თურქმენეთის დიპლომატიურმა მისიამ თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩაატარა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 06 აპრილი 2021 17:49

5 აპრილს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში ჩაატარა მინიფეხბურთის ტურნირი, რომელიც მიეძღვნა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. შეჯიბრი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართველი სპორტსმენები.

ტურნირის გახსნის დღესასწაულზე აღინიშნა, რომ 2021 წელი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული და ფართოდ აღინიშნება თურქმენეთშიც. აღნიშნული ღონისძიება თურქმენეთში ტარდება დევიზით „თურქმენეთი - მშვიდობისა და ნდობის სამშობლო”.

აქვე ხაზი გაესვა იმასაც, რომ თურქმენეთში ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი სამუშაოები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ელიტური სპორტის განვითარებისა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

წაკითხულია 60 ჯერ

Related items

  • „თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების საგაზაფხულო აქცია ლიბერთისგან

    15 მარტი, თბილისი - დღეიდან, ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ, საგაზაფხულო აქციას იწყებს.

    "თქვენს გზავნილზე საჩუქარია" კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით ყველაზე მეტჯერ მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.

    მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც:

    • 100 ლარის მოგების შანსი - ყოველდღე
    • 10 ნოუთბუქი
    • 100 „ჭკვიანი“ საათი
    • ბრენდირებული საჩუქრები ყოველი მე-5 მომხმარებლისთვის

    საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია  და საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება, ან გაგზავნა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

    ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

    როგორც ყოველდღიური, ისე მთავარი საჩუქრების მისაღებად საჭირო პირობებს ლიბერთი ბანკი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge

    მათთვის, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შეძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge

     აქცია დაიწყო 2021 წლის 15 მარტიდან და გაგრძელდება 2021 წლის 15  ივნისის ჩათვლით.

    „საერთაშორისო ფულადი გზავნილები ლიბერთის ერთერთი წამყვანი მიმართულებაა და ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. ლიბერთიში ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში - ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი და ხელმისაწვდომი ვართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშეც. ჩვენი მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით.

    ვფიქრობთ, ეს კამპანიაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებელი და კომფორტული გამოცდილება მიიღონ“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge 

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • გამორიცხულია თქვენ ჩააქროთ "ტვ პირველი" - ვატო წერეთლის მიმართვა ხელისუფლებას

    "ქართული ოცნების" დღის წესრიგია, შემოვიდე ტელევიზიაში და ტვ პირველმა შეწყვიტოს მაუწყებლობა - განცხადება ამის შესახებ ტელევიზიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა საგანაგებო ბრიფინგზე სასამართლოს დღევანდელ დადგენილებასთან დაკავშირებით დღეს გააკეთა.

    ვ. წერეთელმა დღეს დიპლომატიურ კორპუსს მიმართა და მოუწოდა დაინტერესდნენ ამ საქმით. მისი თქმით, "ამ ისტერიას მხოლოდ" ისინი შეაჩერებენ:

    "დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს არარსებული მითიური ხელსაწყო. მინდა მივმართო ხელისუფლებას, გამორიცხულია თქვენ ჩააქროთ "ტვ პირველი". მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია თქვენ კრიტიკულ მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში" - ამბობს ვ. წერეთელი.

    შეგახსენებთ, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.   

    წყარო: https://mtavari.tv/news/35473-gamoritskhulia-tkven-chaakrot-tv-pirveli-vato

     

     

  • აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

    აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. წინასწარი ვარაუდით, საბადო ენერგიის მომგებიან რეზერვებს შეიცავს.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ზედამხედველობით, ონლაინ რეჟიმში გაფორმდა მემორანდუმი ორმხრივი განზრახვის შესახებ, რომლითაც წყალქვეშა საბადოს ერთობლივად შეისწავლიან და განავითარებენ. წყალქვეშა საბადო საბჭოთა მკვლევარებმა 1986 წელს აღმოაჩინეს.

    ექსპერტების შეფასებით, ნახშირწყალბადების საბადო შეიცავს ბუნებრივ გაზს და მინიმუმ 50 მილიონ ტონა ნავთობს.

    ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში წყალქვეშა საბადოს საკუთრებასთან დაკავშირებით ბაქოს და აშხაბადს შორის დავა იყო. საკითხის მოგვარება ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური მილსადენის განვითარებას. ესაა მრავალმილიარდიანი გეგმა, რომელიც ევროპასთან თურქმენეთის გიგანტური გაზის საბადოების დაკავშირებას ითვალისწინებს.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanma-da-turqmenetma-kaspiis-zghvashi-nakhshirwyalbadis-sabados-ertobliv-kvlevastan-dakavshirebit-shetankhmebas-miaghwies/

  • თბილისის ცენტრში დამონტაჟდა ბანერი, სადაც მიმდინარეობს ნეიტრალური თურქმენეთის შესახებ ვიდეო-რგოლის დემონსტრირება

    თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილესთან და ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2020 წლის 9 დეკემბრიდან, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში თბილისის ცენტრში დამონტაჟებულ დიდ მონიტორებზე განათავსა ვიდეო-რგოლი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება.

    როოგორც "ნიუს დეი საქართველოს" თურქმენეთის საელჩოში განუცხადეს, ამ ახალი ვიდეოს წყალობით, ქართველ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს თურქმენეთს და მის უდიდეს წარმატებებს, ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

    აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ეს არ არის პირველი ვიდეო-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილეს და ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღეს.

    ვიდეო-რგოლის ჩვენება 2020 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

     

  • თბილისის ცენტრში განთავსდა ბანერი "თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლისთავი"

    თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილეს საპატივსაცემად, თბილისის ცენტრში განთავსდა ბანერი "თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლისთავი. 2020 წელი - თურქმენეთი ნეიტრალიტეტის სამშობლოა".

    ამრიგად, საქართველომ ასე მიულოცა თურქმენეთის მოსახლეობას ეს მნიშვნელოვანი თარიღი. აღნიშნული ღონისძიება თურქმენი ხალხის ღრმა პატივისცემის გამოხატვის ნათელი მაგალითია და ქვეყნის მნიშვნელოვანი თარიღისადმი დიდი პატივისცემის დადასტურებაა. აქცია წლის ბოლომდე გაგრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური