ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 180-ს გასცდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 19 აპრილი 2021 16:40

ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ნუსა-ტენგარას პროვინცაში სეზონური წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის გამო დაღუპულთა რიცხვი 181-მდე გაიზარდა. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

ინდონეზიის კატასტროფების მართვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 48 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, რომელთა სამძებრო-სამაშველო სამუშოებიც გრძელდება.

ამავე ინფორმაციით, წყალდიდობის და მეწყერის შედეგად ათასობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ოფიციალური პირები კი შიშობენ, რომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

ცნობისათვის, ინდონეზიაში სეზონური წვიმები, რომელიც მეწყერსა და ზვავს იწვევს, 5 აპრილიდან მოყოლებული გრძელდება.

წაკითხულია 136 ჯერ

Related items

  • ინდონეზიაში ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 41 მსჯავრდებული დაიღუპა

    სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან ინდონეზიაში ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ბოლო მონაცემებით 41 მსჯავრდებული დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    ინდონეზიის სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამინისტროს ციხეების დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, რიკა აპრიანტის განცხადებით, მომხდარის შედეგად 39 პატიმარიც დაშავდა C ბლოკში გაჩენილ ხანძრის შედეგად, სადაც ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პატიმრები იმყოფებოდნენ.

    ადგილობრივი დროით 01:00 საათზე გაჩენილი ხანძარი მთლიანად ჩაქრა რა, ასობით ჯარისკაცი და პოლიცია გაგზავნეს აღნიშნულ ტერიტორიაზე ციხის კონტროლის აღების მიზნით.

    ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

    ინდონეზიის ციხეებში, სადაც შესაძლებლობებზე მეტია მსჯავრდებულების რაოდენობა, ხშირია არეულობის და გაქცევის ინციდენტები.

    მთავრობის მიერ სექტემბერში გავრცელებული მონაცემებით, ციხეში, რომელიც 1225 პატიმარზეა გათვლილი, 2 000 პირი იხდიდა სასჯელს.

  • მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს

    რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. ეძებენ მამას და მცირეწლოვან შვილს. ამის თაობაზე აჭარის ტელევიზია იუწყება.

    ''სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სულ სამი ცხედარი. აქედან ორი იმყოფებოდა მანქანაში. რამდენიმე წუთის წინ აღმოაჩინეს ქალის ცხედარი, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოების ოჯახის დანარჩენი წევრების საპოვნელად'' - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა.

    მეწყერი სოფელში გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. მეწყრის შედეგად მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი.

    მანქანა და ავტომობილში მყოფი ორი მგზავრის ცხედარი მაშველებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს.

    წყარო: https://ajaratv.ge/article/65300

  • წყალდიდობა ქუთაისში - ადიდებულმა მდინარემ ქუჩები დატბორა (ვიდეო)

    უხვმა ნალექმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმების გამო მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ასახულია, რა რაოდენობის წყალი მიედინება "ზასტავას" უბანში, ბუხაიძის ქუჩაზე.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციაში მომხდარ მეწყერთან დაკავშირებით

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მწუხარებას, მიმდინარე წლის 24 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის მაოსიანის მაზრაში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი, ხოლო უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება 93-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას და ჩინელ ხალხს, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

  • გიორგი მღებრიშვილი ინდონეზიის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს შეხვდა

    შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს, იასონნა ლაოლის შეხვდა.

     შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ინდონეზიას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

     „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს მტკიცე სურვილი, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ინდონეზიის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან. უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები ინდონეზიის ეროვნულ პოლიციასთან თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გასაფორმებლად“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

    საქართველოს შს მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

    გიორგი მღებრიშვილმა ინდონეზიის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა მინისტრს საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის და კრიმინალური პოლიციის რეფორმირების პროექტები, ასევე, ერთობლივი ოპერაციების მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური ცენტრის შესახებ ისაუბრა.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

ლიბერთი, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „სუბსიდირე...

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური