ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიების ინიციატივით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 30 მარტი 2021 12:08

საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. გაერთიანების მთავარ მისიას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების შექმნა წარმოადგენს, რომელიც სწორედ ინვესტიციებზეტურიზმსა და ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული.

მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო  მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მთავარი მისიაა ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. განსაკუთრებით დღევანდელი კრიზისის ფონზე, ნამდვილად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პარამეტრებზე ფოკუსირება და მის ზრდაზე ორიენტირება. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევასა და პასუხიმგებლობას ვიზრუნოთ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე,“ -  ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი. 

„ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია დაარსდა, რომლის დამფუძნებლები არიან ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც უკვე წლებია წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ როგორც ქართულ, ისე ყაზახურ კომპანიებს, რადგან ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც გააჩნია ამ ორ ქვეყანას, იქნეს მაქსიმალურად გამოყენებული, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველო საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი  ქვეყნაა ყაზახეთისთვის.“ - აღნიშნა „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების დირექტორმა გიორგი მარრიმ.

„საკმაოდ კარგი ურთიერთობა არსებობს ყაზახეთსა და საქართველოს შორის, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. გაერთიანება კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ხალხებს შორის კულტურულ-მეგობრულიურთიერთობების გაძლიერებასა და ქვეყანაში ინვესტიციების ზრდას,“ -  განმარტავს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძე.

„გაერთიანება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული  ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობასა და გამოყენებას, ჩვენი კომპანია  ცდილობს  გამოიყენოს  აღნიშნული პოტენციალი, სწორედ ამ მიზნით განახლდა ავიამიმოსვლა ამ ორ ქვეყანას შორის კვირაში სამჯერ, სამომავლოდ ვგეგმავთ რეისების რაოდენობის გაზრდასაც,  რაც კიდევ მეტად ხელს შეუწყობს ტურისტებისა და საქმიანი ადამიანების მიმოსვლას ქვეყანებში,“ –  „ეარ ასტანას“ გენერალური მენეჯერი კამილა ჟაილაუბაევა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლები, გაერთიანების  დამფუძნებელი ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები. დასასრულს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელთა პირველი კრება გაიმართა.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების პრეს-რელიზი 

წაკითხულია 135 ჯერ

Related items

  • ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიების ინიციატივით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა

    საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა. გაერთიანების მთავარ მისიას ორ ქვეყანას შორის  ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და  ერთობლივი ღონისძიებების შექმნა წარმოადგენს, რომელიც სწორედ  ინვესტიციებზეტურიზმსა და ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე ქნება ორიენტირებული.

    მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები: „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „რომპეტროლი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, ავიაკომპანია „Air Astana” და „GK logistics“. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო  მოცულობა 450 მილიონ აშშ დოლარს სცდება.

    „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მთავარი მისიაა ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება. განსაკუთრებით დღევანდელი კრიზისის ფონზე, ნამდვილად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პარამეტრებზე ფოკუსირება და მის ზრდაზე ორიენტირება. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევასა და პასუხიმგებლობას ვიზრუნოთ ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებაზე,“ -  ყაზახურ ქართული ეკონომიკური გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში გიორგი ჯახუტაშვილი. 

    „ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია დაარსდა, რომლის დამფუძნებლები არიან ის ბიზნესკომპანიები, რომლებიც უკვე წლებია წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული გამოცდილება, რომელიც შეგვიძლია გავუზიაროთ როგორც ქართულ, ისე ყაზახურ კომპანიებს, რადგან ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც გააჩნია ამ ორ ქვეყანას, იქნეს მაქსიმალურად გამოყენებული, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველო საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი  ქვეყნაა ყაზახეთისთვის.“ - აღნიშნა „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების დირექტორმა გიორგი მარრიმ.

    „საკმაოდ კარგი ურთიერთობა არსებობს ყაზახეთსა და საქართველოს შორის, როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. გაერთიანება კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს ხალხებს შორის კულტურულ-მეგობრულიურთიერთობების გაძლიერებასა და ქვეყანაში ინვესტიციების ზრდას,“ -  განმარტავს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძე. 

    „გაერთიანება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული  ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობასა და გამოყენებას, ჩვენი კომპანია  ცდილობს  გამოიყენოს  აღნიშნული პოტენციალი, სწორედ ამ მიზნით განახლდა ავიამიმოსვლა ამ ორ ქვეყანას შორის კვირაში სამჯერ, სამომავლოდ ვგეგმავთ რეისების რაოდენობის გაზრდასაც,  რაც კიდევ მეტად ხელს შეუწყობს ტურისტებისა და საქმიანი ადამიანების მიმოსვლას ქვეყანებში,“ –  „ეარ ასტანას“ გენერალური მენეჯერი კამილა ჟაილაუბაევა.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ყაზახეთის საელჩოს თანამშრომლები, გაერთიანების  დამფუძნებელი ყაზახური კომპანიების წარმომადგენლები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები. დასასრულს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელთა პირველი კრება გაიმართა.

    ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების პრეს-რელიზი 

     

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

    2020 წლის 7 ივლისს, ყაზახეთის მხარის ინიციატივით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
     
    მხარეებმა განიხილეს COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ყაზახეთის მხარის თხოვნას, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, ყაზახეთის სხვადასხვა კლინიკებში ქართველი რეანიმატოლოგების, თერაპევტებისა და პულმონოლოგების მივლინების შესაძლებლობის თაობაზე.
     
    მხარეებმა ასევე განიხილეს ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს და საქართველოში მყოფი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეების თავიანთ სამშობლოში დაბრუნების საკითხები.
     
    საქართველოს მხარემ მადლიერება გამოთქვა ყაზახეთიდან ქართველი დიპლომატების რეპატრიაციის საკითხში ყაზახეთის მხარის მიერ გაწეული დახმარების გამო.

  • საერთაშორისო საგამოფენო ცენტრი „ასტანა ექსპო“

    მეორე ათწლეულში ყაზახეთი შედის თანამედროვე მსოფლიოს დინამიურად განვითარებად ეკონომიკების რიცხვში. დამოუკიდებლობის მოპოვების 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ დიდი და რთული გზა გაიარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის მოცულობის დონე 30 პროცენტით შემცირდა. თუმცა, ყაზახეთმა მაინც მოახერხა წინსვლა და სულ მალე აუტსაიდერებიდან  ეკონომიკური ზრდის მტკიცე მაგისტრალურ დონეზე გავიდა. დღეისათვის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ყაზახეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

    ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანაში რეგულარულად იმართება საერთაშორისო კონფერენციები, ფორუმები და შეხვედრები. ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენის მოწყობისათვის არის  სწორედ „ასტანა ექსპო“.

    მას დადებითი მულტიპლიკატური ეფექტი გააჩნია და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას დადებით სტიმულს სძენს. 1400 მცირე და საშუალო ზომის საწარმომ  შეკვეთები მიიღო საქონლისა და მომსახურების მიწოდების თაობაზე - 640 მილიარდი ტენგეს ოდენობით. გარდა ამისა, ათობით ათასი ადამიანი დასაქმდა და ღირსეული ხელფასი მიიღო საწარმოებში მუშაობის ხარჯზე.

    და დღესაც კი, პირველი გამოფენიდან ორი წლის შემდეგ, მისი მემკვიდრეობა - საერთაშორისო პავილიონები, საკონცერტო დარბაზები, პირველი კლასის ინფრასტრუქტურა, თავისი "ჭკვიანი გადაწყვეტილებებით", და მდიდარი ტერიტორია წარმოადგენს უნიკალურ საშუალებას უზრუნველყოს ბიზნესის, საგანმანათლებლო ტურიზმის, ასევე საოჯახო დასვენების განსაკუთრებული პირობები.

    როგორც საგამოფენო ცენტრის კომერციალიზაციის დეპარტამენტის დირექტორმა დაულეთ ერკიმბაევმა ჩვენთან საუბარში განაცხადა,  „ასტანა ექსპო“ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ინოვაციური და მასშტაბური პროექტი იყო. მასში თავმოყრილია საქმიანი, გასართობი, და საგამოფენო ხასიათის პროექტები ერთ, მთლიან სივრცეში, ერთიანი არქიტექტურული გადაწყვეტილებით. „ასტანა ექსპო“ ბევრი ადამიანისთვის გახდა ერთგვარი მოგზაურობა მინი-ქალაქში, სადაც საფირმო ნიშანი „ნურ ალემი“ ტურისტული, საქმიანი, და გასართობი მარშრუტის მხოლოდ ერთ ნაწილს წარმოადგენს. პარკირების ზონა განთავსებულია მოხერხებულ ადგილას. იქვე მახლობლად ასევე მუშაობენ რესტორნები და კაფე-ბარებიც“, - აღნიშნა დ. ერკიმბაევმა. 

    საგამოფენო ცენტრი „ასტანა ექსპო“ ასევე წარმატებით ანხორციელებს სხვა პროექტებსაც, როგორიც არის - საერთაშორისო საფინანსო ცენტრი „ასტანა“, მწვანე ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო პროექტების საერთაშორისო ცენტრი, მაღალი ტექნოლოგიებისა და სტარტაპების საერთაშორისო ცენტრი „ასტანა ჰაბი“, და მაღალი ტექნოლოგიებისა და სტარტაპების საერთაშორისო უნივერსიტეტი.

    საერთაშორისო საფინანსო ცენტრის „ასტანა“ შექმნის იდეა მდგომარეობს ერთგვარი ბიზნეს-ცენტრის ორგანიზებაში. უპირველეს ყოვლისა, ევრაზიული ქვეყნების მეგა-რეგიონებისთვის, რომლის ფინანსურ და სატრანსპორტო ნაკადის გზაჯვარედინზეც მდებარეობს თვითონ ყაზახეთი. აღნიშნული საფინანსო ცენტრი გამოიყენება ეგრეთწოდებული „ფინანსური დერეფნის“ საფინანსო წყაროების განსათავსებლად, რომელიც მოედინება „დიდი აბრეშუმის გზის“ სავალუტო დერეფნის გავლით.

    მწვანე ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო პროექტების საერთაშორისო ცენტრის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, ყაზახეთში ალტერნატიული განახლებადი ენერგიის წყაროების და თანამედროვე ტექნოლოგიების ადაპტირება და ადგილზე ფეხის მყარად მოკიდება. 

    დღეისათვის აქ მიმდინარეობს ქარის მეურნეობისთვის ბატარიების წარმოების ყველაზე ოპტიმალური პროექტების გადაწყვეტა, ბიომასის ელექტროენერგიის გარდაქმნა, ენერგიის წარმოება მინი-ჰიდროელექტრო სადგურების კასკადის, მზის პანელების წარმოების გზით და სხვა თანამედროვე პროექტები.

    საერთაშორისო საფინანსო ცენტრი „ასტანა“, ასევე წარმოადგენს უცხოური ტექნოლოგიების შემოტანის და დანერგვის თანამედროვე ბაზასაც. ცენტრი ასევე ჩაერთვება საზღვარგარეთიდან ხელმისაწვდომი და კარგად აპრობირებული ტექნოლოგიების შემოტანის პროცესშიც.

    ბოლო ორი წლის განმავლობაში საგამოფენო ცენტრის „ასტანა ექსპო“ სავიზიტო ბარათს „ნურ ალემს“ არ შეუწყვეტია მუშაობა. სამეცნიერო დანადგარების ნაწილი ყაზახეთის ნაციონალური კომპანიების პავილიონებისა და "მომავლის ენერგეტიკის" სექტორებიდან მასში გადავიდა და ამავე დროს იგი ტურისტული, გასართობი, კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრიც გახადა.

    გასულ 2018 წელს, ცენტრს 400 ათასი ადამიანი ეწვია, რომელთაგან 40 ათასი მოსწავლე და სტუდენტი იყო ნურ-სულტანიდან. ახალგაზრდები სპეციალური პროექტის "Kids & Students Future Energy" - ის ფარგლებში ეუფლებიან ცოდნას.

    სპეციალურმა კონგრესის ცენტრმა, რომელიც ასევე „ასტანა ექსპოს“ ინფრასტრუქტურის ობიექტების ნაწილია,  მოკლე ხანში "სრული დატვირთვით" დაიწყო მუშაობა. გასული წლის განმავლობაში ცენტრში 180 სხვადასხვა სახის ღონისძიება ჩატარდა, რომელთაგან ყველაზე დიდი იყო ასტანის ეკონომიკური ფორუმი და მსოფლიოს სამთო კონგრესი. სწორდ ეს არის ასეთი ობიექტების მუშაობის ძირითადი ფუნქცია, - ჩაატაროს კონფერენციები, ფორუმები, სიმპოზიუმები, კონგრესები და აქედან მიღებული შემოსავალებით მოიზიდოს ფინანსური რესურსი. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობენ დელეგატები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისინი მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ კონგრესის ცენტრის მიმდებარე სასტუმრო "Hilton Astana" - ში.

    თავის მხრივ გამოფენისა და კონფერენციების ორგანიზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ინდირა კარაჯანოვამ დადებითად შეაფასა ასტანის ეკონომიკური ფორუმის წარმატებით ჩატარება. 

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ფორუმს 74 ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობდა. ღონისძიებაში მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 5600 ადამიანი შეადგინა. მათ შორის 460 სპიკერი იყო. ამ ღონისძიებას 381 ჟურნალისტი აშუქებდა მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

    ფორუმის 12 წლის ისტორიაში პირველად, ყაზახეთისთვის სრულიად ახალი დისკუსია გაიმართა - მრგვალი მაგიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის და გაერო-ს მონაწილეობით. დისკუსია ჩატარდა ფინანსთა მინისტრების, საერთაშორისო საფინანსო ფონდებისა და ქვეყნის ცენტრალური ბანკების მმართველებისთვის.

    ასევე, ეროვნული კომპანიის „ასტანა ექსპო“ თანამშრომლებმა მომავალი წლისათვის თავიანთი გეგმები წარადგინეს: "ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის ჩატარებაც მომავალ წელს იგეგმება გახლავთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური საბჭოს სხდომა", - აცხადებენ „ასტანა ექსპოს“ წარმომადგენლები.

    https://expo2017astana.com

  • განცხადება ყაზახეთის რესპუბლიკაში მომხდარ ავტო-სატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით

    18.01.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 2018 წლის 18 იანვარს ყაზახეთის რესპუბლიკის აქტობეს ოლქში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით.
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს თანადგომას უცხადებს უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს.  

    შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში, სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე ავტობუსს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ყაზინფორმი“ იუწყება. „წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 52 ადამიანი, 5-მა კი ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო. ავტობუსს ცეცხლი სამარა-შიმკენტის საავტომობილო გზაზე, ქალაქ აქტობედან 320 კილომეტრში გაუჩნდა“, - წერს სააგენტო.

  • საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდელ წყალბურთელებს შორის

    8-10 ივლისს "ოლიმპიკის" აუზზე სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა 17-წლამდელ წყალბურთელებს შორის "ძმები ჩაჩავების" თასზე. ტურნირში მონაწილეობენ: საქართველო, რუსეთი, ყაზახეთი, სლოვაკეთი.

    "ძმები ჩაჩავების თასის" გათამაშების განრიგი ასეთია:

    8 ივლისი

    17:00 სლოვაკეთი - რუსეთი
    18:30 საქართველო - ყაზახეთი

    9 ივლისი

    17:00 რუსეთი - ყაზახეთი
    18:30 საქართველო - სლოვაკეთი

    10 ივლისი

    10:00 ყაზახეთი - სლოვაკეთი
    11:30 საქართველო - რუსეთი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური