გახდება თუ არა „ვანის ტბა“ NASA-ს მხრიდან გადაღებულ ფოტოებს შორის საუკეთესო?

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 15:18

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს /NASA/ მიერ კოსმოსური სივრციდან გადაღებული ფოტოების, ონლაინ ფოტოკონკურსის სახელწოდებით „მსოფლიო ტურნირი“, ფინალში გავიდა თურქეთში მდებარე „ვანის ტბის“ სურათიც. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, მეორე ფინალისტი კი „მოძრავი ვარსკვლავები“ სახელწოდების ფოტო დასახელდა. კენჭისყრა ვებგვერდზე „earthobservatory.nasa.gov/tournament-earth“ აშშ-ს ადგილობრივი დროით, 12 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება.

თურქეთის "ვანის ტბის" მიმართ ხმის მიცემასთან დაკავშირებით კი თურქეთის სახელმწიფოს მმართველებიც ჩაერთნენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ შორის გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანი და სხვები.

წაკითხულია 373 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანი საკუთარ სამხედროებს თურქული პროგრამით გაწვრთნის

    აზერბაიჯანის უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას შეესაბამება. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის მინისტრი უფროსი გენერალი ზაქირ ჰასანოვი ბაქოში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის უმაღლეს სამხედრო აკადემიას ეწვია და სტუდენტებსა და განათლების თანამშრომლებს შეხვდა. ჰასანოვმა აქ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძმე თურქეთის მორალურ-პოლიტიკურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე ყარაბაღის ომში (2020 წლის 27 სექტემბერი - 9 ნოემბერი), სომხეთის 30-წლიანი ოკუპაციის წინააღმდეგ გამარჯვებაში.

    მან ასევე სასწავლო პროგრამის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დაამატა: „უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა შეესაბამება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სწავლების პროგრამას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აზერბაიჯანის არმიაში პროფესიონალი ოფიცრების მომზადებისთვის.“

  • თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის პირველი შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

    თურქეთ-სომხეთს შორის დაწყებული ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში დანიშნული სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანკარა-ერევანის სპეციალური წარმომადგენლები პირველ შეხვედრა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 14 იანვარს გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთთან ნორმალიზაციის ფარგლებში, ყოფილი ელჩი აშშ-ში, სერდარ ქილიჩი დაინიშნა, ხოლო სომხეთმა სერდარ ქილიჩის კანდიდატურა მისაღებად მიიჩნია და თავის სპეციალურ წარმომადგენლად პარლამენტის ახალგაზრდა ვიცე-სპიკერი, რობერ რუბინიანი დანიშნა.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთთან ურთიერთობები შეაფასა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილნი არიან თურქეთთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობებით და განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ი. ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას,  2021 წელს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მთელი წლის განმავლობაში გატარებული ეკონომიკური რეფორმები და სხვა საკითხები შეაფასა. მან პირდაპირ ეთერში, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „თურქეთთან ძალიან მჭიდრო, მეგობრული და ძმური ურთიერთობა გვაქვს. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ანკარაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან, განსაკუთრებული და თბილი დახვედრისთვის მადლობელი ვარ. მას შემდეგაც ჩვენ გვქონდა არა ერთი სატელეფონო და სხვა კომუნიკაცია. ჩვენ თურქეთთან გვაქვს, ღია და გულწრფელი ურთიერთობა. თურქეთი რა თქმა უნდა,  ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში და ჩვენ გვახარებს მასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებ და მიხარია, რომ იგივე მიდგომა აქვს თურქეთის პრეზიდენტსაც. ვფიქრობ, დღეს არის ძალიან კარგი შანსია ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის,“ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

  • სიამის ტყუპების 27-საათიანი წარმატებული ოპერაცია სტამბოლში

    კამერუნში დაბადებულმა სიამის ტყუპებმა, სტამბოლში 27-საათიანი წარმატებული ოპერაციის შემდეგ ჯანმრთელობა აღიდგინეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას. 

    აჯიბადემის ალთუნიზადეს საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, ტყუპები ელიზაბედი და მარი თურქეთში კამერუნის პრეზიდენტის ინიციატივით ჩამოიყვანეს.

    ოპერაციამდე 7 თვით ადრე ტყუპებისთვის მულტიდისციპლინური მკურნალობის პროცესი ტარდებოდა.

    რისკის შესამცირებლად, რენტგენოლოგიური და ანგიოგრაფიული გამოკვლევების წყალობით, ტყუპებისთვის ოპერაციამდე 3D მოდელები მომზადდა. საოპერაციოში გადაყვანილ ტყუპებს 27-საათიანი ოპერაციის შემდეგ ჯანმრთელობა აღუდგინეს.

    ტყუპების დედა, კაროლაინ აკვე: „მიუხედავად ყველა სირთულისა, ბავშვს ერთი წლის განმავლობაში ვაჭმევდი ძუძუს, როცა ისინი ერთმანეთზე იყვნენ მიბმული. არასოდეს დაგვიკარგავს იმედი, რომ ორივე ჯანმრთელად დაშორდებოდნენ ერთმანეთს.  ჩემი ეს ოცნება რეალობად იქცა. ეს, თურქი ექიმების ძალისხმევა და წარმატებაა“.

  • თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა

    თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, ერთდღიანი ვიზიტით ამ ქვეყანაში ჩავიდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

    თვითმფრინავი, რომლითაც პრეზიდენტი ერდოღანი გადაადგილდებოდა, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში დამშვები პირველი თვითმფრინავი გახდა, თვითონ პრეზიდენტი ერდოღანი კი ამ აეროპორტში ჩასული პირველი პრეზიდენტი. ამგვარად, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში ექსპლუატაციაში შევიდა.

    დახვედრის ცერემონიის შემდეგ ერდოღანმა და ალიევმა აეროპორტის ბინა ერთად დაათვალიერეს და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

    პრეზიდენტმა ერდოღანმა ვიზიტის ფარგლებში, ალიევთან ერთდ აჰმეთბეილი-ფუზული-შუშა აჰმეთბეილი-ჰორადიზ-მინჯივან-აღბენდის საავტომობილო გზის, ანუ ზანგეზურის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიასაც დაესწრო.

    ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ჩათვლით, რეგიონალურ და სხვა საერთაშორისო მოვლენებსაც განიხილავს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური