მედიაჰოლდინგმა „ჯორჯიან თაიმსმა“ წლის პიროვნება გამოავლინა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 დეკემბერი 2020 17:46

 

მედიაჰოლდინგმა „ჯორჯიან თაიმსმა“ წელს პირველად, ჟურნალისტების გამოკითხვა ჩაატარა და წლის პიროვნება, წლის პოლიტიკოსი, წლის ანტიგმირი, წლის დიპლომატი,წლის მედიკოსი, წლის ბიზნესმენი, წლის კულტურის მოღვაწე, წლის სპორტსმენი, წლის პროფესია, წლის პოლიტიკური მოვლენა და წლის პრობლემა გამოავლინა.

 

გამოკითხვაში წამყვანი მედიასაშუალებების 29 საზოგადოებისთვის ცნობილი ჟურნალისტი მონაწილეობდა. ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებმა 11 ნომინაციაში საკუთარი ფავორიტები დაასახელეს.

 

მედიაგამოკითხვის მიხედვით, წლის ადამიანი ილია მეორე გახდა.

წლის პოლიტიკოსად  მედიის წარმომადგენლებმა  ხმათა უმრავლესობით საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია დაასახელეს.  

წლის ანტიგმირ ჟურნალისტების უმრავლესობის აზრით  გუბაზ სანიკიძე.

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ გამოკითხვის მიხედვით, წლის დიპლომატი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი გახდა.

წლის მედიკოსად ჟურნალისტებმა ხმათა უმრავლესობით, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი დაასახელეს.

წლის ბიზნესმენად ჟურნალისტებმა „ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე მიიჩნიეს.

გამოკითხის მიხედვით, წლის კულტურის მოღვაწე ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი გახდა.

წლის საუკეთესო სპორტსმენად ჟურნალისტებმა კალათბურთელი თორნიკე შენგელია აღიარეს.

წლის პროფესიად გამოკითხვის მიხედვით ჟურნალისტებმა მედიკოსი დაასახელეს.  

წლის პოლიტიკურ მოვლენად  ქართველმა ჟურნალისტებმა დავით-გარეჯის საკითხი მიიჩნიეს. წლის პრობლემად ხმათა უმრავლესობით, ახალი კორონავირუსი დასახელდა.

„2020 წელი, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც  საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ეს განპირობებულია როგორც მსოფლიო პანდემიით, ისე - ლოკალური პოლიტიკური პროცესებით. შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტები ფრონტის წინა ხაზზე ვართ, ისევე, როგორც პოლიციელები და მედიკოსები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი კოლეგები გამოგვეკითხა და მათ მიერ შეფასებული მოვლენები გაგვეცნო საზოგადოებისთვის. ჟურნალისტების შერჩევისას ვიხელმძღვანელეთ მათი გამოცდილებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ყველა წამყვანი მედისაშუალების წარმომადგენლებმა“, - განაცხადა მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა, მალხაზ გულაშვილმა.

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ 2020 წლის გამოკითხვის მიხედვით, ჟურნალისტების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გაგაცნობთ პირველ სამეულს.

წლის პიროვნება

ილია მეორე - 10 ხმა

თენგიზ ცერცვაძე - 8 ხმა

ლევან რატიანი - 7 ხმა

წლის პოლიტიკოსი

გიორგი გახარია - 15 ხმა

ირმა ინაშვილი - 3 ხმა

ალეკო ელისაშვილი - 1 ხმა

წლის ანტიგმირი

გუბაზ სანიკიძე - 13 ხმა

მიხეილ სააკაშვილი - 10 ხმა

გიგი უგულავა - 1 ხმა

წლის დიპლომატი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი - 12 ხმა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი - 1 ხმა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი - 1 ხმა

წლის მედიკოსი

ლევან რატიანი - 12 ხმა

თენგიზ ცერცვაძე - 8 ხმა

 

ამირან გამყრელიძე - 5 ხმა

წლის ბიზნესმენი

სოსო ფხაკაძე (ვისოლი) - 11 ხმა

თემურ ჭყონია (კოკა-კოლა) - 5 ხმა

ვახტანგ ბუცხრიკიძე (თიბისი) 3 ხმა

წლის კულტურის მოღვაწე

ილიკო სუხიშვილი - 9 ხმა

ნანი ბრეგვაძე - 8 ხმა

ბუბა კიკაბიძე - 1 ხმა

წლის სპორტსმენი

თორნიკე შენგელია (კალათბურთი) - 7 ხმა

ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი) - 5 ხმა

ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) - 4 ხმა

წლის პროფესია

ექიმი - 18 ხმა

პოლიციელი - 9 ხმა

მეხანძრე - 3 ხმა

წლის პოლიტიკური მოვლენა

დავით-გარეჯი - 9 ხმა

საპარლამენტო არჩევნები - 8 ხმა

მთიანი ყარაბაღის ომი

წლის პრობლემა

კორონავირუსი - 24 ხმა

უმუშევრობა - 4 ხმა

ტერიტორიული მთლიანობა - 1 ხმა

 

წყარო: მედიაჰოლდინგი  „ჯორჯიან თაიმსი“

 

 

 

 

 

 

წაკითხულია 247 ჯერ

Related items

  • "მთავარი არხის" ოპერატორი, ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს

    ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულის მოაჯირიდან გადმოაგდეს. როგორც ბ. ყორშია იხსენებს, მმართველი პარტიის შტაბში გადამღებ ჯგუფს თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ და იყო ფიზიკური დაპირისპირება.

    მისივე ინფორმაციით, ლევან აბლოთია ამ დროისთვის გონზეა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული ძალიან ბევრგან. 

    "მივედით ქართული ოცნების შტაბში, ქარელში. თავიდანვე აგრესიულად შეგვხვდნენ, იყო ფიზიკური დაპირისპირება გაწევ-გამოწევა, ყველაფერი გადაღებულია. გადმოისროლეს მართლა. პოლიცია მოვიდა ძალიან გვიან. ჩემზეც იყო ფიზიკური ზეწოლა", - ამბობს ბ. ყორშია "მთავარი არხის" ეთერში. 

    წყარო: https://mtavari.tv/news/56603-sruli-jojokheti-gamoviaret-meore-sartulis

     

     

  • თემაზე "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" კონფერენცია გაიმართა

    საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია,  სახელწოდებით "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" გაიმართა.

    კონფერენციაზე განხილული ძირითადი თემები იყო:

    · ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილე;

    · ჩინეთის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში;

    · ჩინეთის ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციები - პრეზიდენტ სი ძინ პინის „ჩინეთის დიდი ოცნების“ რეალიზაცია;

    · „ერთი გზა, ერთი სარტყელი“- გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური წარმატების ფორმულა;

    · კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევები;

    · ჩინეთის აგრო-სამრეწველო პოლიტიკა;

    · ჩინეთის თანამედროვე გეოსტრატეგიული კოდი - რეგიონული ლიდერობიდან მსოფლიო ლიდერობისაკენ;

    · ჩინეთის სოციალური პოლიტიკის სასწაული - სიღარიბის დამარცხება.

    კონფერენცია „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა და  პრეზიდენტმა, მოდერატორმა მალხაზ გულაშვილმა გახსნა, რომელმაც, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების და კონფერენციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

    მისი განცხადებით, „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის, თუმცა, ისეთი ინტენსიური, როგორიც დღეს არის, არასოდეს ყოფილა. მაგრამ, ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გაუმჯობესებაც არ შეიძლება. სწორედ  ამიტომ, „ჯორჯიან თაიმსი“ მუდმივად ცდილობს, ამ პროცესების მამოძრავებელი იყოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ კონფერენციას უკვე ტრადიციულად, ყოველწლიურად ვატარებთ.

    ღონისძიების მიზანია საქართველომ გაიზიაროს ის პოზიტიური გამოცდილება, რასაც, ჩინეთმა, ძალიან მოკლე პერიოდში, 100 წელიწადში მიაღწია. ვგულისხმობ ხელისუფლებაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოსვლის შემდეგ გატარებულ უდიდეს რეფორმებს, როგორც პოლიტიკის, ასევე, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სოციალური საკითხებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ის ფაქტი, რომ დღეს ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ყველა მიმართულებით, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მისი გამოცდილება ჩვენც გავიზიაროთ.

    კონფერენციის მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებს ჩინეთის განვითარების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ და მისი, როგორც ძალიან წარმატებული ქვეყნის გამოცდილება გავიზიაროთ. ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით, მათი გამოცდილება ჩვენს ქვეყანაშიც გადმოვიტანოთ“, - აღნიშნა მან. 

    „სამომავლოდ, ეს ფორმატი კიდევ უფრო გაფართოვდება და ვგეგმავთ, ჩინეთ-საქართველოს ტელეხიდის მოწყობასაც, რაშიც, ჩინელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან“, - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

    კონფერენციაზე, მისასალმებელი სიტყვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა, ლი იენმა წარმოთქვა, რომლის თემაც - „ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში - 100 წლიანი გამოცდილება“ იყო.

    ელჩმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა პოსტ-კოვიდურ პერიოდში, ორ ქვეყანას შორის გამოჩენილ თანადგომას. როგორც ლი იენმა კონფერენციაზე აღნიშნა, - "კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მეგობარი გასაჭირში იცნობა."

    "ჩინეთი ტრადიციულად საქართველოს მეგობარი ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში მუდამ თანამშრომლობის ახალ შედეგებს ვიღებთ; „სარტყელისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობაც უწყვეტად ვითარდება; განათლების, კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის, სპორტის, მედიის, კინოსა და ტელევიზიის და სხვა სფეროებში ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და სულ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ;

    ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა მუდმივად ღრმავდება. აღსანიშნავია, კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი თანადგომა. ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდა და უფრო მაღალ დონეზე ავიდა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების წყალობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

    ჩინური მხარე მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება, სახელმწიფო მართვის საქმეში გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე კომუნიკაცია და კოორდინაცია, რათა ეს ორი უძველესი ცივილიზაცია ერთად გაბრწყინდეს," - განაცხადა ლი იენმა.

    საქართველო - ჩინეთის ურთიერთობების შესახებ კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ:

    ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას და სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა.

    „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველ პარტიას ვულოცავ 100 წლის იუბილეს. აღსანიშნავია, რომ განვლილი დროის მანძილზე ჩინეთმა არაერთი რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა, საბოლოოდ არნახულ წარმატებას მიაღწია. საქართველოი როგორც გლობალური  სამყაროს ნაწილი, საგარეო ურთიერთობა ქვეყნის განვითარებისთვის მთავარი ატრიბუტია. ჩინეთი ამ ჯაჭვში ერთ-ერთი განსაკუთრებული ქვეყანაა. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩინეთმა 29 წლის წინ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამით მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს.

    დიპლომატიური ურთიერთობის ამ მოკლე პერიოდში ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორად და ინვესტორად  ჩამოყალიბდა. 2021 წლის პირველი კვარტლის მიხედვით ჩინეთი ექსპორტის მიმართულებით საქართველოში პირველ ადგილზეა და როგორც მოგეხსენებათ დიდი წილი ქართულ ღვინოზე მოდის. საქართველო ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყანაში ჩინური ინვესტიციების შემოსვლას და  დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოყენებული იქნება,“- განაცხადა კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

    საქართველო - ჩინეთის ბიზნეს ურთიერთობები და სამომავლო მიზნები -საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი - დავით საგანელიძე.

    კოვიდ19 - ის გამოწვევები და ჩინეთთან თანამშრომლობა სამედიცინო მიმართულებაში, - ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მან პანდემიის პერიოდში, ჩინეთის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

    "ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან მნიშვნელოვანი და საპატიო გახლავთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურთიერთობას იწყებს ერთ-ერთ უძლიერეს საერთაშორისო ინსტიტუციასთან, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. ეს არის მაღალტექნოლოგიური დაწესებულება, რომლისგანაც ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ. პანდემიის დაწყების პირველივე თვეებში ჩინეთის სახელმწიფომ და საელჩომ საქართველოს სერიოზული დახმარება შესთავაზა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და უნივერსიტეტებთან დაახლოებით 3-ჯერ გვქონდა ტელეხიდები, რადგან, მათ პირველი 3 თვის განმავლობაში,  ამ დაავადების მართვის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ. ჩინეთის მთავრობამ პირველ ეტაპზე, როცა ხელმიუწვდომელი იყო, საქართველოს კოვიდტესტები გადასცა. მათ უკვე ვაქცინის მილიარდ ნახევარი დოზა საკუთარ საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მიაწოდა. მისასალმებელია, რომ ჩვენი ურთიერთობები უფრო მეტად ვითარდება და ამისთვის, ჩინეთის სრულუფლებიან ელჩს მსურს დიდი მადლობა გადავუხადო. ვიმედოვნებ, რომ მედიაციის პროცესი კიდევ გაგრძელდება," - განაცხადა კონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

    აგრო-სამრეწველო პოლიტიკა, სიახლეების დანერგვა, - გიორგი ხანიშვილი - სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე.

    საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები; გიორგი ამილახვარი - განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;

    ჩინეთის აგროს-სამრეწველო პოლიტიკა  - გიორგი კვესიტაძე - მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

    საქართველო - ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები - დავით აფციაური - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პეკინის საერთშორისო ბიზნესისა და  ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი.

    „ახალი მსოფლიო წესრიგის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები და ჩინეთის გლობალური გავლენის ცენტრის ფორმულა“ - ერთი გზა ერთი სარტყელი - სესიის მომხსენებელი - ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სინოლოგი, სინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი;

    როგორც მაისაიამ „ჯორჯიან თაიმსს“ განუცხადა, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა, საქართველოში სინოლოგიის განვითარების საქმეში.

    „როგორც სინოლოგმა და ჩინეთის სინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრმა, მინდა კონფერენციას ამ კუთხით მაღალი შეფასება მივცე. სამწუხაროდ, ასეთი სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციები ნაკლებად იმართება საქართველოში. კონფერენციაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს საქართველომ ჩინეთის წარმატებული სახელმწიფოებრივი მშენებლობის გამოცდილება.

    ფაქტია, რომ  ჩინეთმა მოახდინა ორი სისტემის, - კაპიტალისტური და სოციალისტური სქემების კონვერგენცია,  საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია და დღეს ჩინეთი არის ფაქტობრივად ნომერი მეორე ქვეყანა ეკონომიკური განვითარების კუთხით. შესაძლოა, მან რამდენიმე წელში, ამერიკასაც გაუსწროს და გახდეს მსოფლიოში პირველი ეკონომიკური გიგანტი. ჩინეთმა უკვე დაამარცხა სიღარიბე, რაც უნიკალური მოვლენაა.  ეს ტერმინი იქ უკვე აღარ არსებობს. ჩინეთმა საკმაოდ დიდი ნახტომები გააკეთა პოლიტიკურ-სოციალური და ეკონომიკის  მიმართულებით. ეს ქვეყანა ბიზნესის განვითარების კუთხით მართლაც  საოცრებას წარმოადგენს.

    ჩინური გამოცდილების საქართველოში დანერგვა ძალიან კარგი იქნება. ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული მეგობარია.  დიდი მადლობა, პირველ რიგში მალხაზ გულაშვილს, რომელიც,  ამ იდეის ავტორია. სწორედ სახალხო დიპლომატია არის ის, რასაც  მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ აკეთებს“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

    გამომსვლელებს შორის იყო ასევე, „ჩინეთის სახელმწიფოებრიობის წარმატებული რეფორმირების გამოცდილება საქართველოსთვის“. ალექსანდრე გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

    საქართველოს და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები - თამარ ყორიაული - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

    ქართულ ჩინური გეოეკონომიკური წარმატებები და მიღწევები - ჯემალ ფუტკარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ჩინეთის კვლევის ინსტიტუტის დოქტორი, პროფესორი.

    თემაზე: საინფორმაციო საკითხები და მედია, საერთაშორისო მედია ექსპერტმა,  სიმონ კილაძემ ისაუბრა.

    სიმონ კილაძის თქმით,  ჩინეთის განვითარების ზრდის ტემპები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფოზეც კი შესაჩნევია, უფრო და უფრო ძლიერდება. ჩინეთის ეკონომიკური სიძლიერე კი, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება.

    „მოგეხსენებათ, თურქეთიდან მატარებლები  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით დადიან,  ეს მატარებლები საქართველოს ტერიტორიაზე გადიან, რაც, ქართულ კომპანიებს განვითარების და უდიდეს შანსსა და პერსპექტივას  აძლევს.

    რაც შეეხება ჩინურ გამოცდილებას, თუ ზუსტად არ გადმოვიტანთ მათ წესებს, კარგი იქნება, თუ გარკვეულწილად მაინც დავიცვათ და ჩვენს გამოცდილებას შევუხამებთ. ჩინეთი კომუნისტურ სახელმწიფოდ ითვლება, მაგრამ, იქ საბაზრო ეკონომიკა იმ დონეზეა განვითარებული, ბევრ კაპიტალისტურ ქვეყანას არ დაესიზმრება.  ამ მხრივაც, სასურველი იქნება, რომ დიდი ჩინეთის გამოცდილება პატარა საქართველომ გაითვალისწინოს.

    აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი ინიციატივაა. „ჯორჯიან თაიმსი“ საქართველოში ერთადერთი მედიაჰოლდინგია, რომელიც საინფორმაციო უზრუნველყოფას აკეთებს ჩინეთთან დაკავშირებით  და აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებაში ამ მიმართულებით. მედიაჰოლდინგი აქტიურად ჩართულია ერთ-ერთ პროექტში, სადაც ქართული კომპანიების  შესახებ ჩინეთში მასალები ვრცელდებოდა.  კორონავირუსმა და ფინანსურმა პრობლემებმაც იმოქმედა და პროექტი შეჩერდა. ვფიქრობ, რომ  ეს თანამშრომლობა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა სიმონ კილაძემ.

    კონფერენციაში, აგრეთვე მონაწილეობდნენ კინორეჟირორი გოგა ხაინდრავა, თემით ქართულ - ჩინური ურთიერთობების 113 წლიანი ისტორია და ფილმების ინდუსტრია და ასევე, ვახტანგ ჭარაია, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი, თემით: ქართულ ჩინური ეკონომიკური საკითხები.

    კონფერენცია, პანდემიის გამო,  ონლაინ, Zoom-ის რეჟიმში გაიმართა.

     

     

  • პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მეგობარი გასაჭირში იცნობა - ლი იენი

    "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" - ამ სახელწოდებით, საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა ონ-ლაინ რეჟიმში.

    ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იენმა, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზე საუბრისას ხაზი გაუსვა პოსტ-კოვიდურ პერიოდში, ორ ქვეყანას შორის გამოჩენილ თანადგომას. როგორც ლი იენმა კონფერენციაზე აღნიშნა, - "კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მეგობარი გასაჭირში იცნობა."

    "ჩინეთი ინარჩუნებს დამოუკიდებელ, სუვერენულ საგარეო პოლიტიკას და ებრძვის ძალისმიერს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის, თავდაუსხმელობის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი ძირითად პრინციპით ავითარებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, ხელს უწყობს კაცობრიობის განვითარებისთვის საერთო მომავლისთვის საზოგადოების ჩამოყალიბებას.

    ჩინეთი ტრადიციულად საქართველოს მეგობარი ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. სხვადასხვა სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ ეკონომიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში მუდამ თანამშრომლობის ახალ შედეგებს ვიღებთ. 

    განათლების, კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის, სპორტის, მედიის, კინოს, ტელევიზიისა და სხვა სფეროებში ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და სულ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობა მუდმივად ღრმავდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია კოვიდ-19-ის  ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი თანადგომა, რითაც, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ მეგობარი გასაჭირში იცნობა. ამ ფაქტით, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდა და მაღალ დონეზე ავიდა.

    თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების წყალობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს, ეპიდემიით გამოწვეული პრობლემები დავძლიეთ და კლების საერთო მაჩვენებლის მიუხედავად, ჩინეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა 9.05%-ით გაიზარდა, რამაც, საბოლოოდ, მილიარდ ნახევარი ამერიკული დოლარი შეადგინა.

    გასულ წელს, ჰონკონგის რეგიონსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში ხელმოწერილი შეთანხმება მიმდინარე წლის პირველ ივლისს ძალაში შევა, რაც, ორ ქვეყანაში სავაჭრო და საინვესტიციო ღონისძიებებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

    მომავალ წელს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელი შესრულდება. ჩინური მხარე მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება, სახელმწიფოს მართვის საქმეში გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე კომუნიკაცია და ერთობლივი განვითარება, რათა ჩინეთი და საქართველო, ეს ორი უძველესი ცივილიზაცია ერთად გაბრწყინდეს," - განაცხადა ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იენმა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია,  სახელწოდებით  "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" გაიმართა.  

    კონფერენციაზე განხილული ძირითადი თემები იყო:

    ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილე
    ჩინეთის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში;
    ჩინეთის ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციები - პრეზიდენტ სი ძინ პინის "ჩინეთის დიდი ოცნების" რეალიზაცია;
    "ერთი გზა, ერთი სარტყელი"- გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური წარმატების ფორმულა;
    კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევები;
    ჩინეთის აგრო-სამრეწველო პოლიტიკა;
    ჩინეთის თანამედროვე გეოსტრატეგიული კოდი - რეგიონული ლიდერობიდან მსოფლიო ლიდერობისაკენ;
    ჩინეთის სოციალური პოლიტიკის სასწაული - სიღარიბის დამარცხება.  

  • კონფერენცია თემაზე "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" გაიმართება

    15 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და „მედია ჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სახელწოდებით - "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი".

    კონფერენციაზე განსახილველი ძირითადი თემები:

    ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილის შესახებ. ჩინეთის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში. ჩინეთის ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციები - პრეზიდენტ სი ძინ პინის „ჩინეთის დიდი ოცნების“ რეალიზაცია. „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ -გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური წარმატების ფორმულა. კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევები. ჩინეთის აგრო-სამრეწველო პოლიტიკა. ჩინეთის თანამედროვე გეოსტრატეგიული კოდი - რეგიონული ლიდერობიდან მსოფლიო ლიდერობისაკენ. ჩინეთის სოციალური პოლიტიკის სასწაული - სიღარიბის დამარცხება.

    მისასალმებელი სიტყვას გააკეთებს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლი იენი. თემა - „ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის როლი ქვეყნის განვითარების საქმეში - 100 წლიანი გამოცდილება“.

    კონფერენციის მოდერატორია - The Georgian Times - ის პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი

    საქართველო ჩინეთის ურთიერთობების შესახებ ისაუბრებს:

    ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

    საქართველო ჩინეთის ბიზნეს ურთიერთობები და სამომავლო მიზნები საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელი დავით საგანელიძე.

    კოვიდ 19 გამოწვევები, ჩინეთთან თანამშრომლობა სამედიცინო მიმართულებაში - ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

    აგრო-სამრეწველო პოლიტიკა, სიახლეების დანერგვა გიორგი ხანიშვილი - სოფლის მეურნეობის მინსიტრის მოადგილე.

    საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები; გიორგი ამილახვარი - განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;

    ჩინეთის აგროს-სამრეწველო პოლიტიკა - გიორგი კვესიტაძე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

    საქართველო - ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. დავით აფციაური - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი, ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, პეკინის საერთშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი.

    „ახალი მსოფლიო წესრიგის გეოსტრატეგიული და გეოპოლიტიკური ასპექტები და ჩინეთის გლობალური გავლენის ცენტრის ფორმულა“ - ერთი გზა ერთი სარტყელი - სესიის მომხსენებელი - ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, სინოლოგი, სინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი;

    „ჩინეთის სახელმწიფოებრიობის წარმატებული რეფორმირების გამოცდილება საქართველოსთვის“. ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

    საქართველოს და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები - თამარ ყორიაული საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.

    ქართულ ჩინური გეოეკონომიკური წარმატებები და მიღწევები - ჯემალ ფუტკარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ჩინეთის კვლევის ინსტიტუტის დოქტორი, პროფესორი.

    საინფორმაციო საკითხები და მედია - სიმონ კილაძე საერთაშორისო მედია ექსპერტი.

    ქართულ ჩინური ურთიერთობების 113 წლიანი ისტორია. ფილმების ინდუსტრია - გოგა ხაინდრავა - კინორჟისორი.

    ქართულ ჩინური ეკონომიკური საკითხები - ვახტანგ ჭარაია თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი.

    კონფერენცია გაიმართება ონლაინ - Zoom რეჟიმში.

  • მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებელზე ფიზიკური ძალადობისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.ქ. მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" თანადამფუძნებლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    შსს-ს ადმინისტრაციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსის" ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს - 1994 წელს დაბადებულ პ. გ.-ს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო.
    სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და იგი მომხდარიდან მეორე დღეს ბრალდებულის სახით დააკავეს.
    ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
     
    შეგახსენებთ, რომ 25 მაისს, რადიო "ჯორჯიან თაიმსის" გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. პ. გულაშვილის ინფორმაციით, იგი ოფისში მოდიოდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოსთხოვა მას მანქანა გაეჩერებინა და აქციის მონაწილეებს შეერთებოდა. პაპუნა გულაშვილმა აუხსნა, რომ ის მიდიოდა ოფიოსში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რა დროსაც აქციის მონაწილემ მას დროშის ტარი სახის არეში ჩაარტყა. პაპუნა გულაშვილმა მიიღო ფიზიკური დაზიანება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური