აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 24 იანვარი 2021 17:49

აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. წინასწარი ვარაუდით, საბადო ენერგიის მომგებიან რეზერვებს შეიცავს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ზედამხედველობით, ონლაინ რეჟიმში გაფორმდა მემორანდუმი ორმხრივი განზრახვის შესახებ, რომლითაც წყალქვეშა საბადოს ერთობლივად შეისწავლიან და განავითარებენ. წყალქვეშა საბადო საბჭოთა მკვლევარებმა 1986 წელს აღმოაჩინეს.

ექსპერტების შეფასებით, ნახშირწყალბადების საბადო შეიცავს ბუნებრივ გაზს და მინიმუმ 50 მილიონ ტონა ნავთობს.

ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში წყალქვეშა საბადოს საკუთრებასთან დაკავშირებით ბაქოს და აშხაბადს შორის დავა იყო. საკითხის მოგვარება ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური მილსადენის განვითარებას. ესაა მრავალმილიარდიანი გეგმა, რომელიც ევროპასთან თურქმენეთის გიგანტური გაზის საბადოების დაკავშირებას ითვალისწინებს.

წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanma-da-turqmenetma-kaspiis-zghvashi-nakhshirwyalbadis-sabados-ertobliv-kvlevastan-dakavshirebit-shetankhmebas-miaghwies/

წაკითხულია 119 ჯერ

Related items

  • თურქმენეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქართველოში გოლფის ტურნირი მოაწყო

    თურქმენეთის საელჩომ თბილისში, საქართველოს სამოყვარულო და კორპორატიული სპორტის განვითარების ალიანსთან ერთად, 17 აპრილს ჩაატარა გოლფის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც მიეძღვნა 2021 წელს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად გამოცხადებას.

    ტურნირს ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის სამოყვარულო სპორტსმენები. სპორტული ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.

    ტურნირის დაწყებამდე აღინიშნა, რომ თურქმენეთში მაღალკვალიფიციური სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ყოვლისმომცველი ღონისძიებები ქვეყნის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

    აშხაბადში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩამოყალიბდა ძლიერი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია სხვადასხვა სპორტის სახეობების განვითარებისათვის. თურქმენეთის დედაქალაქში 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა ქვეყნის პირველი გოლფის კლუბი, რომლის პროექტიც შემუშავდა საუკეთესო უცხოური გამოცდილების საფუძველზე, ამ სპორტმა განვითარების სტიმულიც მიიღო.

    ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა გამარჯვებულების პრიზებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

  • თურქმენეთის დიპლომატიურმა მისიამ თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩაატარა

    5 აპრილს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში ჩაატარა მინიფეხბურთის ტურნირი, რომელიც მიეძღვნა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. შეჯიბრი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართველი სპორტსმენები.

    ტურნირის გახსნის დღესასწაულზე აღინიშნა, რომ 2021 წელი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული და ფართოდ აღინიშნება თურქმენეთშიც. აღნიშნული ღონისძიება თურქმენეთში ტარდება დევიზით „თურქმენეთი - მშვიდობისა და ნდობის სამშობლო”.

    აქვე ხაზი გაესვა იმასაც, რომ თურქმენეთში ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი სამუშაოები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ელიტური სპორტის განვითარებისა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

    ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

  • ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
    ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას.
    მათი მონაცემებით, მხარეებმა კოვიდ-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
    ეკატერინე ტიკარაძემ აზერბაიჯანის ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. დიპლომატმა თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
    შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ესწრებოდა.
    შეგახსენებთ, რომ „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1.4 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. შესაბამისად, დამატებითი დოზების მობილიზების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება მწარმოებელ კომპანიებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
  • თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ID ბარათებით მიმოსვლა 1 აპრილიდან იწყება

    მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა პირადობის დამადასტურებელი ID ბარათებით იქნება შესაძლებელი. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თურქეთის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე 2021 წლის 1 აპრილიდან ვიზის გარეშე ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ე.წ. „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმების თაობაზე ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.  

  • ვლადიმერ კონსტანტინიდი აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

    17 მარტს, ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას დაესწრო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი, რომელმაც დღესასწაული მიულოცა დამსწრე საზოგადოებას. ამის შესახებ საგარეო უწყება აქვეყნებს ინფორმაციას.

    მათი თქმით, მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ისაუბრა დღესასწაულის მნიშვნელობაზე და საქართველოში მისი აღნიშვნის ტრადიციაზე. ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს, ორი ერის განსაკუთრებულ მეგობრობას და წარმატება და კეთილდღეობა უსურვა აზერბაიჯანელ ხალხს.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ორგანოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური