"კრეატორიუმის" ვან გოგი და ფიროსმანი. მ. წიქარიძემ და ნ. მაზმიშვილმა სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020 10:34

არტსალონ „კრეატორიუმის“ facebook-ის გვერდს როცა ეცნობით, ამ პატარა ჩანაწერს იპოვით „ჩვენ ვართ კრეატიული ხელოვანები, რომლებიც მოგიხატავთ ყველაფერს, რასაც თქვენი თვალი ხედავს!“  

„კრეატორიუმის“ მთავარი მეგობრები ვან გოგი და ფიროსმანი არიან. მთავარი ფერი ლურჯია – სიმშვიდის ფერი. შემოქმედებით პროცესს pink floyd-ის blue sky გასდევს ფონად, ვინსენტ ვან გოგი და ნიკო ფიროსმანი მათი შემოქმედების კონცეპტუალური ხაზია. ასე იქმნება კრეატივი „კრეატორიუმში“. მათი მთავარი ამბავიც ერთ კოსმიურ ყუთში ეტევა. ყველაფერი თავისუფალი ახალგაზრდული იდეით გორში დაიწყო. შემოქმედებითი სამეწარმეო საქმიანობის ინოვაციური პლატფორმა – „კრეატორიუმის“ დამფუძნებლები მარიამ წიქარიძე და ნინო მაზმიშვილი არიან. ახალგაზრდა მეგობრებმა სამეწარმეო სკოლაში მიღებული ცოდნა წარმატებით გამოიყენეს და ახლა უკვე საკუთარი ბიზნესის გაფართოებას ცდილობენ. იდეების რეალიზება მათთვის უკვე ბიზნესსაქმიანობად იქცა.

სამეწარმეო სკოლა თანამედროვე იდეებისთვის

არტსალონი „კრეატორიუმი“ მცირე სამეწარმეო ბიზნესსაქმიანობას ეწევაისი დამფუძნებლები სამეწარმეო სკოლის კურსის გავლის შემდეგ თავდაჯერებულად შეუდგნენ საკუთარი მეგობრული იდეის მასშტაბურ რეალიზებასსამეწარმეო სკოლის მიზანიც სწორედ ეს არისხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დაეხმაროს მათ სამეწარმეო უნარჩვევების გამომუშავებასა და ბიზნესგარემოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაშიპროექტი ახალგაზრდების განათლებასა და დასაქმებას ემსახურება და დღემდე არაერთ ადამიანს დაეხმარა საკუთარი საქმიანობის წამოწყებაში.

ბოლო ათწლეულში სულ უფრო ხშირია შემთხვევებიროცა ინოვაციურიორიგინალური იდეებისათვის შექმნილი სტარტაპები სწრაფად ვითარდებასამეწარმეო სკოლაში მიღებული კვალიფიციური ცოდნა ახალგაზრდას ეხმარებათუ როგორ უნდა გარდაქმნას იდეა ბიზნეს-პროექტადსწავლების პროცესში ის უკვე პრაქტიკულ გზებს ხედავსროგორ აქციოს თუნდაც თავისი დიდი ხნის ბავშვობის ოცნება ან ჰობი ბიზნეს-შესაძლებლობად.

ასე იქცა სამეწარმეო სკოლიდან ორი მეგობრის იდეა ბიზნეს-საქმიანობად.

საჭირო დროს საჭირო ადგილას...

„ეს პროექტი ჩვენს სფეროსა და ზოგადად, ბიზნეს-საქმიანობის მართვაზე კარგად არის მორგებული, რაც ძალიან დაგვეხმარა ცნობიერების ამაღლებასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში. სამეწარმეო სკოლამ საკმაოდ ბევრი რამ გვასწავლა და ბიზნესის სფეროში სწორად ორიენტირებაში დაგვეხმარა. ამ ეტაპზე მხოლოდ ბანკის სესხით ვსარგებლობთ, მაგრამ არ ვწყვეტთ დაფინანსების გზების ძიებას. ამაში სამეწარმეო სკოლაც აქტიურად გვიჭერს მხარს“.

მარიამი სამი მცირეწლოვანი შვილის ახალგაზრდა დედაანინო კი საზღვრისპირა სოფელ დიციდანაადიდი ხნის განმავლობაში მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები პოპულარობით მხოლოდ სამეგობრო წრეში სარგებლობდადღეს უკვე საკუთარ ოფისში გიმასპინძლებენ და კომპლექსურ შემოქმედებით სერვისებს შემოგთავაზებენქმნიან სხვადასხვა ხელნაკეთ სუვენირსმოხატულ ჩანთებსგრავირებულ სურათებსსასაჩუქრე ყუთებსალბომებსპორტრეტებსხატავენ გარე ფასადსა და სამოსზემუშაობენ თიხაზე.

სამეწარმეო სკოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნინოსა და მარიამის ცხოვრებაშიახალგაზრდებს სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებისა და განვითარების მიზანი აქვთრის მიღწევასაც პროექტის დახმარებით გეგმავენახალგაზრდა მეწარმეებმა უკვე ისარგებლეს მენტორის მომსახურებითმათ ქორწილებისა და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული კვალიფიციური კონსულტაციები დიზაინერული კომპანია „კოჩინელას“ ხელმძღვანელ ია საგინაშვილისაგან მიიღეს.

თანამედროვე და თავისუფალი ქართველი ახალგაზრდების − ნინოსა და მარიამის ამბავი ერთ-ერთია მრავალთაგან და მაგალითია სხვებისთვის

„არ უნდა მოუსმინოთ სხვების უარყოფით შეფასებებს, ყველაფერი უნდა გააკეთოთ საკუთარი მიზნებისთვის. მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოთ. ჩვენ ფაქტობრივად ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. გარშემო მყოფების სკეპტიციზმმა არ გვათქმევინა საკუთარ იდეაზე უარი და ყველაფერი უფრო კარგად წარიმართა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა და უკეთესები წინ გველის. დღეს „კრეატორიუმში“ დაგხვდებათ კრეატივი და ბევრი პოზიტივი.

ჩვენ დაგეხმარებით ინტერიერის მოწყობაში ჩვენვე ნაკეთობებით, რომლებიც ექსკლუზიურად თქვენთვის შეიქმნება. ასევე, დაგეხმარებით წვეულებების, თქვენთვის მნიშვნელოვანი დღეების ორგანიზებასა და გალამაზებაში. ჩვენ შეგვიძლია თქვენი ნებისმიერი ფანტაზია რეალობად ვაქციოთ. აქ ჩვენ, ყველას სრული თავისუფლება და ხელოვნების დიდი სიყვარული გვაერთიანებს. შემოქმედებითი მეწარმეობის მიზნით შექმნილი „კრეატორიუმი“, კრეატიულ მომსახურებასთან ერთად, არტ-თერაპიისა და გამოყენებითი ხელოვნების წრეებსაც აერთიანებს, სადაც მსურველებს ხელოვნებასთან ზიარება ასაკის შეუზღუდავად შეუძლიათ“.  

ახლა გოგონებს მხოლოდ პოსტკორონა“ პერიოდი და ხალხის ნდობა სჭირდებათნდობის საპასუხოდ კი განსაკუთრებული დღეების დაუვიწყარ მოგონებებად ქცევას ჰპირდებიან. „კრეატორიუმის“ პოსტები სავსეა პოზიტივით.

  • სანამ ვან გოგი კარანტინშია, რა დევს კოსმიურ ყუთში?
  • ალბომი ფოტოებით ოჯახის ან ერთი ადამიანის ცხოვრებისეული ამბებით სხვადასხვა ეტაპზე, საუკეთესო დღე უნდა იყოს საუკეთესო.
  • ვან გოგი და ფიროსმანი რომ გეწვიოთ სახელოსნოში, რას ჰკითხავდით?
  • ჩვენ ვართ კრეატიული ხელოვანები, რომლებიც მოგიხატავთ ყველაფერს, რასაც თქვენი თვალი ხედავს. თქვენ როგორ ხატავდით ასე მაგრად? როგორც ხატავდით?..

სტატია შექმნილია პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის − ახალგაზრდების განათლებისდასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში.

პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობასასევეგანათლებისდასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ეს სტატია მომზადებული და გამოქვეყნებულია Entrepreneur Georgia“-ს მიერ ქართულ ენაზე.

 

 

წაკითხულია 109 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური