დედამიწას 5 ასტეროიდი უახლოვდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020 13:01

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) სპეციალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედამიწისკენ 5 ასტეროიდი მოემართება, რომელთაგან ორი იმაზე ახლო მანძილზეა, ვიდრე მთვარეა დედამიწიდან დაშორებული. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

მათივე ცნობით, სამი ასტეროიდი დედამიწას დღეს მოუახლოვდება, რომელთა დიამეტრი 10-დან 24 მეტრამდეა. ყველაზე ახლოს დედამიწას ერთი მათგანი 343 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.

მათი  დიამეტრი 6.8 და 30 მეტრია, ისინი დედამიწას 18 დეკემბერს ანუ ხვალ მოუახლოვდებიან. ყველაზე მცირე ზომის ასტეროიდი დედამიწას 57 ათას 100 კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის, ყველაზე დიდი კი 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით.

წაკითხულია 207 ჯერ

Related items

  • იაპონია და ისრაელი მიზნად ისახავენ მთვარეზე ჟანგბადის წარმოებას

    იაპონური და ისრაელის კომპანიები ითანამშრომლებენ ექსპერიმენტულ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ჟანგბადის წარმოებას მთვარეზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

    იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“-ს ცნობით, იაპონიიდან Ispace-ი და ისრაელიდან Helios-ი ითანამშრომლებენ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს მთვარეზე ჟანგბადის წარმოებას.

    შესაბამისად, კომპანიები შეეცდებიან ჟანგბადის გამომუშავებას მთვარედან მიღებული ნიადაგის მაღალ ტემპერატურაზე დნობის და ელექტროლიზების გზით.

    პროექტზე საუბრისას Ispace–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰაკამადა ტაკეშიმ თქვა: ”პროექტი წაახალისებს მეტ მოთამაშეს ამ ბაზარზე შესასვლელად”.

    Helios-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან გეიფმანმა განაცხადა, რომ მთვარის ნიადაგიდან ჟანგბადის გამომუშავება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მომავალში მთვარის საკითხზე საქმიანობისთვის.

    პროექტის ფარგლებში ისრაელის კომპანია მიზნად ისახავს 250 კილოგრამ ჟანგბადის მიღებას 1 ტონა მთვარის ნიადაგიდან.

    Ispace-ი კი 2023-25 წლებში ორ სხვადასხვა პერიოდში ტექნიკურ აღჭურვილობას მიაწვდის.

  • ჩინეთის კოსმოსურმა ეროვნულმა ადმინისტრაციამ წითელი პლანეტის /მარსი/ სურათები წარმოადგინა

    ჩინეთის კოსმოსურმა ეროვნულმა ადმინისტრაციამ პარასკევს წარმოადგინა კოსმოსური რობოტის "ჩჟუჟუნის" მიერ გადაღებული წითელი პლანეტის /მარსი/ სურათები. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იუწყება.

    სურათების გამოქვეყნების საზეიმო ცერემონია პეკინში შედგა. ეს ღონისძიება დასტურია ჩინეთის წარმატებისა, რომელიც ამტკიცებს, რომ პლანეტა "მარსის" პირველი საძიებო კოსმოსური მისია, კოსმოსური ხომალდის გამოყენებით, აბსოლუტური წარმატებით მიმდინარეობს. 

    ზემოთ მოცემულ სურათებში აღბეჭდილია მარსის პანორამა, მისი რელიეფი დაჯდომის ადგილზე და "მარსის" ყველგანმავალი რობოტი, ჩინეთის ეროვნული დროშით.

  • გახდება თუ არა „ვანის ტბა“ NASA-ს მხრიდან გადაღებულ ფოტოებს შორის საუკეთესო?

    ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს /NASA/ მიერ კოსმოსური სივრციდან გადაღებული ფოტოების, ონლაინ ფოტოკონკურსის სახელწოდებით „მსოფლიო ტურნირი“, ფინალში გავიდა თურქეთში მდებარე „ვანის ტბის“ სურათიც. ამის თაობაზე ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, მეორე ფინალისტი კი „მოძრავი ვარსკვლავები“ სახელწოდების ფოტო დასახელდა. კენჭისყრა ვებგვერდზე „earthobservatory.nasa.gov/tournament-earth“ აშშ-ს ადგილობრივი დროით, 12 აპრილს 12:00 საათზე დასრულდება.

    თურქეთის "ვანის ტბის" მიმართ ხმის მიცემასთან დაკავშირებით კი თურქეთის სახელმწიფოს მმართველებიც ჩაერთნენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ შორის გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანი და სხვები.

  • მთვარის ზედაპირზე, რომელიც მზის მხარეს არის, წყალი აღმოაჩინეს

    მთვარის ზედაპირზე, რომელიც მზის მხარეს არის, წყალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს ინფორმაციას NASA-ზე დაყრდნობით.

    ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის (NASA) მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია: „ინფრაწითელი ასტრონომიის სტრატოსფეროს ობსერვატორიამ პირველად დაადასტურა წყლის არსებობა მთვარის მზიან ზედაპირზე. ეს აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ წყალი შეიძლება მთვარის ზედაპირზე იყოს მიმოფანტული და არ შემოიფარგლოს ცივი და ჩრდილიანი ადგილებით. ”

    კოლორადოს უნივერსიტეტის ასტროფიზიკის პროფესორმა პოლ ჰეინემ და მისმა გუნდმა, NASA-ს თანამგზავრის მიერ გადაღებული კამერის სურათებისა და ტემპერატურის გაზომვების შედეგად განაცხადეს, რომ ყინულის მასებს დაახლოებით 40,000 კვადრატული კილომეტრი უკავია, ანუ მთვარის ზედაპირის დაახლოებით 0,1 პროცენტი.

    "ჩვენ ვხედავთ მილიარდობით ამ ადრე აღმოუჩენელ ყინულის აუზებს. ეს იძლევა ყინულის უფრო ადვილად მოპოვების შესაძლებლობას. ვფიქრობთ, რომ ეს რევოლუციურია იმ თვალსაზრისით, რა დასჭირდებათ ასტრონავტებს მთვარეზე."-  განაცხადა პოლ ჰეინემ

    NASA საერთაშორისო პროგრამის "არტემისის" ფარგლებში გეგმავს 2024 წელს მთვარის ზედაპირზე ერთი კაცი და ერთი ქალი ასტრონავტის გაგზავნას.

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/mec-niereba-da-tek-nologia/2020/10/27/mt-varis-zedapirze-romelic-mzis-mxares-aris-cqali-ag-moach-ines-1516557

     

  • "ნასას", მთვარზე ქალისა და მამაკაცის გაგზავნა სურს

    ამერიკის შეერთებული შტატების საავიაციო და კოსმოსური სააგენტო "ნასა", 2024 წელს მთვარეზე ორი ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ "TRT ქართული" წერს.

    NASA-ს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთი ქალი და ერთი მამაკაცი ასტრონავტი 2024 წელს მთვარის ზედაპირზე, "Artemis"-ის სახელწოდების პროგრამის ფარგლებში გაიგზავნებიან, რისთვისაც საჭირო იქნება  28 მილიარდი დოლარი. ამავე განცხადებით, კაფსულა სახელწოდებით “Orion“-ი, ახალი მძლავრი რაკეტით, SLS-ით გაიტყორცნება.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური