მაკა ბოჭორიშვილი პეტერ მიკისკას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2021 13:17

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა.

დიპლომატმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრისას, ჩეხეთის ელჩი საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, მათ შორის, 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ასოცირების შესახებ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია სწორი სტრატეგიაა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. თავის მხრივ, მაკა ბოჭორიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ათვისების საკითხს. მხარეებმა საქართველოს ექსპორტის ევროკავშირისკენ მიმართვის სტრატეგიები განიხილეს და ამ კუთხით, ბიზნესებს შორის ახლო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

მაკა ბოჭორიშვილმა და პეტერ მიკისკამ საქართველოში დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომისგან გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

მეტი ინფორმაციის და ფოტოების სანახავად ეწვიეთ: http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/evropastan-integraciis-komiteti-143/axali-ambebi1910/maka-bochorishvili-peter-mikiskas-shexvda.page

წაკითხულია 91 ჯერ

Related items

  • ბექა ოდიშარია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და მის მოადგილეს შეხვდა

    დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას და მის მოადგილე იანა გასპარიკოვას შეხვდა. ამის შესახებ პარლამენტის ადმინისტრაცია იუწყება.

    შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ურთიერთობას და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს. ჩეხეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა.

    ბექა ოდიშარიამ ჩეხ დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის შესახებ.

    შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებზე და მათ მნიშვნელობაზე ორივე ქვეყნისათვის.  ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ  ხვალაც იგეგმება მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩეხეთის საელჩოში ჩეხური ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

    „გარდა ამისა, ვისაუბრეთ  ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება იყოს ცირკულარულ მიგრაციასთან  დაკავშირებით და  იმ ვითარებაზე, რომელშიც ახლა არის ორი მეგობარი ქვეყანა ერთმანეთთან. საუბარი დაეთმო კავკასიის საკითხებსაც და ჩეხ დიპლომატებს გავაცანით ჩვენი ხედვები კავკასიის გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან მიმართებაში. შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობაზე როგორც საკომიტეტო, ასევე, ზოგადად, სხვადასხვა ფორმატში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის შემდეგ.

     

  • ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

    გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო მუშაკებმა, რომლებიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით დარეგისტრირდნენ.

    ამ დროისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 4456 სამედიცინო პერსონალმა და უკვე აცრილია 1143 პირი.

    ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.

    “რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცეს გავეცანი. გავესაუბრეთ ექიმებს, თუ როგორია სამედიცინო პერსონალის განწყობა. ექიმები ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამენ“-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

    გარდა ამისა, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა.
    სამედიცინო მოწყობილობა ვიშეგრადის ფონდისა და კორეის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

    „საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადმოეცა. ეს სახელმწიფო კლინიკებს კიდევ უფრო გააძლიერებს“-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

    „ვიშეგრადის ფონდი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც 4 ქვეყანას წარმოადგენს: ესენია-პოლონეთი, ჩეხეთი , უნგრეთი და სლოვაკეთი. ფონდი ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას“-ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ვიქტორია ჰორვატიმ განაცხადა.

    პროექტის მიზანი პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერაა. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებულია კოვიდ-19-ის ყველა დონის სასტუმროების პერსონალის ცოდნის გაუმჯობესება. ეს მათ დაეხმარებათ საკარანტინე ზონებსა და კლინიკურ სასტუმროებში მყოფი პირებისთვის სამედიცინო მომსახურების დროულად და ხარისხიანად მიწოდებაში.

    პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკურ დახმარებას პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ პანდემიასთან გამკლავება თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მიმდინარეობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან.

  • პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა

    ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრაზე კომიტეტის საქმიანობის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

    „საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ელჩს გავაცანით ჩვენი კომიტეტის სტრატეგია და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ის პრიორიტეტები, რაზეც კომიტეტი აპირებს მუშაობას მიმდინარე წლისა და, ზოგადად, ამ ოთხწლიანი ციკლის განმავლობაში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხებს და, ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების საჭიროებას საერთაშორისო ასპარეზზე იმისთვის, რომ ვაიძულოთ ოკუპანტი სახელმწიფო და, შესაბამისად, ის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მოღვაწეობს უშუალოდ საოკუპაციო ტერიტორიაზე, რომ უკან დაიხიონ, მაგალითად, ზაზა გახელაძის შემთხვევაში, სწრაფად მივაღწიოთ ადამიანის უფლებების დაცვას ამ კონკრეტულ პირთან მიმართებაში.

    სხვა პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანია ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული იმ სტანდარტების უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, რაც დამახასიათებელი უნდა იყოს ევროპულობაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოსთვის. ამ მიმართულებით ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ ამ პროცესში ჩართული იყოს და სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტები იქნას დაგეგმილი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

    პარლამენტის ადმინისტრაციის პრეს-რელიზი

  • ჩეხეთის ელჩმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შეხვედრა გამართა

    საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდნენ.

    შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობები, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მიმართულებები განიხილეს.

    ჩეხ დიპლომატთან შეხვედრისას, ქართველმა კანონმდებლებმა საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს და ყურადღება იმ საგარეო პრიორიტეტებზე გაამახვილეს, რომლებზეც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ერთობლივად მუშაობენ.

    აღინიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა და ქვეყანა ეტაპობრივად ემზადება, რათა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთოს.

    შეხვედრაზე საუბრის თემას საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა, რეგიონული უსაფრთხოება და კოვიდ-19 პანდემიის მართვის საკითხები წარმოადგენდა.

    პეტრ მიკისკამ შეხვედრაზე ჩეხეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის შესახებ კიდევ ერთხელ დაადასტურა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებზე მხარდაჭერა გამოთქვა. აღინიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.

    კომიტეტის ხელმძღვანელობამ ჩეხ დიპლომატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩეხეთის მთავრობა საქართველოს მიმართ ახორციელებს.

    შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებსა და კომუნიკაციის გზებზე შეთანხმდნენ.

    პარლამენტის ადმინისტრაციის მედია-რელიზი

  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

    პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტრ მიკისკას შეხვდა.

    მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გაზრდილ საფრთხეებზე.

    „მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება. ვისაუბრეთ რეგიონში გაზრდილ საფრთხეებზე და ძალთა ბალანსის ცვლილებაზე, რომელსაც რუსეთი ამ ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებით კი, ომის შემდეგ ახდენს. ასევე, ვისაუბრეთ იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    დიპლომატისა და ვიცესპიკერის შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე იანა გასპარიკოვა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური