თბილისის ცენტრში დამონტაჟდა ბანერი, სადაც მიმდინარეობს ნეიტრალური თურქმენეთის შესახებ ვიდეო-რგოლის დემონსტრირება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2020 14:47

თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილესთან და ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2020 წლის 9 დეკემბრიდან, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში თბილისის ცენტრში დამონტაჟებულ დიდ მონიტორებზე განათავსა ვიდეო-რგოლი, რომელიც ამ მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება.

როოგორც "ნიუს დეი საქართველოს" თურქმენეთის საელჩოში განუცხადეს, ამ ახალი ვიდეოს წყალობით, ქართველ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს თურქმენეთს და მის უდიდეს წარმატებებს, ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს ეს არ არის პირველი ვიდეო-ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 25 წლის იუბილეს და ნეიტრალიტეტის საერთაშორისო დღეს.

ვიდეო-რგოლის ჩვენება 2020 წლის 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

წაკითხულია 252 ჯერ

Related items

  • თბილისის სატელევიზიო ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდა

    18 მაისის ღამეს, თურქმენეთის კონსტიტუციის დღის და სახელმწიფო დროშის, აგრეთვე თურქმენეთის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილეს საპატივსაცემოდ, თბილისის მერიამ, საქართველოში თურქმენეთის საელჩოს დახმარებით, მოაწყო მეგობრული აქცია. საქართველოს დედაქალაქის სატელევიზიო ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში გამოისახა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" თბილისში თურქმენეთის საელჩოში განუცხადეს.

    როგორც საელჩოში განმარტეს, ანძის განათება თურქმენეთის ეროვნული დროშის ფერებში, მათ სახელმწიფოებრივ დღესასწაულთან იყო დაკავშირებული და წარმოადგენდა ქართველი ხალხის პატივისცემის გამოხატვას თურქმენი ხალხისადმი და მისი ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღისადმი.

    საუკეთესო ტრადიციად ქცეული აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებას და თურქმენი ხალხისადმი პატივისცემის გამოხატულებას.

    თბილისის სატელევიზიო ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში ორი დღის განმავლობაში იქნება განათებული.

    შეგახსენებთ, რომ თბილისის სატელევიზიო ანძა მდებარეობს „მთაწმინდის“ პარკის ტერიტორიაზე, საიდანაც იშლება უმშვენიერესი ხედი მთელს ქალაქზე. კოშკი აგებულია 1972 წელს. მისი სიმაღლეა 274,5 მეტრი. სიმაღლე ზღვის დონიდან - 719,2 მეტრია. თბილისის სატელევიზიო ანძა ქალაქის თითქმის ყველა კუთხიდან ჩანს და თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოა.

  • თბილისში გაიმართა ონლაინ კონფერენცია, მიძღვნილი თურქმენი პოეტის მახთუმკული ფრაგის 300 წლის იუბილეს

    დიდი თურქმენი პოეტის მახთუმკული ფრაგის 300 წლის იუბილეს სადღესასწაულო ღონისძიების მოსამზადებლად, 2021 წლის 17 მაისს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში გამართა ონლაინ კონფერენცია.

    მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ დიდი პოეტის ჰუმანისტის მახთუმკული ფრაგის შემოქმედება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედ აღმოსავლეთის ხალხთა სულიერი ცხოვრების განვითარებაზე, თარგმნილია მრავალ ენაზე და წარმოადგენს მსოფლიოს კულტურის საკუთრებას.

    კონფერენციის მსვლელობისას ხაზი გაესვა იმასაც, რომ თურქმენეთი უკვე აქტიურად მუშაობს მახთუმკული ფრაგის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს აღმნიშვნელი ღონისძიებების სამზადისზე. სამომავალოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს დიდი თურქმენი პოეტის, ფილოსოფოსის მახთუმკული ფრაგის უმდიდრესი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლასა და პოპულარიზაციას.

    აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების შემდგომი გაღრმავების, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის.

    ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის, აგრეთვე მედიის წარმომადგენლები.

    ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა ფილმი, რომელიც ეძღვნება დიდ თურქმენ პოეტს მახთუმკული ფრაგის შემოქმედებას.

  • თურქმენეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქართველოში გოლფის ტურნირი მოაწყო

    თურქმენეთის საელჩომ თბილისში, საქართველოს სამოყვარულო და კორპორატიული სპორტის განვითარების ალიანსთან ერთად, 17 აპრილს ჩაატარა გოლფის საერთაშორისო ტურნირი, რომელიც მიეძღვნა 2021 წელს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად გამოცხადებას.

    ტურნირს ესწრებოდნენ და მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის სამოყვარულო სპორტსმენები. სპორტული ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.

    ტურნირის დაწყებამდე აღინიშნა, რომ თურქმენეთში მაღალკვალიფიციური სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ყოვლისმომცველი ღონისძიებები ქვეყნის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

    აშხაბადში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩამოყალიბდა ძლიერი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია სხვადასხვა სპორტის სახეობების განვითარებისათვის. თურქმენეთის დედაქალაქში 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა ქვეყნის პირველი გოლფის კლუბი, რომლის პროექტიც შემუშავდა საუკეთესო უცხოური გამოცდილების საფუძველზე, ამ სპორტმა განვითარების სტიმულიც მიიღო.

    ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართა გამარჯვებულების პრიზებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

  • თურქმენეთის დიპლომატიურმა მისიამ თბილისში მინიფეხბურთის ტურნირი ჩაატარა

    5 აპრილს, თურქმენეთის საელჩომ საქართველოში ჩაატარა მინიფეხბურთის ტურნირი, რომელიც მიეძღვნა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს. შეჯიბრი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართველი სპორტსმენები.

    ტურნირის გახსნის დღესასწაულზე აღინიშნა, რომ 2021 წელი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციის თანახმად, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული და ფართოდ აღინიშნება თურქმენეთშიც. აღნიშნული ღონისძიება თურქმენეთში ტარდება დევიზით „თურქმენეთი - მშვიდობისა და ნდობის სამშობლო”.

    აქვე ხაზი გაესვა იმასაც, რომ თურქმენეთში ამჟამად მიმდინარეობს ყოვლისმომცველი სამუშაოები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ელიტური სპორტის განვითარებისა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

    ტურნირის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.

  • აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

    აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა კასპიის ზღვაში ნახშირწყალბადის საბადოს ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. წინასწარი ვარაუდით, საბადო ენერგიის მომგებიან რეზერვებს შეიცავს.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ზედამხედველობით, ონლაინ რეჟიმში გაფორმდა მემორანდუმი ორმხრივი განზრახვის შესახებ, რომლითაც წყალქვეშა საბადოს ერთობლივად შეისწავლიან და განავითარებენ. წყალქვეშა საბადო საბჭოთა მკვლევარებმა 1986 წელს აღმოაჩინეს.

    ექსპერტების შეფასებით, ნახშირწყალბადების საბადო შეიცავს ბუნებრივ გაზს და მინიმუმ 50 მილიონ ტონა ნავთობს.

    ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში წყალქვეშა საბადოს საკუთრებასთან დაკავშირებით ბაქოს და აშხაბადს შორის დავა იყო. საკითხის მოგვარება ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური მილსადენის განვითარებას. ესაა მრავალმილიარდიანი გეგმა, რომელიც ევროპასთან თურქმენეთის გიგანტური გაზის საბადოების დაკავშირებას ითვალისწინებს.

    წყარო: https://1tv.ge/news/azerbaijanma-da-turqmenetma-kaspiis-zghvashi-nakhshirwyalbadis-sabados-ertobliv-kvlevastan-dakavshirebit-shetankhmebas-miaghwies/

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

ლიბერთის მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის ...

პოპულარული

« December 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური