„საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 05 თებერვალი 2021 14:18

2021 წლის, 4 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში, ქ. სეულში, ხელი მოეწერა  „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, კორეის მთავრობის მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კან კუნგ-ვამ, ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა. ხსენებული შეთანხმება ხელს შეუწყობს  საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობათა გაფართოებას, ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მნიშვნელობას, ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

 

წაკითხულია 289 ჯერ

Related items

  • ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა
    პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
    აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა და მოიცავდა შემდეგს:
    2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
    20 000 შპრიცი სულ 578 000-დან ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
    100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
    130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
    220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)
    ამერიკის საელჩო საქართველოში
  • შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრე ღვთისიაშვილთან

    კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ბატონ დაესუ ჩანგმა შეხვერდა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბატონ ალექსანდრე ღვთისიაშვილთან. როოოგორც "ნიუს დეი საქართველოს" კორეის საელჩოში განუცხადეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კორეას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და ასევე დღის წესრიგის აქტუალური თემა გახლდათ კორეასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი რომელიც შემდეგ წელს აღინიშნება, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ მჭიდრო მრავალმხრივი თანამშრომლობა.

    ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაესუ ჩანგს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და  კორეის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც COVID-19 პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გადაჭრას მოხმარდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით.

    ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა საქართველოსა და კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით ბოლო პერიოდში არსებულ პოზიტიურ დინამიკას. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ 2021 წლის თებერვალში გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება მნიშვნელოვანი საფუძველია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის, ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ტურიზმის გააქტიურებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოსა და კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობაზე.

    შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული ტენდენციებს განხილვას. ხაზი გაესვა ამ  მიმართულებით ორ ქვეყანის პოტენციალის ათვისების, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მიზანშეწონილობის კვლევის წარმატებით დასრულებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.

  • სამხრეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულმა შეხვდრა გამართა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან
    სამხრეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულმა საქართველოში დაესუ ჩანგმა შეხვდრა გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თეიმურაზ მღებრიშვილთან. 
    შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა მხარეებს შორის, სამომავლოდ, რთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. მხარეებს შორის განხილულ იქნა კორეული წარმოების ტექნიკისა და სხვადასხვა სახის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის გადაცემის საკითხი და მეხანძრე-მაშველთათვის სამომავლოდ სპორტული აქტივობების დაგეგმვა.
     
    სამხრეთ კორეის საელჩო საქართველოში
  • სეულში გამოფენა "საქართველო მეღვინეობის აკვანი" გაიმართება

    სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 2021 წლის 3 მარტიდან - 1 აპრილის ჩათვლით, კორეის ფონდის გალერეაში გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ მოეწყობა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს"ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტო ნიმუშები, საქართველოს ტერიტორიაზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობის ნიმუშები, მარნის, ქვევრის და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები, ასევე ეროვნული მუზეუმის უნიკალური ფოტო არქივი, რაც დამთვალიერებლებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საქართველოში ღვინის დამზადების 8 000 წლიან უწყვეტ ტრადიციას.

    ქართული ღვინის უნიკალური ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, კორეის ფონდით ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ხორციელდება.

    სამხრეთ კორეა, მსოფლიო მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა და ქართული ღვინის პრიორიტეტული ბაზარია. 2020 წელს საქართველოდან სამხრეთ კორეაში 90 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 353%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებს. გამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ კიდევ უფრო გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობასა და საექსპორტო პოტენციალს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ უმნიშვნელოვანეს ღვინის ბაზარზე.

    გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი კონცეფცია და ვიზუალური მასალა კორეელი დამთვალიერებლებისთვის საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს გაცნობას ემსახურება.

  • საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

    საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

    საკანონმდებლო ორგანომ, 89 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის". 

    მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. 

    უცვლელი რჩება შვიდი მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იქნება, იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას კი ნათია თურნავა. ფინანსთა მინისტრის პოსტს ივანე მაჭავარიანი დაიკავებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას - მიხეილ ჩხენკელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება.

    ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური