ილჰამ ალიევმა ქ. შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2021 11:10

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა. ამის შესახებ მან კულტურის მინისტრად ანარ ქარიმოვის დანიშვნასთან დაკავშირებული ვიდეო-კონფერენციის მსვლელობის დროს განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ შუშაში დაიწყო სამუშაოები ქალაქის სრულმასშტაბიანად აღსადგენად. „მე ვაცხადებ ქალაქ შუშას აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად. ქალაქი შუშა ამას იმსახურებს. მივიჩნევ, რომ ქალაქი შუშა შეიძლება ჩაითვალოს არ მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რეგიონის კულტურულ დედაქალაქად. შუშას აღდგენაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჩემი დავალებით, იქ ბევრი თანამშრომელი გააგზავნეს. უნდა ჩატარდეს ისტორიული ძეგლების აღწერა, ზუსტად უნდა დაითვალონ მიყენებული ზიანი და უნდა დავიწყოთ ქალაქ შუშას რესტავრაცია“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

პრეზიდენტმა ალიევმა ასევე განაცხადა, რომ შუშაში უნდა ჩატარდეს ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი". "დაგეგმეთ, რომ ეს ორი ღონისძიება - ვაგიფის პოეზიის დღეები და "ჰარა ბულბულის" ფესტივალი წელს შუშაში ჩატარდება”, - დასძინა ქვეყნის მეთაურმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მან დაავალა საერთაშორისო აეროპორტის აშენება აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქ ფიზულიში.

შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში მდებარე ქალაქი შუშა აზერბაიჯანის მხარემ 8 ნოემბერს დაიკავა.

წაკითხულია 361 ჯერ

Related items

  • სომხეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა შეიარაღებულმა შენაერთებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს 10-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი ელემენტები არიან განლაგებული, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან, სნაიპერული და სხვადასხვა კალიბრის იარაღით მთლიანობაში 10-ჯერ ესროდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის და ფიზულის რაიონების მიმართულებით.

    სამინისტრო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ აზერბაიჯანის არმიაში პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგი არ ყოფილა რა, სომხურ მხარეს ადეკვატური პასუხი გაეცა.

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაძაბულობაზე, რომელიც განვითარდა როგორც საზღვარზე, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსული ელემენტები არიან განლაგებული, სომხეთის ადმინისტრაციას ეკისრება.

     

  • ყარაბაღში სიტუაცია ისევ დაიძაბა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღში, არალეგალური სომხური შეიარაღებული ელემენტების რამდენიმე პოზიცია განადგურდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ხოლო ყოფილი აღდერეს პროვინციის ანუ, იუქარი ორატაღის დასახლებაში განხორციელდა ავიაიერიში, რის შედეგადაც განადგურდა და დაშავდა ცოცხალი ძალა, ასევე რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალები.

    აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ დაიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „ანგარიშსწორება“, რომლის ფარგლებში მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე დაამყარეს კონტროლი.

    მათივე ინფორმაციით, ოპერაციები განხორციელდა იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა აღნიშნული ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო რაც, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციების მიმართ ცეცხლი იქნა გახსნილი, რის შედეგადაც ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

    მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაციების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2022/08/04/qarabag-shi-situac-ia-isev-daiz-aba-1863453

  • თბილისში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

    თბილისში გუშინ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „აზერბაიჯანი - საქართველო: საუკუნეების გამოცდა, მეგობრობის მემკვიდრეობა“ გაიმართა.

    ღონისძიების გახსნაზე სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში ფაიგ გულიევმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა. გამონსვლელებმა აღნიშნეს რომ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და რომ ორ ხალხს შორის მეგობრობის კავშირები აგებულია ქართველებისა და აზერბაიჯანელების საერთო წარსულიდან გამომდინარე ძმობის საფუძველზე.

    მოგვიანებით, ANAS-ის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ კარიმ შუკუროვის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ქეთევან შოშიაშვილის თანათავმჯდომარე აკადემიურ პანელზე, აზერბაიჯანელმა და ქართველმა მეცნიერებმა განიხილეს ურთიერთობის ისტორია, განსაკუთრებით თანამშრომლობა. აზერბაიჯანი და საქართველო მე-20 საუკუნის დასასრულს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, აწვდიდნენ მოხსენებებს კავკასიაში მშვიდობისთვის პარტნიორობის, ასევე ჩვენი ხალხების ურთიერთკულტურული გავლენის შესახებ. კონფერენციის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ორი ქვეყნის მეცნიერებს შორის ერთობლივი კვლევითი პროექტების გაფართოების, ასევე აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის შესახებ ერთობლივი სამეცნიერო ტომის გამოცემის მიზნით.

    საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმავე დღეს კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. რადბირში საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოხელე ელდარ ნადირაძის მიერ მომზადებული წიგნის „ყარაბაღის სახანოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე ისაუბრეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა ელშად ისკანდეროვმა და სხვა მეცნიერებმა და აღნიშნეს, რომ წიგნი გამოიცა ელეგანტურად და დეტალური ინფორმაცია ისტორიის შესახებ. 

    საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს საერთაშორისო კავკასიის უნივერსიტეტისა და ევრაზიის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, ქართველი დიპლომატები, მეცნიერები, მკვლევარები და მედიის წარმომადგენლები.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • ევროკავშირს სურს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიღება გააორმაგოს

    ევროკავშირს სურს რუსული ბუნებრივი გაზის ალტერნატივად გააორმაგოს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიღება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ევროკავშირის კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც აზერბაიჯანში შეხვედრები გამართა, სოციალურ ქსელში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ პოსტი გააზიარა.

    ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ისინი დღეს აზერბაიჯანთან ახალ ენერგეტიკულ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს და დაამატა: „ევროკავშირი მიმართავს ენერგიის უფრო სანდო მომწოდებლებს“.

    ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „ჩვენი მიზანია გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის მიწოდება რამდენიმე წელიწადში“ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოებისა და კლიმატის მეგობარ ტრანსფორმაცაში.

    ფონ დერ ლაიენს აზერბაიჯანში თან ახლავს ევროკომისიის ენერგეტიკაზე პასუხისმგებელი წევრი კადრი სიმსონი.

  • ​თბილისმა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლა

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი დელეგაციასთან ერთად თბილისს გუშინ დილით ეწვია. თბილისში,  დელეგაციასთან ერთად  იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.
    ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან.
    აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან შეხვედრა გამართა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
    შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ერთის მხრივ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დღის წესრიგი.  ასევე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები.
    შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.  ამ კონტექსტში ქართული მხარე მიესალმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების  სტუმრობას თბილისში და კიდევ ერთხელ გამოხატა  მზაობა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
    კოლეგებთან შეხვედრის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა  აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით ორმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრას.
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს მეზობელი და მეგობარი ქვეყნების აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში სტუმრობას და იმედს გამოთქვამს რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და რეგიონის სტაბილური განვითარების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხების გადაჭრა,  პოზიტიური დინამიკის შექმნა და რეგიონის პოტენციალის განვითარება.
    საქართველო გამოთქვამს მზაობას მომავალშიც უმასპინძლოს მხარეთა შორის მსგავსი ფორმატის დიალოგს რეგიონის საკეთილდღეოდ.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური