კომპანია "ჯეპრა" „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ მე-2 ადგილის მფლობელი გახდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 26 მარტი 2021 12:30

კომპანია "ჯეპრა" კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ გამარჯვებული და მე-2 ადგილის მფლობელი გახდა.

ჯილდო გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივას ეფუძნება, კერძოდ, ქალთა უფლებების გაფართოების მეოთხე პრინციპს - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ხელს უწყობს ქალების განათლებასა და პროფესიულ განვითარებას სამუშაო ადგილებზე.
კონკურსის მიზანი იმ კომპანიების წახალისებაა, რომლებიც წარმატებით ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის კორპორაციულ კულტურას.
კონკურსის პარტნიორები არიან: ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

შეგახსენებთ, რომ საკონსულტაციო ჯგუფი "ჯეპრა" 2002 წლიდან აქტიურად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კონსულტაციებსა და მომსახურებაზე და დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კომუნიკაციისა და ზოგადი სტრატეგიული კონსულტაციის სფეროში მომუშავე კერძო დამოუკიდებელ ბიზნესკომპანიას წარმოადგენს.

წაკითხულია 202 ჯერ

Related items

  • გენდერული თანასწორობის საბჭო გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა

    გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, განახლებული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. 

    გასვლით სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს სამომავლო საქმიანობა დაიგეგმა. თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა და შესაბამის ორგანიზაციულ საკითხებზეც ისაუბრა.

    გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერმა, მაკა მეშველიანმა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის მენეჯერმა, თეონა ყუფუნიამ საბჭოს წევრებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები გააცნეს.
    სამუშაო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაზე მუშაობით გაგრძელდა.

    გენდერული თანასწორობის საბჭოს მიზანი პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა და განვითარება, შესაბამისი სტრატეგიის განხილვა და დამტკიცება, ასევე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლია.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, 2017 წლის იანვრიდან, საბჭოს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დამტკიცებულია საბჭოს ახალი, გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც 16 წევრი შედის.

  • გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგები

    22 მარტს გაიმართა საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ეროვნული 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ერთწლიანი შედეგების პრეზენტაცია.
    ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
    შეკრება გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - მანანა კობახიძემ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა - შომბი შარპმა.
    “სასიხარულოა, რომ გენდერული თანასწორობა პრიორიტეტული საკითხია საქართველოს მთავრობისათვის. საქართველომ საკმაოდ დიდ პროგრესს მიაღწია საკანონმდებლო მიმართულებით, ისევე როგორც მთავრობას, დონორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კოორდინირების გაუმჯობესების თვალსაზრისით. დროა ამ წინსვლამ რეალური ცვლილება გამოიწვიოს - გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკასა და ბიზნესში, შემცირდეს ანაზღაურების უთანაბრობა ქალებსა და მამაკაცებს შორის. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გენდერული თანასწორობა ყველასათვის მომგებიანია - როგორც ქალებისათვის, ასევე მათი ოჯახებისთვის და მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის“, - თქვა შომბი შარპმა.
    2014 წლის იანვარში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2014−2016 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის საკითხებში. გეგმის შესრულების ერთწლიანი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2015 წელს გატარებული ღონისძიებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში.     

    დამატებითი ინფორმაცია:
    გაეროს ერთობლივი  პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით. ამ პროგრამაში ჩართულია გაეროს სამი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

  • სტუდენტური კონკურსი “ჩემი რუსთაველი”

    ოთხშაბათს, 9 მარტს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრო ერთობლივად წარადგენენ სტუდენტური ნაშრომების ეროვნულ კონკურსსა და გენდერული თანასწორობის კამპანიას „ჩემი რუსთაველი“.
    პრეზენტაცის გახსნიან გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში - ნილს სკოტი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე, და საქართველოში შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი - ჰელენა სანჩო.
    პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართება მცირე თეატრალური წარმოდგენა. რუსთაველის თეატრის მსახიობები - ქეთი ხიტირი და ნიკა ქაცარიძე წაიკითხვენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან“. ხოლო გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ წარმომადგენელი - ქეთევან მახარაშვილი ისაუბრებს კონკურსის პირობებზე და გენდერული თანასწორობის გრძელვადიან კამპანიაზე, რომელიც 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
    პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
    ღონისძიება ჩატარდება გენდერული თანასწორობის წლევანდელი კვირეულის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად მარტის პირველ დღეებში იმართება.

  • თავდაცვის სამინისტროში 2016 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა განიხილეს

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის 2016 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ გახსნა. შეხვედრას სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.
    ანა დოლიძემ სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და 2016 წლის გეგმის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება.

    თავდაცვის სამინისტროში გენდერულ საკითხებზე პერმანენტული ხასიათის შეხვედრების მოწყობა, საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, გენდერული მრჩევლის ინსტიტუტის გაძლიერება, გენდერის კუთხით არსებული მდგომარეობის რეგულარული ანალიზი, შეფასება, კვლევების, გამოკითხვების წარმოება, რეკომენდაციების შემუშავება, საგანმანათლებლო მოდულების შექმნა და განვითარება 2016 წლის გენდერული გეგმის მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს. სამშვიდობო მისიებისთვის გადასროლისწინა პერიოდში სამხედრო მოსამსახურეებისთვის გენდერული მოდულის სწავლება, კანონმდებლობის გენდერული ანალიზი და გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული სამინისტროს კანონმდებლობის ცვლილებების ორგანიზება კი 2016 წლის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს.

    სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გეგმით გათვალისწინებული პუნქტები განიხილეს და ერთმანეთს შეხედულებები გაუზიარეს.

    2016 წლის სამოქმედო გეგმის მიზანია საქართველოს თავდაცვის სისტემაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. გეგმაზე მუშაობას თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესრურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტი ხელმძღვანელობს. 2016 წლის გეგმა უახლოეს მომავალში დამტკიცდება, რომლის მიხედვითაც თავდაცვის სამინიტროში გენდერის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდება.

  • მშობლების ქონება მხოლოდ ბიჭს ეკუთვნის?

    იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ აგრძელებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

    საქართველოში გავრცელებული შეხედულებითა და პრაქტიკით, მშობლების ქონება მხოლოდ ბიჭს ეკუთვნის. ამ სტერეოტიპს ბიჭებსაც და გოგონებსაც ადრეული ასაკიდანვე აჩვევენ. საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვავს. არ არსებობსარანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემისან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ.

     

     იხილეთ გენდერისა და საკუთრების თემაზე იხილეთ საჯარო რეესტრის მომზადებული ვიდეო რგოლი:

    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის „გენდერი და საკუთრება“ მიზანია, მოქალაქეებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გაცნობა და საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება შეხვედრები, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მოსახლეობას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. მომზადდება საინფორმაციო კლიპები, ბროშურები და ბუკლეტები. ამას გარდა, სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახური, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ  პირს გაუწევს კონსულტაციას.

    საჯარო რეესტრი გამოხატავს მზადყოფნას, პირდაპირი შეხვედრებით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების გავრცელებითა და მასობრივი კომუნიკაციის არხებით ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ქონებრივი უფლებების სამართლიან რეალიზებას, ქონების გადანაწილების პროცესში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც ხშირად ხდება მათი სხვა სახის დისკრიმინაციის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მიზეზი.

     

     

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური