კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია
გამოქვეყნებულია
ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 25 მარტი 2021 10:42
კორონავირუსის /COVID-19/ საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა /29250 დოზა/ უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
მათი მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
მოქალაქეებს „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! აცრა უფასო და ნებაყოფლობითია.
Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება.
მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
უკვე ხვალიდან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული. გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.
Tagged under