თბილისის ცენტრში დამონტაჟდა ბანერი, სადაც მიმდინარეობს ნეიტრალური თურქმენეთის შესახებ ვიდეო-რგოლის დემონსტრირება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 14:47

თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილესთან და ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2020 წლის 9 დეკემბრიდან, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში თბილისის ცენტრში დამონტაჟებულ დიდ მონიტორებზე განათავსა ვიდეო-რგოლი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება.

როოგორც "ნიუს დეი საქართველოს" თურქმენეთის საელჩოში განუცხადეს, ამ ახალი ვიდეოს წყალობით, ქართველ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს თურქმენეთს და მის უდიდეს წარმატებებს, ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ეს არ არის პირველი ვიდეო-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილეს და ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღეს.

ვიდეო-რგოლის ჩვენება 2020 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

წაკითხულია 451 ჯერ

Related items

  • დომუსს ვენდობი თვალდახუჭული - საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია ერთ ვიდეოში

    განსხვავებული არქიტექტურული კონცეფცია, მრავალწლიანი ნარგავებით შექმნილი კომპოზიცია, გამწვანებული ვერანდები, დომუსი, ჭავჭავაძის გამზირზე, ახალ საცხოვრებელ კომპლექსს - დომუსის ხეებს, შთამბეჭდავი ვიდეორგოლით აცნობს საზოგადოებას. 

    პროექტის შთაგონება ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სკვერის ლანდშაფტი გახდა. საცხოვრებელი კომპლექსი ხეთა ჯგუფს მოგაგონებთ. არქიტექტურული კომპოზიცია სამი სხვადასხვა ტონალობისა და სიმაღლის შენობისგან შედგება. განსხვავებულია შენობის ინტერიერიც. დიზაინში შეხვდებით ხის ვერტიკალურ ელემენტებსა და ბუნებრივ ტექსტურებს. თითოეულ სართულზე ორანჟერეა მოეწყობა. შიდა, საერთო სივრცეების დიზაინში ირაკლი გამრეკელის გენიალური შემოქმედება გაცოცხლდება, რაც საცხოვრებელ კომპლექსს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ეს ყველაფერი, დიდი ვიტრაჟების საშუალებით, ჰარმონიულად ერწყმის ექსტერიერის მწვანე კონცეფციას.

    „დომუსს ვენდობი თვალდახუჭული“ - ახალი საიმიჯო ვიდეორგოლის მთავარი გზავნილია.

    მთავარი გმირი თვალდახუჭული ეშვება კომფორტში, სიმწვანესა და შთამაგონებელ სივრცეში, რაც ხაზს უსვამს მომხმარებლის მოთხოვნილებებით შთაგონებულ საცხოვრებელ გარემოს - „დომუსის ხეებს“.

     “მინდობა (Trust Fall) არის უტყუარი ნდობის გამოხატვა, როდესაც ადამიანი გამიზნულად ეშვება უკან - ენდობა მას, ვინც იცის, რომ აუცილებლად დაიჭერს. ვიდეოს არსი, სწორედ ამ ნდობას ეფუძნება - გვსურს გადმოგცეთ, თუ რამდენად ძვირფასი შეგრძნებაა, როდესაც ბრენდს, ასევე თვალდახუჭული ენდობი და რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც გაქვს შესაძლებლობა მოეშვა, განიტვირთო და კონცენტრირდე მხოლოდ საკუთარ სურვილებზე, ვინაიდან დომუსი, ქმნის შენი მოთხოვნილებებით შთაგონებულ საცხოვრებელ გარემოს, სადაც ყველა დეტალი გათვალისწინებულია რაც გსურს. როდესაც ენდობი დომუსს, ენდობი სწორედ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბრენდს ქმნის: არქიტექტორებს, მშენებლებს, მხატვრებს... მადლობა, რომ გვენდობი“ - აღნიშნავს დომუსის  მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტატიანა ქათამაძე.    

    დომუსი პროექტების შექმნისას პირველ ადგილზე მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს აყენებს. სწორედ ამიტომ, ვიდეორგოლის ვიზუალიზაცია აგებულია ადამიანის შეგრძნებებზე, რომელიც სახლთან დაკავშირებულ ემოციებს უკავშირდება. აქცენტები ნდობაზე, კომფორტზე, სიმწვანესა და შთაგონებაზეა დასმული, ვინაიდან დომუსის ხეები ჭავჭავაძეზე არის ადგილი, სადაც გელოდება სიმშვიდე და ბუნებასთან სიახლოვე ქალაქის შუაგულში.

    არქიტექტურული პროექტის ავტორი - Dephani

    სარეკლამო ვიდეო რგოლზე იმუშავეს კრეატიულმა და ფროდაქშენ სააგენტოებმა - Leavingstone & Enkeny Films

    დომუსის შესახებ

    დომუსი 2006 წლის 21 სექტემბერსდაარსდა. კომპანიის  მისიაა,შექმნას  გარემო, სადაცთითოეულიადამიანითავსჰარმონიულადიგრძნობს. დომუსი განუწყვეტლივ მიისწრაფვის სრულყოფილებისკენ და მისი მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა. კომპანიაში სჯერათ, რომ ჯანსაღგარემოშიცხოვრებახანგრძლივისიცოცხლისწინაპირობაა.

    დაარსების დღიდან, დომუსი ქმნის ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული. გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები დომუსის სამშენებლო პროექტების და მისი მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
    დომუსი - სიცოცხლის ენერგიით და ადამიანის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა.

  • ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თურქმენეთის დელეგაციას უმასპინძლა

    საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა შეხვედრა გამართა თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის დელეგაციასთან, სახელმწიფო სასაქონლო ბირჟის დირექტორის, იუსუპ ამანსარიევის ხელმძღვანელობით. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა თურქმენეთის ელჩი საქართველოში დოვლეთმურატ მურატოვი.

    შეხვედრის მთავარ მიზანს ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების განხილვა წარმოადგენდა. სტუმრებმა სფეროს პოტენციალისა და რეგიონში საქართველოს სატრანზიტო როლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. განსახილველ თემებს შორის იყო ნავთობპროდუქტების სატრანზიტო პროცედურების გამარტივება და მოცულობის გაზრდა. აგრეთვე, ნავთობპროდუქტების იმპორტი, საქართველოში მის გადამუშავებასა და დარეზერვებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების ერთობლივი განხორციელება.

    გიორგი ჩიქოვანმა სტუმრებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მუშაობის პრინციპი, მიმდინარე დღის წესრიგი და დაგეგმილი ნაბიჯები გააცნო. დეტალურად ისაუბრა კორპორაციის როლზე ქვეყნის ენერგოსტაბილურობის საქმეში. მან ენერგოსექტორის დივერსიფიცირების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით დასახულ მიზნებსაც შეეხო.

    სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენელმა აღნიშნა ბუნებრივი გაზითა და მისგან წარმოებული პროდუქტებით ვაჭრობაში ორ ქვეყანას შორის დაწყებული წარმატებული საქმიანობის გაღრმავების აუცილებლობა.

    მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირეს და ერთობლივი სამუშაო პროცესის დინამიურად განვითარების სურვილი გამოთქვეს. დელეგაციის შემადგენლობაში აგრეთვე შედიოდნენ თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის ხელმძღვანელი პირები და სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ წარმომადგენლები.

    ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახური ავრცელებს.

  • საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია

    2022 წლის 19 ოქტომბერს, საქართველოს თურქმენეთის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებიან თურქმენეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა, საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან -  ალექსანდრე ხვთისიაშვილთან.
    საქართველოში თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს შესაძლებლობების გამოყენებით თურქმენული პროდუქციის დასავლურ ბაზრებზე ეფექტური ექსპორტის  საკითხები. 
    ვიზიტის ფარგლებში, თურქმენულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან. აგრეთვე, მოინახულებენ პორტებს და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული შესაძლებლობები.
    როგორც საგარეო უწყებაში ალექსანდრე ხვთისიაშვილმა აღნიშნა, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თურქმენეთში განხორციელებული  ვიზიტის შედეგი, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საქართველო-თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტიანი გამოყენების მიზნები.

     

  • სინძიანი, ჩემი სახლი: მოცეკვავეების საოცნებო ცხოვრების წესი (ვიდეო)

    „ჩვენი ცეკვებით ვყვებით ისტორიებს ჩვენს კულტურაზე, უძველეს ისტორიასა და მიმდინარე განვითარებაზე“, ამბობს ჰადილა აბდურაიჯანი, მოცეკვავე ჰოტანიდან, ჩინეთის სინძიანიდან.

    მისი ყველაზე დიდი სურვილი ოჯახთან ერთად ბედნიერი ცხოვრებაა. აბდურაიჯანი აზიარებს თავის ისტორიას. #GLOBALink

    ვიდეო დამზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში გამართულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების მინისტერიალში

    2022 წლის 15-16 აგვისტოს, ქ. თურქმენბაშიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების გაერო-ს მინისტერიალში თემაზე: „აშხაბადის პროცესი - დაფინანსება უკეთესი დაკავშირებადობისთვის“.
    თურქმენეთის მთავრობისა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებთან დაკავშირებით გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის (UN-OHRLLS) სამდივნოს ორგანიზებით გამართული მინისტერიალი მიეძღვნა მდგრადი ტრანსპორტის განვითარების საკითხებს და მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე განვითარებადი ქვეყნის მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირმა.
    მინისტერიალის გახსნით ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, რომლის დროსაც ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო როლზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო კვალავაც საიმედო პარტნიორი იქნება რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის და უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას სატრანზიტო დერეფანში.
    მინისტერიალის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ გამართა შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის, ზამბიის, ბურკინა ფასოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ღონისძიების მონაწილე სხვა ქვეყნების მინისტრებთან.
    აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 16 აგვისტოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს შორის.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური