შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) მოსამზადებელ ტრენინგ კურსებს იწყებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი დეკემბრიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) სასერტიფიკატო კურსებს იწყებს.
მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების ფონზე, მთელ რიგ ორგანიზაციებს დაევალებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშნვა, რაც შრომის ბაზარზე ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამასთან, 2018 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, საქართველოში არსებულ კომპანიებზეც გავრცელდეს. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაზრდას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების მაღალ კვალიფიკაციასთან.
კურსი ეხმიანება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ სიახლეებს და იძლევა კომპლექსურ ცოდნას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ.
ტრენინგ-კურსის მიზანია:
მსმენელს შესძინოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თეორიული და პრაქტიკული საკითხების კომპლექსური ცოდნა, როგორც სამართლებრივ, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების ჭრილში.
სასწავლო მასალა:
ტრენინგის მასალა ეფუძნება პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების როგორც ეროვნულ (კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები) ასევე საერთაშორისო მოწესრიგებას (მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაცია (GDPR), მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს გზამკვლევები, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის მოსაზრებები, „ევროპის მონაცემთა დაცვის საბჭოს (მათ შორის, მისი წინამორბედის 95/46/ EC დირექტივის 29-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის) მოსაზრებები“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს პრაქტიკა).
ტრენინგის ხანგრძლივობა:
24 აკადემიური საათი
ტრენინგის დაწყების თარიღი:
22 დეკემბერი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა:
18 დეკემბერი
ტრენინგი ტარდება მითითებულ დღეებში:
სამშაბათი / ხუთშაბათი 19:00 - 21:00
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.
კურსის გავლის შემთხვევაში, ტესტირების საფუძველზე თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერტიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე. (R)
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: https://trainings.ibsu.edu.ge/personaldata/?fbclid=IwAR3PcX1_GqhSxj0mifc56HXpqzVDroM-9Ix4ArgrOBs0WJJjl_GN1nGwTzM