მე-12 ბატალიონი GDRP-ის წინამოსამზადებელ საველე წვრთნებს გადის

გამოქვეყნებულია სამხედრო
პარასკევი, 26 მარტი 2021 14:36

თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) ჩართვამდე წინამოსამზადებელ ოცეულის დონის სიტუაციურ სწავლება-შეფასებას გადის.

როგორც თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება, მე-12 ბატალიონის სამხედროები ოცეულის დონეზე თავდაცვით, თავდასხმით და ძალთა დაცვის ოპერაციებს ახორციელებენ. სწავლება ბრძანების გაცემას, ტაქტიკურ გადაადგილებას, ჩასაფრებას, თავმოყრის რაიონის დაკავებას, ჩასაფრებაზე რეაგირებას, რეიდს და სხვა საჭირო საკითხებს მოიცავს.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) მაისიდან ჩაერთვება. GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

 

წაკითხულია 196 ჯერ

Related items

  • ლოჯისტიკური სამეთაურო-საშტაბო სწავლება IEL MILU 2021 დაიწყო

    საქართველო მეორედ მასპინძლობს მრავალეროვნულ სამეთაურო-საშტაბო ლოჯისტიკურ სწავლებას IEL MILU 2021-ს Infrastructure Engineering for Logistics Multinational Integrated Logistic Unit – საინჟინრო ინფრასტრუქტურის ლოჯისტიკური მხარდაჭერის მრავალეროვნული ინტეგრირებული ლოჯისტიკის ქვედანაყოფი. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, კურსი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. წვრთნების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური და საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერება, მართვისა და კონტროლის პროცედურების დახვეწა, ასევე  ქართველ და პარტნიორ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა წარმოადგენს.

    სამხედრო მოსამსახურეებს კურსის გახსნა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ,  ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცა, მონაწილეებს წარმატებები უსურვა და საინჟინრო და ლოჯისტიკის გვარეობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

    სწავლება საქართველოს, რუმინეთის, ბულგარეთისა და ხორვატიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ტარდება.
    საქართველო აღნიშნულ წვრთნებში რეგულარულად მონაწილეობდა და 2015 წელს მასპინძელი ქვეყანაც გახდა. წვრთნების დაგეგმარებისა და აღსრულების პროცესს წელსაც საქართველო ხელმძღვანელობს  და სწავლებაში შესაბამისი ქვედანაყოფების კავშირგაბმულობისა და EOD ჯგუფებით არის წარმოდგენილი.

     

  • მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება Maple Arch 21 დაიწყო (ვიდეო)

    საქართველო წელს პირველად მასპინძლობს სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2021. სწავლება კანადის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის მენტორობით იმართება და მას ქართული მრხიდან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა ხელმძღვანელობს.

    თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მონაწილე სამხედროებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და კანადის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნების თანამშრომლობის დირექტორატის წარმომადგენელმა, მაიორმა შონ დ კლარკმა მიმართეს და მრავალეროვნული წვრთნების მნიშვნელობასა და მიზანზე გაამახვილეს ყურადღება. 
    ორკვირიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) იმართება.

    სამეთაურო-საშტაბო სწავლება MAPLE ARCH 21-ში კანადელ ინსტრუქტორებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორებიც არიან ჩართულები. სწავლებაში კანადელი, ქართველი, ლიეტუველი, უკრაინელი, პოლონელი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალები კი, აღმოსავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფისა და JTEC-ის პირადი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. 

    სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავება, დაგეგმარებისა და სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ეფექტიანად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწა. MAPLE ARCH ყოველწლიური მრავალეროვნული სწავლებაა, რომელსაც როტაციის პრინციპით სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს. საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნულ წვრთნებში პირველად ბატალიონის დონის შტაბით 2018 წელს ჩაერთო. 

  • ქვეითი ასეულის სამხედროებმა ნატოს შეფასების მე-2 დონის პროგრამა წარმატებით დაასრულეს (ვიდეო)

    „ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) საველე სწავლება ჩაატარა და პროგრამა წარმატებით დაასრულა.

    თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ცნობით, ვაზიანის სასროლეთზე გამართულ სამხედრო წვრთნებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო. მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, მავთულხლართიანი დაბრკოლების გადალახვის, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს.

    სწავლებაში მონაწილეობას ჯავშამანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროებს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სიტყვით მიმართა და მათ პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა.

    პროგრამის ბოლოს მხარეებმა დოკუმენტზე ხელმოწერით დაადასტურეს, რომ მე-12 ბატალიონის „ჩარლი“ ასეული სრულად არის მზად მიიღოს მონაწილეობა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.

     

  • ციმბირის სანაპიროზე ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საზღვაო სწავლება ჩაატარეს

    გაზეთ, Global Times-ის  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციმბირის სანაპიროზე ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი საზღვაო სწავლება, სახელწოდებით „საერთო ზღვა 2021“, გამართეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ამავე ინფორმაციით, სწავლება მიზნად ისახავს საზღვაო სამიზნეების ერთობლივი მანევრირებისა და სხვა საბრძოლო შესაძლებლობების გაუმჯობესებას ჩინეთისა და რუსეთის საზღვაო ძალების საკომუნიკაციო, ნაღმებისგან დაცვის, საზენიტო და წყალქვეშა ნავების გამოყენებით.

    მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ ორმა ქვეყანამ, რომლებიც აკრიტიკებენ შეერთებული შტატების გლობალურ, რეგიონულ და სამხედრო პოლიტიკას, ატარებენ ერთობლივ წვრთნებს ისეთ დროს, როდესაც ვაშინგტონის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ავსტრალიას დაეხმარება წყნარი ოკეანეში ბირთვული წყალქვეშა ფლოტის ჩამოყალიბებაში, AUKUS-ის ალიანსის ფარგლებში, რომელიც შეიქმნა გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიასთან ერთად.

     

  • თბილისში სწავლება Eternity 2021 გეგმის მიხედვით გრძელდება

    თბილისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით სწავლება Eternity 2021 გეგმის მიხედვით გრძელდება. ამის შესახებ "TRT-ქართული" იუწყება.

    აღნიშნული წვრთნების ამსახველი კადრები გავრცელდა ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სოციალური ქსელის ანგარიშით.

    აღინიშნა, რომ სწავლება 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური