"ადამიანებმა მშვიდობიან დროს დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას" - თეიმურაზ ლეჟავა

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
სამშაბათი, 13 აპრილი 2021 05:11

ქართველმა დიპლომატმა იაპონური მედია აალაპარაკა.

"როგორ დაიპყრო ქართველმა დიპლომატმა იაპონელთა გულები"- წერს იაპონური ინგლისურენოვანი გაზეთი "ჯაპან თაიმსი" (The Japan Times) და იაპონიაში საქართველოს ელჩზე - თეიმურაზ ლეჟავაზე საკმაოდ საინტერესო ისტორიას გვიყვება. როგორც აღმოჩნდა, ქართველ დიპლომატს საოცრად ახლო ურთიერთობა ჰქონდა (და აქვს) იაპონელებთან, უფრო ზუსტად კი - ერთ-ერთ ჰიროსიმელ-იაპონურ ოჯახთან, ჯერ კიდევ 1992 წლიდან...

საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა "ამომავალი მზის ქვეყანაში" დიდი პოპულარობით სარგებლობს, "ტვიტერში" მას 40 ათასი იაპონელი ხელმომწერი ჰყავს. იგი მოხერხებულად იყენებს იაპონური ენის ცოდნას, იაპონურ ჩვევებს და უნიკალურ პიარ-კამპანიას ეწევა თავისი სამშობლოს სასარგებლოდ. "ევროპასა და აზიას შორის, კავკასიის მთებში მდებარე საქართველოს ბუნება ძალზე მდიდარია. ასევე, მრავალფეროვანია მისი კულინარული კულტურაც, რამაც ქვეყანას ტურისტებში პოპულარობა მოუტანა. 2019 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც თეიმურაზ ლეჟავა ელჩად დაინიშნა, იგი აქტიურად წერს "ტვიტერში" საქართველოს შესახებ იმ მიზნით, რომ მისი სამშობლო, რაც შეიძლება მეტმა იაპონელმა გაიცნოს. ელჩის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა 2019 წლის დეკემბერში, როცა მან გამოაქვეყნა ფოტოსურათი იმისა, თუ როგორ მიირთმევს ქართულ ტრადიციულ ეროვნულ კერძს - შქმერულს... 

იაპონური მარკეტების უმსხვილესმა ქსელმა, Family Mart-მა, გაყიდვაში ქართული კერძის, შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები შეიტანა. შქმერული Family Mart-ის ქსელში არსებულ 16 ათასამდე მაღაზიაში იყიდება. მნიშვნელოვანია, რომ შეფუთვაზე კი აღნიშნულია, რომ შქმერული ქართული კერძია. აღსანიშნავია , რომ საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა, აქტიურად არის ჩართული ქართული კერძებისა და სასმელის პოპულარიზებაში იაპონიაში და მისი ძალისხმევით მოხერხდა სწორედ, ასეთი პოპულარული და მასშტაბური საცალო მოვაჭრის დაინტერესება ქართული კერძით . როგორც იაპონიაში ამბობენ, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსთვის ასეთ გიგანტურ ქსელში წარმოდგენის და მოვლენას ისტორიულს უწოდებენ.

„ძალიან მოეწონათ ნივრით გაჯერებული ქართული კერძი. შქმერული სპეციალური სადგამით ცხელ-ცხელი მიაქვთ შემკვეთთან. მასთან ერთად მენიუში შედის ბრინჯი, სალათა და პატარა მათლაფით მისოშირო - ზღვის პროდუქტების წვნიანი. ჟურნალისტებსაც ეშლებათ.ერთგან წერდნენ, არ აგერიოთ, რამდენიმე სტატიაში ამ კერძს "შუკუმერუკური" უწოდეს, ეტყობა, მერკურით იმახსოვრებენ,­ სინამდვილეში კი "შუკუმერური" ჰქვიაო”, - აღნიშნავს ქართველი დიპლომატი.

ასევე შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ლეჟავა პირველი ქართველია, რომელსაც იაპონელებმა ჰიგაში კუნინომიას საერთაშორისო კულტურული ჯილდო მიანიჭეს. აღნიშნული ჯილდო, მან ცოტა ხნის წინ, სწორედ დამსახურებული დიპლომატიური საქმიანობისთვისა და იაპონიისა და საქართველოს კულტურული ურთიერთობების გაღრმავების შედეგად მიიღო.

32 წლის დიპლომატი, რომელიც თავის თავს სიამაყით "ჰიროსიმანსს" (ანუ "ჰიროსიმელს") უწოდებს, პირველად იაპონიაში 1992 წელს - საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების შემდეგ ჩამოვიდა, მშობლებთან ერთად, და ოთხი წელი ჰიროსიმას პრეფექტურაში გაატარა (მთლიანობაში კი, იაპონიაში 20 წლის განმავლობაშია, ცხოვრობს). თეიმურაზ ლეჟავა მუდმივ მოვალედ გრძნობს თავს ადგილობრივი, ჰიროსიმელი ექიმის მიმართ, რომელიც მას მოუყვა, თუ როგორ გადაურჩა ატომურ დაბომბვას 1945 წელს. ახლა, როცა იმ ტრაგედიიდან 76 წელი შესრულდება, თეიმურაზ ლეჟავა ჰიროსიმაში ჩასვლას გეგმავს...

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ თეიმურაზ ლეჟავას მამამ - ალექსანდრე ლეჟავამ, მოსკოვში ერთ-ერთი სამეცნიერო კონფერენციის დროს იაპონელი გენეტიკოსი, ჰიროსიმელი ტეცუზი კატოდანი გაიცნო. ტეცუზი ლექციების წასაკითხად თბილისში მიიწვიეს. ქართველმა მასპინძელმა იაპონელ სტუმარს თავისი ოჯახი გააცნო. 1992 წელს კი ალექსანდრე ლეჟავა ეწვია ტეცუზი კატოდანს იაპონიაში, სადაც ოჯახით ოთხ წელიწადს დარჩა... ქართველი სტუმრის ოჯახი იმდენად დაუახლოვდა იაპონელ მასპინძელს - ტეცუზის და მის ცოლს, იასუეს, რომ ისინი ყოველდღე ერთად სადილობდნენ. "მე სკოლისთვის ტეცუზი და მისი ცოლი მამზადებდა, ყველაფერს ისინი ყიდულობდნენ - სასკოლო ჩანთით დაწყებული, წიგნებით დამთავრებული", - იხსენებს თეიმურაზ ლეჟავა.

საქართველოში დაბრუნებულმა თეიმურაზ ლეჟავამ, თბილისის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ისევ იაპონიას მიაშურა და სწავლა ჰიროსიმას უნივერსიტეტში განაგრძო. მოგვიანებით იგი იბარაკის პრეფექტურაში, ქალაქ ცუკუბაში გადავიდა, შემდეგ კი აშშ-ის ოაჰაიოს შტატში. მერე დაბრუნდა ტოკიოში, მუშაობდა კვების პროდუქტების იაპონურ კომპანიაში... 2015 წელს კი იგი საქართველოში გაემგზავრა. სწორედ თბილისში წასვლის წინ მოინახულა მან ტეცუზი კატოდანი, რომელიც მას 1945 წლის 6 აგვისტოს ატომური დაბომბვის შესახებ მოუყვა: იმ დღეს იგი, ჰიროსიმის სკოლის მოსწავლე, სამობილიზაციო კანონის შესაბამისად, მორიგე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ტეცუზი მორიგეობიდან გათავისუფლდა და სახლში დარჩა. როცა ატომური ბომბი აფეთქდა, სკოლა მის ეპიცენტრში მოექცა. ჰიროსიმის მცხოვრებლებთან ერთად, ტეცუზის სკოლის 369 მოსწავლეც დაიღუპა. დაბომბვიდან ერთი კვირის შემდეგ ტეცუზიმ თავისი სკოლის ნანგრევები მოინახულა და ეს საშინელება სამუდამოდ დარჩა მის მახსოვრობაში... თეიმურაზ ლეჟავას სამშობლომ - საქართველომაც გადაიტანა ომის საშინელება, როცა "სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტის გამო რუსეთთან სამხედრო შეტაკება მოუხდა. მომავალი ელჩი იმ დროს თბილისში იმყოფებოდა და მძიმე სიტუაციის მომსწრე გახდა. "ადამიანებმა მშვიდობიან დროს დიდი ძალისხმევა უნდა მოახმარონ სტაბილური მშვიდობის დამყარებას", - ამბობს თეიმურაზ ლეჟავა.

"ჰიროსიმას ტრაგედია 76 წლის წინ მოხდა. ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რომ ომები და კონფლიქტები აღარ განმეორდეს", - მტკიცედ ამბობს ქართველი დიპლომატი, რომელიც ჰიროსიმას მემორიალურ მუზეუმს უნდა ეწვიოს ტეცუზი კადოტანთან ერთად.

"ელჩის რანგში მე ჩემი ბაბუა, კადოტან-სანი ჯერ არ მინახავს. მას ჩემი მეუღლე და შვილები უნდა გავაცნო", - ამბობს ლეჟავა და კოვიდ-პანდემიის შემდეგ საინტერესო მოგზაურობას გეგმას.

წაკითხულია 353 ჯერ

Related items

  • 2022 წ. იაპონიის საელჩო საქართველოში იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს აღნიშნავს

    2022 წელს იაპონიის საელჩო საქართველოში საზეიმოდ აღნიშნავს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ იაპონიის საელჩოში განუცხადეს.

    მათი თქმით, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საელჩო სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებას გეგმავს მთელი წლის განმავლობაში. უკვე ჩატარდა რამოდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საელჩოს ვებ-გვერდსა (https://www.ge.emb-japan.go.jp/itprtop_ka/index.html) და ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/EmbassyofJapaninGeorgia).

    შემდეგი ღონისძიება, ფოტო-გამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიმართება სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 18.05-30.06 ჩათვლით გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის საელჩოს პირველი მდივანის ბატონი იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში. წელს, მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში იაპონიაში საკურას  უამრავი, ულამაზესი ყვავილი გაიშალა. ზუსტად ამ დროს ბატონი იმანიში ტაკაო იაპონიაში იმყოფებოდა ხანმოკლე ვადით, და გადაიღო ფოტოები სხვადასხვა ადგილას რათა ქართველებისთვის გაეცნო იაპონიის ეს ულამაზესი პერიოდი.

    იაპონიის სიმბოლო, საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის; აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება. ამ ყველაფერში კი ამ სამყაროს წარმავალობას განასახოვანებს. თუმცა გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის ზენიტში, იაპონიის არქიპელაგი თვალწარმტაცია. იაპონელები ტკბებიან საკურას ცქერით; ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებენ დროს აყვავებული საკურას ხეებ ქვეშ და სამახსოვროდ ფოტოებს იღებენ.

     

  • ელჩი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტს ეწვია

    მშვიდობის კორპუსის მოხალისეების საქმიანობა ხანგრძლივად ტოვებს კვალს იმ ადგილებში, სადაც ისინი მსახურობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, რომელიც ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა თამარ ღლონტმა, საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ერაძემ და ოზურგეთში მშვიდობის კორპუსის ყოფილმა მოხალისემ დააფუძნეს, ამის თვალსაჩინო მაგალითია.

    დაარსების დღიდან ეს ორგანიზაცია რეგიონში 12 000-მდე ადამიანს მოემსახურა, განახორციელა პროგრამები, რომლის დახმარებითაც შეიქმნა ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, კომპიუტერული რესურს ცენტრი ახალგაზრდებისთვის და განხორციელდა მრავალი საზოგადოებრივი პროექტი. ამჟამად ორგანიზაცია აგრძელებს მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობას ვირტუალური მოხალისის ჩართულობით. გურიაში ოფიციალური ვიზიტისას ელჩი დეგნანი ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტს მიმდინარე და მომავალი პროექტების გასაცნობად ესტუმრა.

    წყარო: ამერიკის საელჩო საქართველოში

  • გიორგი ჯანჯღავა - საელჩოს ინიციატივით თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ, მოიჭრება საიუბილეო მედალი

    2022 წლის 28 აპრილს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს ეროვნული ზარაფხანის გენერალურ დირექტორთან, აბდულლაჰ იასინ შაჰინთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
    იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წელს, აღინიშნება საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი, მხარეებს შორის, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ საელჩოს ინიციატივის საფუძველზე, თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ, მოიჭრება საიუბილეო მედალი.
    შეხვედრის დასასრულს, მხარეები, მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური კომუნიკაცია, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

  • თურქეთმა საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა!

    თურქეთის ახალ ელჩად საქართველოში ალი კაან ორბაი დაინიშნა.

    Report-ის ადგილობრივი ბიუროს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

    მანამდე ა.კ. ორბაი ავსტრიაში თურქეთის საელჩოს პირველ მდივნად მუშაობდა.

    საქართველოში თურქეთის ელჩის თანამდებობაზე მან შეცვალა ფატმა ჯერენ იაზგანი, რომელიც თურქეთის ელჩად თბილისში 2017 წლიდან მუშაობს.

  • აშშ-ის ელჩი ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

    დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესტუმრნენ. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    ამერიკელ დიპლომატებს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. სტუმრები სასწავლო დაწესებულების შესახებ პრეზენტაციას გაეცნენ და ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ვიზიტის დასასრულს აკადემიის რექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური