შავ ზღვაში ნატო-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 მარტი 2021 14:15
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. ამის შესახებ შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.
მათი მონაცემებით, სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ხომალდები - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი).
წვრთნების მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.
ერთობლივი წვრთნები საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.

 

 
წაკითხულია 454 ჯერ

Related items

  • ჩინური ავიამზიდი „შანტუნგი“ საზღვაო წვრთნების ახალ ეტაპს გადის

    ჩინეთის მეორე ავიამზიდმა, „შანტუნგმა“, ახლახან ჩაატარა საბრძოლო სწავლება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, იტყობინება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია (CCTV). განცხადება გაკეთდა დასავლეთ წყნარ ოკეანეში ჩინეთის პირველი ავიამზიდი „ლიაონინგის“ მოიერიშე თვითმფრინავების წვრთნების ფონზე. ანალიტიკოსების თქმით, ორმა ავიამზიდმა, რომელიც მასპინძლობდა წვრთნებს ორი სხვადასხვა მიმართულებით, აჩვენა ჩინეთის ავიამზიდების გაუმჯობესებული შესაძლებლობები და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალების საბრძოლო მზადყოფნა.

    შანტუნგის ავიამზიდის სწავლება დაიწყო რამდენიმე J-15 მოიერიშე თვითმფრინავის სასწავლო ფრენით, ნათქვამია CCTV-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

    სონგ ჭიხაომ, თვითმფრინავის აფრენის ასისტენტმა შანტუნგზე, განუცხადა CCTV-ს, რომ ვარჯიშის სირთულე ამჯერად გაიზარდა.

    წვრთნების დროს შანტუნგმა თანდათან გააუმჯობესა ძირითადი საბრძოლო შესაძლებლობები, როგორიცაა დაშვება და აფრენა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და დაზიანების კონტროლი, რთულ გარემო პირობებში. მან ასევე გამოსცადა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები, სასწავლო მეთოდები და დამხმარე მოდელები.

    CCTV-ის მიხედვით,შანტუნგის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საზღვაო ბრძოლის მომავლის საჭიროებებს. წარმატებით შესრულდა სხვადასხვა ამოცანა, როგორიცაა J-15 გამანადგურებლების მაქსიმალური რაოდენობის აფრენა ერთად, თვითმფრინავების მაქსიმალური რაოდენობის გაგზავნა რამდენიმე პარტიად და დაშვება და აფრენა ღამით.

    სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შანტუნგის წვრთნის შესახებ განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ავიამზიდმა ლიაონინგმა და ორმა Type 055 კლასის 10 000 ტონიანმა გამანადგურებელმა, ჩაატარა წვრთნები წყნარი ოკეანის დასავლეთ წყლებში, ტაიავანის კუნძულის აღმოსავლეთითა და იაპონიის სამხრეთით. 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულ ამ ღონისძიებაში, რომელიც ასევე გუამის დასავლეთითაც მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ ჩინური ავიაგამანადგურებლები და შვეულმფრენები. პროცესი განხორციელდა იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.

    მას შემდეგ, რაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შანტუნგის წვრთნა დაანონსდა, ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ორივე ავიამზიდის წვრთნების ერთდროულად ჩატარება სხვადასხვა საზღვაო რეგიონში ჩინეთის ავიამზიდების და ჩინეთის საზღვაო ძალების  განვითარების მანიშნებელი იყო. წვრთნები ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას დასავლეთ წყნარ ოკეანეში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ბოლო დროს აშშ-ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების გათვალისწინებით, აღნიშნავენ ექსპერტები.

    წვრთნების დახმარებით, შანტუნგი, რომელიც საზღვაო ძალების სამსახურში 2019 წლის დეკემბერში შევიდა, მოსალოდნელია, რომ თანდათან მიაღწევს ოპერატიული მზადყოფნის უფრო მაღალ დონეს, საბოლოოდ გადააჭარბებს ლიაონინგის შესაძლებლობებს და სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიღმაც გაცურავს.

    მასალა მოამზადა: აკაკი ბალანჩივაძემ

    წყარო: https://sinomedia.ge/წვრთნები-სამხრეთ-ჩინეთის/

     

     

  • ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნებს ატარებენ

    ცზინანი, (სინხუა) – ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გუშინ აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს „საზღვაო თანამშრომლობა 2022“-ის ფარგლებში.

    მანევრების დროს, რომლებიც ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის წლიური გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, ძირითადი ყურადღება ეთმობა საზღვაო უსაფრთხოებისა და მშვიდობის ერთობლივი ძალისხმევით შენარჩუნებას.

    წვრთნები მოიცავს სხვადასხვა ერთობლივ ოპერაციებს, მათ შორის ბლოკადას და კონტროლს, აკრძალული ნივთიერებების ძებნასა და აღმოჩენას /VBSS/, საჰაერო თავდაცვას, გადარჩენას, წყალქვეშა ომის წარმოებას.

    „ყველა სასწავლო მისია მოიცავს ოპერაციებს, რომლებიც ჩინეთის საზღვაო ფლოტს შეუძლია გამოიყენოს მომავალში საზღვაო გამოწვევებზე რეაგირებისთვის და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად“, - განაცხადა ჟანგ ჰუეივუმ, ჩინეთის შენაერთების საზღვაო ძალების მეთაურმა.

  • ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ

    ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, ქვეყნები დასავლეთის „მტრული“ პოლიტიკის საპასუხოდ აპირებენ თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაონ.

    როგორც ცნობილია, ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ სამხედრო-საზღვაო წვრთნები ოთხშაბათს დაიწყება და მომდევნო კვირის სამშაბათს დასრულდება. წვრთნები ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ჯეძიანის პროვინციასთან ახლოს გაიმართება.

    წყარო: https://www.interpressnews.ge/ka/article/738941-chineti-da-ruseti-ertobliv-samxedro-sazgvao-cvrtnebs-chaatareben

  • ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე კურსი დასრულდა

    თავდაცვის უწყების თანამშრომლებისთვის ნატოსთან თავსებადობისა და სტანდარტიზაციის მართვის საკითხებზე სასწავლო კურსი ჩატარდა. სამდღიან ტრენინგს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის სტანდარტიზაციის ოფისის წარმომადგენელი, კაპიტანი ანტონიოს გარასი უძღვებოდა. 

    სასწავლო პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა. კურსის მსმენელები გაეცნენ ნატოსთან თავსებადობის მიღწევის მიზნით საჭირო სტანდარტიზაციის პოლიტიკას, სტრატეგიას, ზოგად დოკუმენტებსა და პროცედურებს. ასევე, მათ შეისწავლეს ნატოს სტანდარტიზაციის ოფისის ვებ-გვერდზე მუშაობის პრინციპები და მათი გამოყენების შესაძლებლობები. 

    სასწავლო კურსის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მართვის, სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის დეპარტამენტმა სტრუქტურაში სტანდარტიზაციის მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს  სერტიფიკატები საქართველოში საბერძნეთის თავდაცვის ატაშემ გადასცა.

  • თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა
    ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის, ბრიტანელი მრჩეველის, კაპიტან ჯეკ ბეკეტის გაცილების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა კაპიტან ჯეკ ბეკეტს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
    კაპიტანი ჯეკ ბეკეტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 2022 წლის გაზაფხულიდან იყო მოვლენილი და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა.
    მედალი „ღირსეული პარტნიორი“ Noble Partner უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს გადაეცემათ, რომლებმაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური