სეულში გამოფენა "საქართველო მეღვინეობის აკვანი" გაიმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 02 მარტი 2021 12:08

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 2021 წლის 3 მარტიდან - 1 აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ მოეწყობა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს"ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო ნიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრის და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას.

ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, კორეის ფონდით ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

სამხრეთ კორეა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია. 2020 წელს საქართველოდან სამხრეთ კორეაში 90 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 353%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს. გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ კიდევ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობასა და საექსპორტო პოტენციალს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ უმნიშვნელოვანეს ღვინის ბაზარზე.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი კონცეფცია და ვიზუალური მასალა კორეელი დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს გაცნობას ემსახურება.

წაკითხულია 458 ჯერ

Related items

  • ჰუბეის პროვინციის მუზეუმში სუნ-ის დინასტიის ცნობილი კალიგრაფების თემატური გამოფენა გაიხსნა

    უჰანი, 28 სექტემბერი (სინხუა) -- სუნ-ის დინასტიის (960-1279) ცნობილი კალიგრაფების თემატური გამოფენა გაიხსნა სამშაბათს ცენტრალურ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის მუზეუმში.

    გამოფენაზე წარმოდგენილია სუნ-ის დინასტიის დროინდელი ცნობილი კალიგრაფების თემატური ნამუშევრები.

    ღონისძიება 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

     

  • ეხმარება თუ არა ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღით?

    აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთმა მიიღო მილიონობით რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ჩრდილოეთ კორეისგან. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჯონ კირბიმ Zoom-ის საშუალებით თეთრი სახლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას აშშ-ის საგარეო პოლიტიკა შეაფასა.

    მან გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღს ყიდის, ასე შეაფასა: „ჩვენი აზრით, ამ გაყიდვაში მილიონობით რაკეტა და საარტილერიო ჭურვია. მაგრამ, არ არსებობს მითითება იმისა, რომ ეს გაყიდვები დასრულებულია და ეს იარაღი იქნა გამოყენებული საველე პირობებში“.

    კირბიმ დასძინა, რომ ეს შესყიდვა იმის მანიშნებელია, თუ რამდენად „უიმედო და უმწეოა“ რუსეთი უკრაინის ომში.

  • ჩინეთის მომსახურების ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენა 31 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება (ვიდეო)

    ჩინეთის მომსახურების ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენა (CIFTIS) ჩატარდება 31 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე, რომელიც უზრუნველყოფს პლატფორმებს საერთაშორისო ბირჟებისთვის. ექსპერტები ამბობენ, რომ გამოფენა აჩვენებს ჩინეთის ერთგულებას გახსნილობის პოლიტიკის მიმართ, გლობალიზაციისა და მწვანე განვითარებისადმი.

    ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

     

  • სეულში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სამხრეთ კორეაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ 'ტრტ-ქართული" წერს.

    სააგენტო Yonhap-ის თანახმად, ძლიერი წვიმები დედაქალაქ სეულში და მის შემოგარენში დაფიქსირდა. ძლიერი წვიმების გამო შესაძლო მეწყერის და წყალდიდობის გამო მრავალი საავტომობილო გზაც გადაიკეტა.

    ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სეულსა და მიმდებარე ქალაქებში 800-მდე შენობა დაზიანდა და სულ მცირე 790 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. სამინისტრომ წყალდიდობის მონიტორინგის დონე „სერიოზულად“ გაზარდა.

    მეორეს მხრივ, სატყეო სამსახურმა ქვეყნის 47 ქალაქსა და რეგიონში მეწყერის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა.

  • მხატვარ დიმიტრი ხახუტაშვილის ნამუშევრები ილუსტრირებულ წიგნად გამოიცა

    5 აგვისტოს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წიგნის „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია გაიმართა.

    წიგნი ცნობილი ქართველი მხატვრის 95-ე იუბილეს მიეძღვნა და მისი შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი, კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების 300-ზე მეტი ილუსტრაციაა წარმოდგენილი.

    "დღეს ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, გაგვემართა წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც შესულია არა მხოლოდ ის ნამუშევრები, რაც წარმოდგენილია გამოფენაზე, არამედ 300-ზე მეტი სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ნამუშევარი. წიგნში შესულია აგრეთვე მისი ოჯახის წევრების, კოლეგების, სტუდენტებისა და მეგობრების მოგონებები." - განაცხადა პრეზენტაციაზე წიგნის ავტორმა, ლელა წიწუაშვილმა.

    50-იანელთა თაობის მხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის ერთად წარმოჩენა, პროფესიონალებისთვისაც კი მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა - ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები და ესკიზები, რომელიც აქამდე თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის.

    აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ხახუტაშვილს, შემოქმედს, რომლის ნამუშევრებიც თითქმის ყველა ქართველისთვის ნაცნობია, არასდროს ქონია პერსონალური გამოფენა და მხოლოდ ახლახანს, იუბილეზე დავით ტატულაშვილის უდიდესი ძალისხმევით მოხერხდა პირველი პერსონალური გამოფენის მოწყობა.  

    მხატვრის ნამუშევრების გამოფენა, ისევე როგორც წიგნის პუბლიკაცია, შატო ზეგაანი”-ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

    "იშვიათია ხელოვანი, რომელმაც ამდენ მიმდინარეობაში - სიურეალიზმში, აბსტრაქტიზმში, რეალიზმში ერთნაირი წარმატებით შეძლო მოღვაწეობა. მისი სტილი, მისი ტექნიკა, მისი მთელი შემოქმედება ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ იყოს მეტად დაფასებული. წიგნი-ალბომი უაღრესად პროფესიონალურად, დახვეწილი გემოვნებით არის შესრულებული და უმაღლესი ხარისხით არის დაბეჭდილი," -  აღნიშნა გოჩა ჯავახიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.

    სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მართლაც მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული თვითმყოფადობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა  წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული.

    წიგნის დიზაინი ეკუთვნის დავით ჯანიაშვილს.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური