სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა გაგრძელდა 15 აპრილამდე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 15 იანვარი 2021 20:06

დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.

„ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება. დღეიდან, პენსიისა და სოციალური სარგოს მიმღები პირები შეუფერხებლად ისარგებლებენ ლიბერთის ბარათებით. ჩვენ ვითვალისწინებთ ვირუსის გამო შეზღუდულ მობილობას და მინდა აღვნიშნო, რომ მთელი გუნდი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო გამარტივებული და ადაპტირებული დისტანციური სერვისები შევთავაზოთ.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია დისტანციური და თვითმომსახურების სერვისები. გარდა ამისა, ისინი სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს და ნიკორა სუპერმარკეტის ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის პერიოდში დაინერგა ტერმინალიდან თანხის გამოტანის ინოვაციური სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს საკუთარი ანგარიშიდან მიიღონ 50 ლარამდე თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge (R)

წაკითხულია 324 ჯერ

Related items

  • ლიბერთი მცირე საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებში მცხოვრებთა მხარდაჭერას განაგრძობს

    დღეს, ლიბერთი ბანკსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შორის მორიგი მემორანდუმი გაფორმდა.

    ლიბერთი კვლავ რჩება ზრუნვის სააგენტოს გამორჩეულ პარტნიორად და აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებშიწლების წინ დაწყებულ საქმეს - ქვეყნის მასშტაბით არსებულიმცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრების კომუნალური ხარჯების სრულ ანაზღაურებას მთელი წლის განმავლობაში.

    ლიბერთი სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მცირე საოჯახო ტიპის 46 სახლისა და მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს სრულად აფინანსებს, რაც მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს.

    2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 298 ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის 70 შშმ ბავშვი. ბოლო მონაცემებით, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის დღის ცენტრის და სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა 261 ბენეფიციარმა. აქედან დღის ცენტრით - 171, სადღეღამისო თავშესაფრით - 90 პირმა.

    „ჩვენი გუნდი,  ახლა უკვე  „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, განაგრძობს ადამიანებზე ზრუნვას.

    ნებისმიერი სახის თანადგომა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით იმ ბავშვებისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

    ლიბერთის ახალი გუნდის მიზანია, გავაუმჯობესოთ და უკეთესობისკენ შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ საოჯახო სახლებსა და თავშესაფრებში მცხოვრები ადამიანებისთვის შესაფერისი პირობების შექმნას.“-განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თეა ლეშკაშელმა.

    „ამ მასშტაბის კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო უწყების მხარდაჭერა და გვერდში დგომა უპრეცედენტოა, მით უფრო როცა ზრუნვის სააგენტოსთან პარტნიორული თანამშრომლობა წლების განმავლობაში უწყვეტად გრძელდება. სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების საცხოვრებელი საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასა და კომუნალური ხარჯების ანაზღაურებას სრულად ფარავს ლიბერთი ბანკი. 

    ლიბერთიმ დაამტკიცა, რომ აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განვითარებაში, არის მხარდაჭერის ინიციატორი და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით,- აღნიშნა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ.

     

  • ლიბერთი ფარმადეპოსთან ერთად უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

    დღეს, ლიბერთი ბანკსა და ფარმადეპოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით, ყოველდღიურად, ყველაზე დაბალი ფასით შეძლებენ.

    სპეციალური ფასები გავრცელდება ლიბერთის ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად -კარდიოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურძვალ-დიაბეტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.

    ამას გარდა, ყველა სხვა დასახელების მედიკამენტებზე, როგორც სარეცეპტო ასევე არასარეცეპტო წამლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ფარმადეპოს ქსელში ყოველდღიური 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

    „ჩვენმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ლიბერთი ყალიბდება როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი. სტრატეგიის ‘ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის’ ფარგლებში ჩვენ განვაგრძობთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას.

    მოხარულები ვართ, რომ ფარმადეპოსთან წარმატებულად ვთანამშრომლობთ უკვე რამდენიმე წელია და დღეს, ერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა არსებული პირობები და დღეიდან ისინი საუკეთესო ფასად შეიძენენ მათთვის საჭირო მედიკამენტებს.

    ლიბერთი მომავალ წელსაც  განაგრძობს სოციალურ შედეგებზე ორიენტირებული ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას’ - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

    ‘გულწრფელად გვიხარია, რომ სოციალური პროექტი, რომელსაც უკვე მესამე წელია ვანხორციელებთ ლიბერთი ბანკთან ერთად, კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ხდება. უკვე დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს ფარმადეპოში წარმოდგენილ ყველა მედიკამენტზე - როგორც ქრონიკულად მისაღებ, ასევე, სიმპტომურად სამკურნალო წამლებზე.’ - განაცხადა ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა,

    "ლიბერთი ბანკის" პრეს-რელიზი

  • ახალი ლიბერთის ლოიალობის პროგრამა - ქეშბექის და Visa-ს საახალწლო აქცია

    ლიბერთის გუნდი მასშტაბური ახალი წლის აქციის შემდეგ თავის მომხმარებელს კიდევ ერთ - ქეშბექის საახალწლო აქციას სთავაზობს.

    „ახალი ლიბერთი  ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის ფარგლებში, ლიბერთიმ მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების ახალი სერია დააანონსა და კიდევ ერთი აქცია შესთავაზა მომხმარებლებს.  

    ლიბერთის Visa  ბარათის მფლობელები შეძლებენ აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი 50%-მდე ქეშბექი მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე. ლიბერთის ლოიალობის პროგრამა ქეშბექი -  400-მდე მეგობარ კომპანიას აერთიანებს (Cashback.ge)

    დამატებით, აქციის პერიოდში, ლიბერთის ახალი საკრედიტო ბარათების  მფლობელებისთვის +10% ქეშბექი გავრცელდება ‘ახალი’ ბარათით გადახდისას.

    ქეშბექის საახალწლო აქციაში მონაწილე  მეგობარი ობიექტები და აქციის თარიღებია:

    22 დეკემბერი - ბიბლუსი-30%        

    23 დეკემბერი -პოსტერეიშენ -50%  

    23-26დეკემბერი-Citrus.Ge-15%

    24 დეკემბერი -სმაგლერსი-30%      

    25 დეკემბერი -მიდეა და ბელჰაუსი-30%        

    26 დეკემბერი-იკანი-50%                    

    27 დეკემბერი -სეზონი-50%

    28 დეკემბერი -საპოვნელა-50%       

    29 დეკემბერი -აზზატო-50%

    30 დეკემბერი-Jungle fever/JF beauty studio-40%      

    აქციის ფარგლებში, თითოეულ მეგობარ ობიექტში, ერთ მომხმარებელზე დაბრუნებული ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ხოლო  “მიდეასა და ბელჰაუსში - 1000 ლარს.

    აქციაში ჩართულ ობიექტებში   “მიდეა/ბელჰაუსი"  და  “SEZONI.GE” მომხმარებლებს  საშუალება ექნებათ ადგილზე აიღონ ლიბერთის Visa ბარათები.

    „ჩვენი გუნდის მიზანია, „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“  სტრატეგიის ფარგლებში ადამიანებს შევთავაზოთ მარტივი და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტები, ასევე გავზარდოთ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჩვენი მომხმარებლის ლოიალობა.

    წინასაახალწლოდ  ჩვენ თითქმის ყველა სამომხმარებლო პროდუქტზე გავაუმჯობესეთ პირობები და შეთავაზებები. იმედი მაქვს, ახლა უკვე  ქეშბექის და Visa-ს ერთობლივი აქციით  უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. მინდა მადლობა გადავუხადო Visa-ს და ჩვენს მეგობარ ობიექტებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ახალ წლამდე ლიბერთის მომხმარებელს კიდევ რამდენიმე სიახლეს შევთავაზებთ.“ - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.

    ქეშბექის საახალწლო აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge 

    "ლიბერთი ბანკის" პრეს-რელიზი

  • ლიბერთის ბანკომატებში ფულადი გზავნილების მიღებისა და გაგზავნის ახალი სერვისი დაინერგა

    ლიბერთი აგრძელებს ციფრულ ტრანსფორმაციას და ალტერნატიული არხების სწრაფ განვითარებას. ამჯერად, ლიბერთის მომხმარებლისთვის 630-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, ფულადი გზავნილების მიღების, განაღდებისა და გაგზავნის ინოვაციური ფუნქციონალი გახდა ხელმისაწვდომი.

    ლიბერთის ბანკომატებში ნებისმიერ დროს, ყველა ბანკომატში უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო ფულადი გზავნილების მიღება შემდეგი სისტემებით: Contact, Ria, Welsend, Unistream, Zolotaya Korona. საერთაშორისო გზავნილის განაღდებას ბანკომატიდან მომხმარებლები სპეციალური, საუკეთესო კურსით შეძლებენ.

    საქართველოს მასშტაბით ‘ლიბერთი ექსპრესი’ გზავნილების გაგზავნა და მიღება უკვე ბანკომატითაც არის შესაძლებელი, ფილიალში ვიზიტის გარეშე.

    ლიბერთის ბანკომატებს განახლებული ინტერფეისი და სრულიად ახალი მომხმარებლის გამოცდილება აქვს, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია - გზავნილების კომფორტულად მიღება და გაგზავნა მომხმარებელს ფილიალებისა და ბანკომატების გარდა, ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკშიც შეუძლიათ.

    „პანდემიის პირობებში მომხმარებლების საბანკო საჭიროებებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების ციფრულ არხებში ინტეგრაციის პროცესს. ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნის სერვისის ბანკომატებში დანერგვით, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზეთ გზავნილების მიმოცვლის მარტივი პროცესი 24/7-ზე. ახალი სტრატეგიის ფარგლებში უკვე არაერთი გაციფრულებული სერვისი დავნერგეთ ჩვენს დისტანციურ არხებში, რაც თავის მხრივ, ემსახურება მომხმარებლისთვის ახალი გამოცდილების და ბანკისთვის კონკურენტული უპირატესობის შექმნას“ – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

    აღსანიშნავია, რომ „თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - ლიბერთის საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ამ არხიდანაც ავტომატურად ჩაერთვება ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც საერთაშორისო გზავნილს მიიღებს და გაანაღდებს. გათამაშების ფარგლებში ყოველი მე-10 მომხმარებელი მომენტალურად ჯილდოვდება 10 ლარით, ხოლო ყველაზე აქტიური მომხმარებლებისთვის დაწესებულია 200 და 500 ლარიანი პრიზები.

    გზავნილებით ბანკომატის საშუალებით სარგებლობა მარტივია, დეტალურ ინფორმაციას ლიბერთი თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge

    "ლიბერთი ბანკის" პრეს-რელიზი

  • პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლიბერთის ინიციატივა

    ლიბერთი ბანკის,     გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია რაჭაში გაგრძელდა.

    ამბროლაურში გამართულ  შეხვედრას  დაესწრნენ  რაჭასა და ლეჩხუმში  მცხოვრები ქალები, რომლებიც  FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში’’ არიან ჩართულნი. მათ ლიბერთის დირექტორის მოადგილემ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით   ირაკლი აბაშიძემ გააცნო ინფორმაცია  ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში გენდერული თანასწორობის როლის, ფინანსურ დაგეგმვასა და იმ საბანკო სერვისებზე, რომელსაც ლიბერთი  სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

    შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

    უკვე ორი წელია შეხვედრები ლიბერთი  ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება.

    ,,ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის  რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად.

    ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“,  მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ  განვაგრძობთ  ქალების მხარდაჭერას  და მათი  გაძლიერებისათვის  ხელმისაწვდომი პროდუქტების შექმნას.

    ასევე, ლიბერთის ახალი სტრატეგიის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენება, მომხმარებლისთვის  მარტივი მომსახურების   შეთავაზება და რეგიონში  აგრობიზნესის განვითარებაა- განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.

    „მოხარული ვარ, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გაეროს სააგენტოებმა ძალისხმევა გააერთიანეს და,  კერძო სექტორთან პარტნიორობით, საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმეს. ეს ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და  გენდერული თანასწორობის  საკითხებში  მამაკაცების მეტი ჩართულობისკენაა მიმართული“, - განაცხადა  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენდერული საკითხების კოორდინატორმა ია მირაზანაშვილმა.

    სოფლად მცხოვრებ ქალებთან ლიბერთის,     გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მორიგი, ერთობლივი შეხვედრები 2022 წელს  ახალ სამიზნე რეგიონებში გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური