ლიბერთისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი იწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020 15:52

დღეს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ თანამშრომლობის მიზანია კოორდინირებული საქმიანობით, თხილის მწარმოებელ ფერმერთა ხელშეწყობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

„საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასა და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში, ქართველი მეთხილე ფერმერებისათვის იქმნება ახალი შესაძლებლობები.  აგრო ბარათის საშუალებით ფერმერები შეძლებენ წლის განმავლობაში ნებისმიერ ეტაპზე იქონიონ ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეღავათიანი პირობებით, შეიძინონ საბრუნავი საშუალებები და დააფინანსონ საოპერაციო ხარჯები აგროტექნიკური ვადების სრული დაცვით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, შეამცირებს რისკებს და დანაკარგებს.  ასოციაციის მიზანს წარმოადგენს ახალი ბაღების გაშენებით და უკვე არსებული თხილის ბაღების მოდერნიზაციის საშუალებით გავაორმაგოთ ექსპორტირებული თხილის მოცულობა (100 000 ტონაზე მეტი) და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ხარისხი, რაც ყოველწლიურად დამატებით 1 მლრდ ლარის შემოსავალს მოუტანს ქართველ ფერმერებს და ქვეყნის ეკონომიკას. - გიორგი თოდუა,  ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი.  

,,ლიბერთი განაგრძობს მცირე ბიზნესისა და აგრო სექტორის მხარდაჭერას, რაც ბანკის ახალი სტრატეგიის ერთერთ მნიშვნელოვან  მიმართულებას წარმოადგენს. მეთხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვანი სექტორია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარტნიორობა ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია აგრო სექტორის მომსახურების მიმართულებით. ამ პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ 25 000-მდე ქართველ მეთხილე ფერმერს გავუმარტივოთ ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ერთი ფანჯრის პრინციპით, ძალიან მარტივად შევთავაზოთ სხვადასხვა საბანკო და სადაზღვევო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. თავის მხრივ, იაფი ფინანსური რესურსი საშუალებას მისცემს მეთხილე ფერმერებს კიდევ უფრო გააფართოვონ თავისი საქმიანობა, ბიზნესი გახადონ რენტაბელური, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები და ყველამ ერთად კი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში.’  - ირაკლი აბაშიძე, ლიბერთი ბანკის MSME მიმართულების დირექტორის მოადგილე.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 25,000-მდე წევრს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და კახეთის მაშტაბით, ფერმერები გაერთიანებულნი არიან 2600 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. დღეის მდგომარეობით თხილის მწარმოებელ ფერმერებს ემსახურებიან ასოციაციის კვალიფიციური აგრონომები, რომლებიც სეზონის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი ფერმერების კონსულტირების პროცესში, აძლევენ მათ რეკომენდაციებს და აკვირდებიან მათ მიერ თხილის ბაღებში შესრულებულ სამუშაოებს. გარდა აგრონომის მომსახურებისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისების მისაღებად, მათ შორის: ნიადაგის გამოკვლევა, პესტიციდები, შესაწამლი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის გარჩევა/შრობა/შენახვა და ა.შ. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 2020 წლის სეზონზე მიღებული მოსავლის მოცულობამ გადააჭარბა პროგნოზირებულ 50 000 ტონას, რითაც საქართველომ მსოფლიო ბაზარზე დაიბრუნა აზიური ფაროსანას ინვაზიამდე არსებული პოზიციები.

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 570 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING   (R)

წაკითხულია 298 ჯერ

Related items

  • ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

    დღეს ლიბერთი ბანკსა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.

    ახალი მასშტაბური პროექტი,  ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ბანკში ერთი ვიზიტით შეიძინოს როგორც ლიბერთის, ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სასურველი მომსახურება. აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

    ნიუ ვიჟენ დაზღვევა სადაზღვევო ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და უკვე ღირსეულ კონკურენციას უწევს ბაზრის სხვა მოთამაშეებს როგორც კორპორატიულ, ასევე საცალო დაზღვევის მიმართულებით. აგრო დაზღვევა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. გასული წლის განმავლობაში, ჩვენ მოვიცავით ბაზრის 10%, გავაფართოვეთ სააგენტო ქსელი, დავხვეწეთ პროდუქტის შეძენის სიმარტივე და დავფარეთ მთელი საქართველო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებად გვყავდეს ისეთი კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების შექმნის მექანიზმები. დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ლიბერთი ბანკთან. პარტნიორობის ფარგლებში, ის ფერერები, რომლებიც შეიძენენ ნიუ ვიჟენის აგრო დაზღვევას, ასევე შეძლებენ ისარგებლონ ლიბერთი ბანკის უპროცენტო განვადებით. პროცენტის დაფარვის ვალდებულებას კი ჩვენი კომპანია აიღებს საკუთარ თავზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ერთად შევთავაზებთ ფერმერებს მაქსიმალურად მარტივ, ხელმისაწვდომ და სასარგებლო პროდუქტს” - განაცხადა ნიუ ვიჟენ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ.

    „მოხარული ვართ ნიუ ვიჟენ დაზღვევასთან თანამშრომლობის დაწყებით. პარტნიორობას პირველ ეტაპზე ვიწყებთ აგრო დაზღვევით, რაც ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრო მიმართულების განვითარებისთვის - ფერმერს საშუალება ეძლევა დააზღვიოს საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან და დაიცვას რისკებისგან საკუთარი შემოსავლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ზოგადად აგრო დაზღვევის ცნობადობა და ამასთანავე, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სასარგებლო სერვისები ჩვენი მომხმარებელი ფერმერებისთვის. ახალი პროექტი გვაძლევს საშუალებას, დავზოგოთ თითოეული ფერმერის ძვირფასი დრო და ბანკში ერთი ვიზიტის ფარგლებში  მოვემსახუროთ როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო სერვისების მისაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • „Fitch“-მა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი ‘სტაბილურამდე’ გააუმჯობესა

    2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ‘Fitch Ratings’-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი ‘ნეგატიურიდან’ ‘სტაბილურამდე’ გააუბჯობესა, ხოლო  გრძელვადიანი საკრედო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა. 

    ლიბერთი ბანკის ‘სტაბილური’ პროგნოზი ასახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის მდგრადობას, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის შემცირებისა. 

    Fitch Ratings-ის მოლოდინით ბანკის მოგება საკმარისი იქნება პანდემიის გამო საკრედიტო ზარალის ასანაზღაურებლად, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკის გარეშე.   ბანკი პანდემიის პერიოდს შეხვდა ჯანსაღი კაპიტალით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინი განპირობებულია ბანკისათვის დამახასიათებელი აუცილებელი სიძლიერით.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი 

  • ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ სპონსორი გახდა

    30.03.21, თბილისი - დღეიდან, ლიბერთი ბანკი ყველასთვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორია. ლიბერთი ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმი, საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.
    დღეს გაფორმებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში.
    „მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა დიდი მეგობარი შეიძინა. მინდა გამოვხატო როგორც პირადი, ასევე მთელი ბანკის აღფრთოვანება და მხარდაჭერა ამ გოგონების მიმართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში, კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის და წარმატებული სეზონისთვის.
    ქალების გაძლიერება, განსაკუთრებით რეგიონებში, ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ვფიქრობთ, ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიზანს მთელი საქართველოს მასშტაბით.“ - ვასილ ხოდელი, გენერალური დირექტორი
    „ლიბერთის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბს, დაეხმარება გრძელვადიანი სპორტული მიზნების მიღწევაში და თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში“ - დურმიშხან ჩხაიძე, კლუბის დირექტორი.
    ლიბერთი 2020 წლიდან ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა - გასულ წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის დაწყებული მჭიდრო თანამშრომლობა, ქალების გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • სასარგებლო სიახლე ლიბერთის ციფრული Visa ბარათის მომხმარებელს

    „გადაიხადე ონლაინ და 20 ლარი ანგარიშზე დაგიჯდება“ - ლიბერთი და Visa ციფრული ბარათის მომხმარებლებისთვის ახალ, ერთობლივ კამპანიას იწყებენ.

    16 მარტიდან, კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აიღებს ლიბერთის ციფრულ Visa ბარათს ინტერნეტ ან მობაილ ბანკის საშუალებით და შეასრულებს მინიმუმ 20 ლარიან ტრანზაქციას ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში, 20 ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ანგარიშზე.

    ლიბერთიმ ციფრული ბარათი თავის მომხმარებელს გასულ წელს შესთავაზა. ონლაინ შოპინგისთვის ყველაზე უსაფრთხო, ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს ქმნის - ის სადებეტო ბარათის ფუნქციებს სრულფასოვნად ასრულებს იმ განსხვავებით, რომ მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური, პლასტიკური ბარათის ტარება და მის ასაღებად ბანკში ვიზიტი საჭირო არ არის.

    ციფრული ბარათის აღება მარტივია და სულ რამდენიმე წამი სჭირდება. გააქტიურების შემდეგ, მისი გამოყენება მყისიერად არის შესაძლებელი. ციფრული ბარათის დამატება შესაძლებელია Apple Pay-შიც, რაც  ონლაინ შოპინგის გარდა, სავაჭრო ობიექტებშიც იძლევა როგორც გადახდის, ისე ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „CashBack“-ით სარგებლობის საშუალებას.  

    ციფრული ბარათის მიბმა არსებულ, ან ახალ ანგარიშზეა შესაძლებელი. ბარათი მულტისავალუტო ფუნქციასაც ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე  დოლარის და ევროს ანგარიში. აქციის ფარგლებში, ელექტრონულ კომერციაში 20 ლარის მომენტალურად დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ციფრული ბარათის  მომხმარებლებისთვის, ლარში განხორციელებული ტრანზაქციისას. 

     „ციფრული ბარათით სარგებლობა ჩვენს მომხმარებელს უკვე რამდენიმე თვეა შეუძლია. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია უსაფრთხო და დისტანციური ბანკინგი და მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ Visa-სთან ერთად, საშუალება მოგვეცა კიდევ უფრო წავახალისოთ ციფრული არხების გამოყენება და გავზარდოთ მომხმარებლის ლოიალობა. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და მუდმივად ვაკვირდებით მომხმარებლის საჭიროებებს იმისთვის, რომ შევქმნათ მათზე მორგებული სერვისები და პროდუქტები“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე: libertybank.ge

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING

  • „თქვენს გზავნილზე საჩუქარია“ - საერთაშორისო ფულადი გზავნილების საგაზაფხულო აქცია ლიბერთისგან

    15 მარტი, თბილისი - დღეიდან, ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ, საგაზაფხულო აქციას იწყებს.

    "თქვენს გზავნილზე საჩუქარია" კამპანიის ფარგლებში ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში ლიბერთის ნებისმიერი არხით ყველაზე მეტჯერ მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს, საჩუქრად 10 000 ლარს მიიღებს.

    მთავარი პრიზის გარდა, კამპანიის ფარგლებში დაწესებულია სხვა საჩუქრებიც:

    • 100 ლარის მოგების შანსი - ყოველდღე
    • 10 ნოუთბუქი
    • 100 „ჭკვიანი“ საათი
    • ბრენდირებული საჩუქრები ყოველი მე-5 მომხმარებლისთვის

    საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქციაში ჩართვა ნებისმიერი მომხმარებლისთვის მარტივია  და საკმარისია აქციის პერიოდში გზავნილის მიღება, ან გაგზავნა ლიბერთი ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან დისტანციური არხების - ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით.

    ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას, მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

    როგორც ყოველდღიური, ისე მთავარი საჩუქრების მისაღებად საჭირო პირობებს ლიბერთი ბანკი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს: libertybank.ge

    მათთვის, ვინც ჯერ არ არის ლიბერთის მომხმარებელი, უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შეძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge

     აქცია დაიწყო 2021 წლის 15 მარტიდან და გაგრძელდება 2021 წლის 15  ივნისის ჩათვლით.

    „საერთაშორისო ფულადი გზავნილები ლიბერთის ერთერთი წამყვანი მიმართულებაა და ვცდილობთ მუდმივად წავახალისოთ ჩვენი მომხმარებელი. ლიბერთიში ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა კონკურენტუნარიანია არამხოლოდ აქციის ფარგლებში - ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი და ხელმისაწვდომი ვართ საქართველოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი გზავნილის მიღება და გაგზავნა შესაძლებელია დისტანციური არხების საშუალებით ბანკში ვიზიტის გარეშეც. ჩვენი მომხმარებელი გზავნილის მიღებისას ან გაგზავნისას მუდმივად სარგებლობს ვალუტის გაცვლის სპეციალური კურსით.

    ვფიქრობთ, ეს კამპანიაც დამატებითი სტიმული იქნება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა თანამედროვე სერვისებისგან მაქსიმალური სარგებელი და კომფორტული გამოცდილება მიიღონ“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge 

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური