ფუტსალი | საქართველო 0:4 რუსეთი

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021 15:12

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით - 4:0 დასრულდა.

რეალური საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა, თუმცა საკუთარი შანსები უკეთ მეტოქემ გამოიყენა. გამარჯვებულთა მხრიდან დუბლი ნიაზოვმა შეასრულა, თითო გოლი კი, რომულოსა და დავიდოვის ანგარიშზეა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას 5 მარტს გამართავს. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. აღნიშნულ ქვეჯგუფში საქართველოსთან ერთად თამაშობენ რუსეთი, საფრანგეთი და სომხეთი. ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის წინააღმდეგ ფრედ 4:4 ითამაშა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაცია

წაკითხულია 118 ჯერ

Related items

  • უკრაინამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევა დაგმო

    უკრაინამ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედროში გაწვევა საერთაშორისო სამართლისა და 1949 წლის ჟენევის კონვენციის დარღვევაა.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეების სამხედროში გაწვევით ომის დანაშაულს ჩადის და რუსეთის მიერ ჩადენილი ამ ფაქტს გმობენ.

    აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთმა 2015 წლის შემდეგ უკანონოდ მოახდინა 12-ჯერ 28 ათასი ადამიანის სამხედროში გაწვევა.

    განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ გააძლიერონ რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა და რომ უკრაინა გააგრძელებს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების დამტკიცებას.

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი 10 მარტიდან თანამდებობიდან გათავისუფლებულია. განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    შეგახსენებთ, სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენების შესახებ პრემიერის მიერ გაგზავნილ მოთხოვნას ხელი ორჯერ არ მოაწერა და საქმე არც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნა.

    სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნიკოლ ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე გაათავისუფლა. ამას გენშტაბის მხრიდან განცხადება მოჰყვა, სადაც ისინი პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნული განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და გენერალური შტაბის უფროსის გადაყენება მოითხოვა.

    წყარო: https://1tv.ge/news/nikol-fashiniani-ackhadebs-rom-generaluri-shtabis-ufrosi-onik-gaspariani-tanamdebobidan-gaatavisufla/

  • სომხეთის პრეზიდენტ არმენ საქრისიანს არ სურს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ

    სომხეთის პრეზიდენტს, არმენ საქრისიანს არ სურს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ. მისი განმარტებით, გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შესახებ განცხადება არ არის რიგითი საკადრო ცვლილება, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის კონსტიტუციით თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი უზრუნველყოფს თავდაცვას, უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობას.

    „შექმნილ ვითარებაში, არავინ არავითარი სახით, არ უნდა შეეცადოს, ჩართოს პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებში. დაუშვებელია პრეზიდენტზე ნებისმიერი ზეწოლის მცდელობა“, – ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის განცხადებაში. ქვეყნის კონსტიტუციით, პრეზიდენტს სამდღიანი ვადა აქვს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

    გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით არმენ სარქისიანს პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ მიმართა, რაც გენშტაბმა მისი და მთავრობის სხვა წევრების გადადგომა მოითხოვა. ამის მიზეზი გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილის პრემიერის ინიციატივით გათავისუფლება გახდა. უთანხმოება ნიკოლ ფაშინიანსა და ტიგრან ხაჩატურიანს შორის რუსული წარმოების სარაკეტო სისტემა „ისკანდერთან“ დაკავშირებით მოხდა. ხაჩატურიანმა პრემიერის განცხადებას, რუსული სისტემების არაეფექტურობასთან დაკავშირებით, არარეალური უწოდა.

    წყარო: https://1tv.ge/news/somkhetis-prezidenti-sheqmnil-vitarebashi-aravin-ar-unda-sheecados-rom-prezidenti-politikur-procesebshi-chartos/

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    უქულო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და რუსეთის ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში 16:7 დაამარცხეს. ამგვარად, ქართველმა ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ მოიგეს.

    რაც შეეხება მატჩს, უკანასკნელ პერიოდში ეს იყო ყველაზე დაძაბული მატჩი რუს „დათვებთან“ და 10 წლის განმავლობაში მეტოქე ყველაზე მცირე სხვაობით დავამარცხეთ. ამის მიზეზი ტექნიკური წუნი იყო, რის გამოც რამდენიმე კარგ შეტევა დაიკარგა და ასევე დისციპლინა, რამაც მეტოქეს ბურთზე კონტროლის დამყარების შესაძლებლობა მისცა.

    და მაინც, ბორჯღალოსნებმა შეძლეს მეტოქის მიჯრით მე-19-ედ, სულ კი 22-ედ დამარცხება და მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო თვალსაზრისით ამ თამაშის შედეგი არაფერს წყვეტდა, რაგბი ევროპის თასი მე-12-ედ, გამარჯვებულებმა ჩაიბარეს.

    საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა მნიშვნელოვნად გადახალისებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ჩაატარა. განაცხადში მყოფი მორაგბეების ნახევარზე მეტის ასაკი 24 წელი და ნაკლები იყო, ერთი კი, სასტარტოში მყოფი დავით ნინიაშვილი, სულაც 18 წლისაა. სასტარტოში მყოფ ხუთ და მარქაფიდან ორ მორაგბეს ათი კეპიც არ უგროვდებათ, ერთს კი – გიორგი ნუცუბიძეს, დებიუტი ჰქონდა.

     

  • თურქეთი 2020 წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

    გასულ წელს თურქეთი 1 მილიარდ 597 მილიონ 545 ათასი დოლარით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთი 1 მილიარდ 328 მილიონ 243 ათასი დოლარით მეორე, ხოლო  ჩინეთი 1 მილიარდ 185 მილიონ 17 ათასი დოლარით მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა გახდა.

    ამავე ინფორმაციით, გასულ წელს 1 მილიარდ 407 მილიონ 975 ათას 400 დოლარის ღირებულების ანუ ყველაზე მეტი იმპორტი საქართველოში თურქეთიდან განხორციელდა. გასულ წელს საქართველომ, ჩინეთს 476 მილიონ 269 ათას 900 დოლარის ღირებულების პროდუქტი მიჰყიდა.

    ასე, რომ გასულ წელს საქართველომ ყველაზე მეტი იმპორტი თურქეთიდან, ხოლო ყველაზე მეტი ექსპორტი ჩინეთში განახორციელა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური