უცხოელი კოლეგები დ. ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 12 იანვარი 2021 13:51

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ასევე  რუმინეთის, უნგრეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები, ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.

„მსურს პატივისცემა დავადასტურო საქართველოს მთვარობის მიერ გამოჩენილი იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც გამოყენებულ იქნა ჯანდაცვის სფეროში გაჩენილი გამოწვევბის დაძლევისა და საქართველოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში წარდგენილი პრიორიტეტების გატარების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მანდატის შესაბამისად, ევროპის საბჭოში ეს შესამჩნევი წვლილი გაგრძელდება და ველი ამ ბრყინვალე თანამშრომლობის გაგრძელებას. თქვენ ყოველთვის ახდენდით იმის დემონსტრირებას, რომ ამ მიმართულებით ორგანიზაციას შეუძლია საქართველოს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, ქვეყნის, რომლიეც განუწყვეტლივ და აქტიურად მუშაობდა ჩვენი საერთო ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების განმტკიცებისთვის,“ - აღნიშნულია მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის მიმართვაში.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი მზაობას გამოთქვამს საქართველოსთან მჭიდრო დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად. რუმინეთის პირველი დიპლომატი, ბოგდან აურესკუ კი, იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება არა მხოლოდ არსებული მიღწევების კაპიტალად ქცევის, არამედ საერთო ინტერესებისთვის ყველა სფეროში ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებასაც წარმოშობს.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი დიპლომატები მიმართვებში ხაზგასმით, კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების, ისევე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

წაკითხულია 271 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში

    2021 წლის 22-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტს ეწვევა.

    საგარეო უწყების ადმინისტრაციის ცნობით, დ. ზალკალიანი თავის უკრაინელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნება რეგიონალურ უსაფრთხოებასთან და საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

    ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს გამართავს პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ამასთან, საქართველოსა და რუმინეთის პირველი დიპლომატები ხელს მოაწერენ 2021-2022 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროების სამოქმედო გეგმას.

    ვიზიტს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება. "მოხარული ვარ, რომ მივემგზავრები რუმინეთში, რათა ჩემს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან ერთად მონაწილეობა მივიღო რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში და განვიხილო მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაცია და რეგიონული უსაფრთხოება. მადლიერი ვარ ჩემი კოლეგებისა ამ შესაძლებლობისთვის," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

  • გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მომხსენებლად აირჩია

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე თემაზე - „კოვიდ-19-ის პანდემიის გავლენა ევროპული ციხეების პატიმრებზე“ მომხსენებლად აირჩია. ამის შესახებ პარლამენტის ადმინისტრაცია იუწყება.

    კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს შუამდგომლობის საკითხი განიხილა, რომელიც მომხსენებლის არჩევას ითვალისწინებდა. შუამდგომლობის ავტორი თავად გივი მიქანაძე იყო.

    დეპუტატი სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც 47 წევრ სახელმწიფოში ციხეებში კვლევას ჩაატარებს, თუ როგორ შეიზღუდა პატიმართა უფლებები პანდემიის პერიოდში და როგორ მოხდა შეზღუდული უფლებების კომპენსირება, ასევე, რა პრევენციული ღონისძიებები გატარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციისთვის და როგორია პერსონალის ჩართულობა.

    აღნიშნული კვლევის საფუძველზე, საუკეთესო პრაქტიკისა და ევროპის საბჭოს სტანდარტების გათვალისწინებით, რეზოლუციის პროექტი მომზადდება, რომელიც 2022 წლის პირველ ნახევარში ჯერ იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს, ხოლო შემდეგ საპარლამენტო ასამბლეას პლენარულ სხდომაზე წარედგინება.

    „ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ამ შუამდგომლობის ავტორიც და შემდგომში, რეზოლუციის პროექტზე მოკვლევის განმახორციელებელიც ქართული დელეგაციის წარმომადგენელი იქნება და ამ დოკუმენტს მიენიჭება ევროპის საბჭოს რეზოლუციის სტატუსი, მაგრამ, რეალურად, ეს იქნება თავიდან ბოლომდე ქართული დელეგაციის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რაც შესაძლებლობას მისცემს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ იხელმძღვანელონ იმ სტანდარტებით, რომლებიც სწორედ ამ რეზოლუციის ფორმატში იქნება გაწერილი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია

    საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 19-22 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხი, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა, ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტები და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პროცესები იქნება.

    პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასა და მათი სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ასამბლეას სიტყვით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე მიმართავს. სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანთან, ანდრეას კიფერთან, ასევე, ევროპის საბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირებთან.

    „მნიშვნელოვანია, რომ ამ საგაზაფხულო სესიას სიტყვით მიმართავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავით სასოლი, მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი, ასევე იქნება დებატები, იქნება როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ასევე ადამიანის უფლებათა კომისრის დუნია მიატოვიჩის სიტყვით გამოსვლა, რომლის დროსაც, ვგეგმავთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ მის ვიზიტზე წლის განმავლობაში საქართველოში და განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ",- განაცხადა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    პარლამენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: კახა კუჭავა, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი და ლევან იოსელიანი მიიღებენ.

  • ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება: მიუხედავად პანდემიისა, პროგრესი სახეზეა 2020 წელს, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა

    სტრასბურგი, 31.03.2021 – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო წლიური ანგარიშის თანახმად, ევროპის სახელმწიფოები აგრძელებენ პროგრესს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიისა.

    თუმცა, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა და პატიმრობის არასათანადო პირობები, ასევე სახელმწიფოთაშორისი საქმეები და უფლებებისა და თავისუფლებების არამართლზომიერ შეზღუდვებთან დაკავშირებული საქმეების მზარდი რაოდენობა.  

    „დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ვალდებულებას, აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის რთულ გარემოებებში,“ აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

    „ასევე ძალიან პოზიტიურია ის გარემობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ჩართულობა პროცესში თანდათან იმატებს, რაც ზრდის მის ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.“

    „მიუხედავად ამისა, ახლა არ არის თვითკმაყოფილების დრო. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვლავ აღუსრულებელია წლების განმავლობაში და მაღალი რეზონანსის მქონე საქმეების მცირე რაოდენობა არ სრულდება სათანადო სისწრაფით. ჩვენი წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები დროულად და სრულფასოვნად. ეს არ არის კეთილი თხოვნა - ეს არის სავალდებულო მოთხოვნა.“

    ანგარიში აჩვენებს, რომ შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომების შედეგად, მინისტრთა კომიტეტმა 2020 წელს 983 საქმე დახურა. ამ 983 საქმიდან 187 (19%) „წამყვანი“ საქმე იყო, რომელიც ახალ სტრუქტურულ ან სისტემურ პრობლემას ავლენდა, ხოლო 796 (81%) განმეორებით საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. 

    2020 წლის ბოლოს 5,233 საქმე ჯერ კიდევ არ იყო სრულად აღსრულებული შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ, მათ შორის 1,258 (24%) წამყვანი და 3,975 (76%) განმეორებითი. 634 წამყვანი საქმე 5 წელიწადზე მეტი იყო აღსრულების პროცესში, თუმცა 2016 წლიდან ასეთ საქმეთა რაოდენობა მცირდება.

    ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელს ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივანთათვის მიკუთვნებული "სამართლიანი დაკმაყოფილების“ გადახდა დროულად განხორციელდა 581 შემთხვევაში. თუმცა, 2020 წლის დასასრულის მდგომარეობით, მინისტრთა კომიტეტი თანხის გადახდის დადასტურებას ელოდა 1,574 საქმეში, რომელთა ორ მესამედზე მეტის შემთხვევაში კომიტეტი დადასტურებას ელოდა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

    და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 2020 წელს მინისტრთა კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისაგან მიიღო რეკორდული რაოდენობის - 176 ფორმალური კომუნიკაცია 28 სახელმწიფოსთან მიმართებით. კომიტეტმა ასევე მიიღო პირველი ხუთი კომუნიკაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისაგან.

    დამატებითი ინფორმაცია

  • თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ძალისხმევა უნდა წარიმართოს თურქულ ბაზარზე ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე - აცხადებს დ. ზალკალიანი
    ანკარა, 2021 წლის 3 მარტი - საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.
    საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები, საფრთხეები და პერსპექტივები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითადი ფოკუსით არსებულ ეკონომიკურ პროექტებზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურ განვითარებას და სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს ჩვენს რეგიონს.
    საქართველოს ვიცე-პრემიერმა მადლიერება გამოხატა თურქეთის ურყევი პოზიციისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე თურქეთის მტკიცე მხარდაჭერის გამო საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით.
    მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ პანდემიის გამო გადადებული საბჭო გაიმართება უახლოეს პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ორი ქვეყნის უწყებების უფრო აქტიურ თანამშრომლობას.
    ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის განვითარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. დეტალურად იქნა განხილული სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ძალისხმევა უნდა წარიმართოს თურქულ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე.
    მხარეები მიესალმნენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების ფარგლებში ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციისა და თურქეთს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს. აღნიშნული შეთანხმება დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.
    აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.
    მრავალმხრივ ჭრილში მხარეები მიესალმნენ რეგიონში არსებულ სამმხრივ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ფორმატს, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ფორმატის გაღრმავებას რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.
    განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა მშვიდობიანი განვითარების ცალსახა მხარდაჭერას და ამ მხრივ კმაყოფილება გამოიხატა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო ახალ რეგიონალურ ინიციატივებს და აღნიშნა რომ ნებისმიერი ხასიათის ინიციატივა უნდა ეფუძნებოდეს და მათი იმპლემენტაცია შესაძლებელია მხოლოდ მონაწილეთა მხრიდან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერის პირობებში. ამას გარდა, მინისტრმა ზალკალიანმა განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები ღია უნდა იყვნენ თანამშრომლობის ინიციატივებში ევროპიდან და აზიიდან პარტნიორების ჩართვაზე, ხოლო თავად მსგავსი თანამშრომლობა ფოკუსირებულ უნდა იქნეს ეკონომიკურ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნების მდგრად განვითარებას, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური