პროგრამის დაწყებიდან დღემდე 20 000 უცხოელმა სტუდენტმა მიიღო განათლება ჩეხურ უნივერსიტეტბში ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის პროგრამის დახმარებით.

    2021/2022 აკადემიური წლისთვის 30-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო სტიპენდია. მათგან 9 ჩეხურ ენაზე მიიღებს სამაგისტრო განათლებას, 3 - სადოქტორო პროგრამებს დაასრულებს ინგლისურ ენაზე, ხოლო დანარჩენები სამაგისტრო განათლებას მიიღებენ ინგლისურენოვან პროგრამებზე. მრავალფეროვანია პროგრამების სპექტრიც და მოიცავს ისეთ პროფესიებს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), ეკონომიკურ მონაცემთა ანალიზი, ფინანსები, ინჟინერია, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის განვითარება. 

    ჩეხეთის საელჩოს პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური