ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გამარჯვებული გუნდი 250 000 ლარს მიიღებს

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 17:48

დღეს, სფფ-ის ოფისში სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებისა და სფფ-ის ხელმძღვანელებმა.  შეხვედრას 15 კლუბის პრეზიდენტი და დირექტორი ესწრებოდა. მხოლოდ „სამტრედიას“ წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მოსვლა.

შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. შეკრებილებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელეს. ისაუბრეს „ზესტაფონში“ შექმნილ ვითარებაზე და მოუსმინეს კლუბის დირექტორს - მიხეილ ხუციშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ კლუბი სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრებს.

ამასთან, სფფ-ის შეთავაზებას, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული გუნდებისთვის დაწესდეს საპრიზო ფონდი, კლუბების ხელმძღვანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული გუნდი ფულადი პრემიის სახით ფედერაციისგან 250 ათას ლარს მიიღებს. მეორე ადგილოსანი  - 150 ათასს, ხოლო მესამე ადგილზე გასული კი - 100 ათას ლარს.

რაც შეეხება საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების გამარჯვებულს, ის ფედერაციისგან 100 ათას ლარს მიიღებს.

წაკითხულია 649 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური