უნისეფი ვაქცინებით მსოფლიოს 85 ქვეყანას დაეხმარება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 01 მარტი 2021 16:30

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), 85 ქვეყნისთვის 170 მილიონი დოზა კოვიდ -19 ვაქცინის უზრუნველსაყოფად, შეთანხმება გააფორმა AstraZeneca–სთან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად,  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინების პროგრამის, COVAX-ის ფარგლებში, Kovid-19 ვაქცინის მოწოდებაზე შეთანხმებას მოეწერა ხელი მათ ორგანიზაციასა და AstraZeneca-ს შორის და ხელმოწერილი ამ კონტრაქტის თანახმად, გაეროს ბავშვთა ფონდი, მსოფლიოს 85 ქვეყანას მთლიანობაში 170 მილიონ დოზა AstaZeneca-ს ვაქცინას მიაწოდებს.

 

წაკითხულია 86 ჯერ

Related items

  • ი. ღარიბაშვილმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა COVID-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზების მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბრისას ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

    მხარეებმა COVID-19 პანდემიის კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი შეაფასეს.

    პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

     

  • ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია - აცხადებს ჩინეთის ელჩი

    ჩინურ ვაქცინა „სინოფარმს“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის ძალიან მაღალი დონე გააჩნია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში ლი იენმა განაცხადა. პრესს-კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი. 

    როგორც ელჩმა ვაქცინის წარდგენისას ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული და სანდო მეთოდითაა წარმოებული და მისი უსაფრთოხება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული.

    „ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია. ეს ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მლნ-ზე მეტი დოზა, - აღნიშნა ჩინელმა დიპლომატმა.

    მისივე თქმით, ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული და მოწოდებული. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მიერ ეპიდემიის დამარცხების და ქართველის ხალხის სიცოცხლის, უსაფრთოხებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.

    "შემდეგ ეტაპზე ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის ვაქცინების მიმართულებით. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ჩინური ვაქცინა საქართველოს კოვიდ 19- ის ეპიდემიის მალე დამარცხებაში და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

    მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. „კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო მუდამ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს. როგორ იტყვიან, „მეგობარი გასაჭირში იცნობაო“. 

    ლი იენის სიტყვებით, ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინეთი მსოფლიოში ვაქცინის კვლევის, განვითარების და წარმოების და ვაქცინების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. "ჩინური ვაქცინების ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში უაღრესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, - დასძინა ჩინელმა დიპლომატმა.

    თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვები არ არსებობს. როგორც მან ვაქცინის წარდგენისას აღნიშნა, საქართველოს ინტენსიური მიმოწერა აქვს ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ, დაიწყოს მსჯელობა, თუ როდის დაიწყება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში.

    „როგორც იცით, უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან არის აღიარებული „სინოფარმი“, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სინოფარმი“ შეიძლება დაშვებული ყოფილიყო საქართველოს ბაზარზე. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი „სინოფარმის“ ვაქცინით. შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებიოთ ჩვენ გვაქვს ინტენსიური მიმოწერა ჯანდაცის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოებთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში უკვე შესაძლებელი“, - განაცხადა ე. ტიკარაძემ.

    ავთანდილ ოთინაშვილი

  • ამერიკაში 15 მილიონი დოზა ვაქცინა ნაგავში გადაიყარა

    აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის დაახლოებით 15 მილიონი დოზა ვაქცინა, მის სხვა კომპონენტებში შერევის გამო გაფუჭდა და ნაგავში გადაიყარა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" New York Times– ზე დაყრდნობით ავრცელებს.

    New York Times – ის თანახმად, ბალტიმორის ფარმაცევტულ ქარხანაში, სადაც Johnson & Johnson's და  AstraZeneca-ს ვაქცინებს ამზადებენ, მათი სხვა კომპონენტებში  შერევის გამო, 15 მილიონი დოზა ვაქცინა უვარგისი გახდა და ნაგავში გადაიყარა.

    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გამოძიება დაიწყო.

     

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა უკვე საქართველოშია
    კორონავირუსის /COVID-19/ საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინა /29250 დოზა/ უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    მათი მონაცემებით, საქართველოში მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები გამოიყენება, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
    25 მარტიდან მედპერსონალთან ერთად ვაქცინაციის შესაძლებლობა 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
    მოქალაქეებს „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ.
    COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას! აცრა უფასო და ნებაყოფლობითია.
    Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში- 4 კლინიკაში, აჭარაში-ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება.
    მედპერსონალთან ერთად ვაქცინით ყველა ის პირი აიცრება, რომელზეც უფლება იმუნიზაციის ექსპერტთა და ვაქცინაციის საკოორდინაციო საბჭომ გასცა.
    უკვე ხვალიდან კი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ. ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული. გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“ ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება.
    შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

     

  • ახალციხეში მცხოვრები 27 წლის ექთანი, რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა კლინიკაში გარდაიცვალა

    ახალციხეში მცხოვრები 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე რომელიც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 18 მარტს აიცრა დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. კლინიკის მედპერსონალის ინფორმაციით, გარდაცვალება 12:00 საათზე დაფიქსირდა.

    შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს აცრის შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ აცრის შემდეგ ნახევარ საათში განუვითარდა. მეგი ბაქრაძე ახალციხიდან თბილისში სასწრაფოდ გუშინვე გადმოიყვანეს. 16 საათიანი მკურნალობის განმავლობაში მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა. ექიმები მის მდგომარეობას თავიდანვე უმძიმესად აფასებდნენ.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალციხის კლინიკა "იმედში", სადაც 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთეს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა. მათ აინტერესებთ რა ღონისძიებები გაატარა ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ექთანი კომაში ჩავარდა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცავებიც.

    როგორც კლინიკის დირექტორმა განაცხადა, მათ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა დახმარება ამღმოუჩინეს მედდას, რის შემდეგც, მისი გადაყვანა თბილისში გადაწყდა. 

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური