ქართველი მოჭადრაკე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის "Titled Tuesday Blitz" გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2021 14:27
ქართველი მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის "Titled Tuesday Blitz" გამარჯვებული გახდა. ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე გამართულ ტურნირში, ქართველმა დიდოსტატმა მაქსიმალური 11-დან 10 ქულა მოიპოვა და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2019 წლის ჩემპიონმა მე-10 რაუნდში ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ნაკამურა 9.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი კიდევ ერთმა ამერიკელმა, რეიტინგის 34-ე ნომერმა, ჯეფრი შიონგმა დაიკავა, რომელმაც ასევე 9.5 ქულა მოიპოვა.
"Titled Tuesday Blitz" შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მასში 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი ყოველ სამშაბათს ტარდება და მასში მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.
წაკითხულია 161 ჯერ

Related items

  • ბრინჯაოს მედალი მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატიდან

    კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში დასრულდა მოჭადრაკეთა ევროპის მე-17 ინდივიდუალური ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ბაადურ ჯობავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 11 ტურად გამართული ტურნირის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, ჯობავამ თეთრი ფიგურებით მე-2 განთესვის მქონე პოლონელი რადოსლავ ვოიტაშეკი დაამარცხა და 8 ქულით მესამე ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონი რუსი ერნესტო ინარკიევი (2686) გახდა 9.0 ქულით, ხოლო ვერცხლის მედალი ლატვიელ იგორ კოვალენკოს (2644) ერგო 8.5 ქულით.

    ევროპის პირველობაზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობდა, რომელთაგან სამმა 6.5 ქულა მოაგროვა. დამატებითი მაჩვენებლებით, მერაბ გაგუნაშვილი (2569) 52-ე ადგილზე გავიდა, ლევან ფანცულაია (2613) - 53-ე იყო, თორნიკე სანიკიძე (2537) - 65-ე. რაც შეეხება ზურაბ სტურუას (2548), მან 6.0 ქულით 87-ე პოზიცია დაიკავა. 

  • გრან პრის ეტაპზე 4 ქართველი ქალი მოჭადრაკე ითამაშებს!

    19 აპრილიდან ბათუმი ქალთა მსოფლიო გრან პრის სერიის მორიგ ეტაპს უმასპინძლებს. პირველად ამ ტურნირის ისტორიაში, შეჯიბრში ერთბაშად 4 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს: ნანა ძაგნიძე,ნინო ბაციაშვილიბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი

    ფიდეს გადაწყვეტილებით, გრან პრის სერიის ტურნირთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. შესაბამისად, შეჯიბრს მონაწილეთა რაოდენობა დაემატა და ჩვენდა სასიხარულოდ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსი კიდევ ორ ქართველ მოჭადრაკეს მიეცა.

     

    ბათუმური ტურნირის მონაწილენი:

    1. ნანა ძაგნიძე (საქართველო)

    2. მარია მუზიჩუკი (უკრაინა)

    3. ჟაო ქსიუ (ჩინეთი)

    4. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)

    5. ვალენტინა გუნინა (რუსეთი)

    6. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი)

    7. ანა მუზიჩუკი (უკრაინა)

    8. ნინო ბაციაშვილი (საქართველო)

    9. ოლგა გირია (რუსეთი)

    10. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო)

    11. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო)

    12. ელინა დანიელიანი (სომხეთი)

  • ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

    ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მიმდინარე მოჭადრაკეთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მე-3 გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს რუსეთთან ერთად ლიდერობს.

    ქალთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი უკრაინა 2.5:1.5 დაამარცხა და პოზიციები გაიმყარა. თავისი პარტიები ლელა ჯავახიშვილმა (2479) და ნინო ბაციაშვილმა (2509) მოიგეს, ნაკრების პირველი ნომერი ნანა ძაგნიძე (2566) დამარცხდა, ბელა ხოტენაშვილმა (2512) კი ყაიმი ითამაშა. საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და მე-4 ტურში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

    წაუგებლად თამაშობს  ვაჟთა ნაკრებიც, რომელმაც მე-3 ტურში პოლონეთთან 2:2 გააფორმა. გამარჯვება მიხეილ მჭედლიშვილმა (2618) მოიპოვა, ბაადურ ჯობავამ (2668) და ლევან ფანცულაიამ (2567) ყაიმები დააფიქსირეს, ლუკა პაიჭაძე კი (2573) დამარცხდა. ქართველ მოჭადრაკეებს 4 ქულა აქვთ და მე-4 ტურში ხორვატიას ეთამაშებიან.

    უკრაინა - საქართველო 1.5:2.5
    მარია მუზიჩუკი (2542) - ნანა ძაგნიძე (2566) 1:0
    ბელა ხოტენაშვილი (2512) - ანა მუზიჩუკი (2534) 0.5:0.5
    ნატალია ჟუკოვა (2480) - ლელა ჯავახიშვილი (2479) 0:1
    ნინო ბაციაშვილი (2509) - ინა გაპონენკო (2401) 1:0

    საქართველო - პოლონეთი 2:2
    ბაადურ ჯობავა (2668) - იან-კშიშტოფ დუდა (2658) 0.5:0.5
    გჟეგოჟ გაიევსკი (2647) - მიხეილ მჭედლიშვილი (2618) 0:1
    ლევან ფანცულაია (2567) - მატეუშ ბარტელი (2624) 0.5:0.5
    რობერტ კემპინსკი (2614) - ლუკა პაიჭაძე (2573) 1:0

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური