შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელ ტრენინგ კურსებს იწყებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020 14:18

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი დეკემბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსებს იწყებს.

მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.

კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ.

ტრენინგ-კურსის მიზანია:

მსმენელს შესძინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თეორიული და პრაქტიკული საკითხების კომპლექსური ცოდნა, როგორც სამართლებრივ, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების ჭრილში.

სასწავლო მასალა:

ტრენინგის მასალა ეფუძნება პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების როგორც ეროვნულ (კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები) ასევე საერთაშორისო მოწესრიგებას (მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაცია (GDPR), მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს გზამკვლევები, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის მოსაზრებები, „ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს (მათ შორის, მისი წინამორბედის 95/46/ EC დირექტივის 29-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის) მოსაზრებები“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკა).

ტრენინგის ხანგრძლივობა:

24 აკადემიური საათი

ტრენინგის დაწყების თარიღი:

22 დეკემბერი

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა:

18 დეკემბერი

ტრენინგი ტარდება მითითებულ დღეებში:

სამშაბათი / ხუთშაბათი 19:00 - 21:00

სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში, ტესტირების საფუძველზე თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე. (R)

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/?fbclid=IwAR3PcX1_GqhSxj0mifc56HXpqzVDroM-9Ix4ArgrOBs0WJJjl_GN1nGwTzM 

წაკითხულია 536 ჯერ

Related items

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანებების ფორუმი ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანებების ფორუმი ჩატარდა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა სტუდენტურ გაერთიანებებს და სურვილის შემთხვევაში ჩართულიყვნენ მათ აქტივობებში.

    კამპუსის ეზოში გაცნობითი სტენდებით იყვნენ წარმოდგენილი სტუდენტური თვითმართველობა, სტუდენტური კლუბები, ბიზნეს ანბანი და IBSU-ს მარკეტერები.

  • IBSU-ს სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამამ შვიდწლიანი, უპირობო აკრედიტაცია მიიღო

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო  პროგრამამ, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შვიდწლიანი აკრედიტაცია მოიპოვა.

    როგორც IBSU-ს სამართლის სკოლის დეკანმა, პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან ქოქრაშვილმა განაცხადა, პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა  თანამედროვე მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით,  სამართლის სკოლის აკადემიური კორპუსის,  პოტენციური  დამსაქმებლებისა,  სტუდენტების აქტიური ჩართულობით.

    სამართლის სკოლა მადლობას უხდის პროგრამის შედგენაში ჩართულ პირებს, აკრედიტაციის ექსპერტებსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, აქტიური თანამშრომლობისა და თანადგომისთვის.

    სამართლის პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2010 წლიდან ფუნქციონირებს.

  • IBSU ადგილი სადაც განათლება იმარჯვებს!
    #IBSU-ში პირველკურსელთა რეგისტრაციის პირველი დღე ემოციებითა და სიურპრიზებით სავსე იყო.
    კამპუსის ეზოს დღეს ნამდვილად ეტყობოდა, რომ წელს რეკორდული რაოდენობის სტუდენტები გვყავს!
    რეგისტრაცია 17 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
    გელოდებით იბსუში.
     
  • პროექტმა CyberEast საქართველოში ფინანსური გამოძიების და დარქნეტის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა

    2-4 თებერვალს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის, CyberEast ფარგლებში სასწავლო კურსი ჩატარდა. ფინანსური გამოძიების, ვირტუალური ვალუტის და დარქნეტის საკითხებზე გამართულ ტრენინგში 21 ქართველი გამომძიებელი და პროკურორი მონაწილეობდა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, წინანდლის ღონისძიება იმ ტრენინგების სერიის უკანასკნელი კურსი გახლდათ, რომელიც პროექტმა რეგიონის ყველა ქვეყანაში (ბელარუსის გარდა) ჩაატარა.
    კურსის მონაწილეებს ტრენინგი ჩაუტარდათ ისეთ თემებზე, როგორიცაა ბლოკჩეინის ანალიზი, ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერები (VASP) და მეთოდები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი კრიპტოვალუტებით  ვაჭრობენ.
    CyberEast აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის სისხლის სამართლის უწყებების მხარდასაჭერად დამატებითი ღონისძიებების ჩატარებასაც გეგმავს. ამ გზით უწყებები მეტად ეფექტიანად შეძლებენ კიბერდანაშაულთან ბრძოლას და ციფრული მტკიცებულებების მოპოვებას. ამისათვის პროექტის საქმიანობა ფოკუსირდება შემდეგ საკითხებზე: პარალელური ფინანსური გამოძიება და დაზვერვა, კიბერდანაშაულის შემოსავალი, ფინანსური თაღლითობა და ფულის გათეთრება. გარდა ამისა, პროექტი ყურადღებას გაამახვილებს ვირტუალურ ვალუტაზე და დარქნეტში ფინანსური დანაშაულების გამოვლენის მიზნით ჩატარებულ გამოძიებებზე კონცეფციის, „მისდიე ფულს“ (follow the money), კონტექსტში.
    გავრცელებული ინფორმაციით, ქსელ Tor-ზე არსებული ფარული სერვისების დაახლოებით 30% უკანონო საქმიანობის ამა თუ იმ ფორმას უკავშირდება. ამ საქმიანობათა შორისაა ისეთი უკანონო პროდუქტებით ვაჭრობა, როგორებიცაა ნარკოტიკები, იარაღი, კომპრომეტირებული მონაცემები, ყალბი დოკუმენტები, მედიკამენტები, ქიმიკატები და სხვა.

     

  • ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე

    მედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ორდღიანი სწავლება, რომელიც თელავში გაიმართა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ მოადგილეებთან და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორთან ერთად გახსნა.

    ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ისაუბრა.

    საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს დეტალურად გააცნეს შემდეგი საკითხები: მედიის როლი საარჩევნო პროცესში; მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში; კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები; სიძულვილის ენასთან ბრძოლა საარჩევნო პროცესში და მედიის როლის მნიშვნელობა; მედიის და სხვა ჩართული მხარეების როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად; პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული რეგულაციები; საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ა.შ. ტრენინგის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია და ჟურნალისტების კითხვებს ტრენერებთან ერთად ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს.

    ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა და მასში მედიის 17 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური