თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში ჯარის გაგზავნის მანდატი გასცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020 11:46

თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქი სამხედროების 1 წლით გაგზავნის მანდატი გასცა. პარლამეტში ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერით ხსენებული მანდატი გუშინ გადაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მანდატის  მიხედვით, თურქი სამხედროები ერთი წლის განმავლობაში იმუშავებენ თურქეთისა და რუსეთის ერთობლივ მონიტორინგის ცენტრში, რომელიც მთიან ყარაბაღში განთავსდება. თურქი სამხედროების აზერბაიჯანში გაგზავნის მანდატს პარლამენტში ოთხმა პარტიამ, "სამართლიანობის და განვითარების პარტიამ" (AKP), "რესპუბლიკური სახალხო პარტიამ" (CHP), "ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ" (MHP) და "კარგი პარტიამ" (İYİ PARTİ) დაუჭირეს მხარი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთიც სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის მიერ განსასაზღვრ ადგილზე შესაქმნელი ერთობლივი ცენტრის საშუალებით, რუსეთთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის დაკვირვებისა და გაკონტროლების საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას და ამის გამო რუსულ მხარეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება.

ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელების სამშობლოში დაბრუნების, რომელთაც სომხეთის ოკუპაციის გამო მოუწიათ ყარაბაღის დატოვება და აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის დერეფნის გახსნის მნიშვნელობას.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანმა ყარაბაღმა აჩვენა რეგიონული კონფლიქტების და კრიზისების მოგვარებაში თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და რომ იგივე თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა განხორციელდეს სირიის კრიზისისთვის და აქაც შესაძლოა მსგავსი მექანიზმის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ოპერაციები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ოკუპაციისგან ადრე გაათავისუფლა 5 ქალაქის ცენტრი, 3 რაიონი, დაახლოებით 240 სოფელი და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლე.

 

წაკითხულია 129 ჯერ

Related items

  • თურქეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 11 დეკემბერს იწყება

    თურქეთში, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეტაპობრივად 11 დეკემბრიდან იწყება. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაცია პირველ ეტაპზე ჯანდაცვის პერსონალს ჩაუტარდება რა, შემდგომ ეტაპზე თუ როგორ და ვისი ვაქცინაცია უნდა მოხდეს ეტაპობრივად, სამეცნიერო კომიტეტი მუშაობს და შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდება ეს პროცესი.

    მინისტრმა ისიც დაამატა, რომ ადგილობრივი  ვაქცინის პირველი ეტაპი  14-15 დეკემბერს დასრულდება.

    წერილობით განცხადებაში, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან ჩატარებულმა სამუშაოებმა, სამინისტროს მხარდაჭერით, ლოკალიზაციისა და ნაციონალიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, პირველი შედეგები გამოიღო.

    მან ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პირველი ადგილობრივი ვაქცინა მზადაა გამოსაყენებლად და დაამატა:

    "ჩვენი სამინისტროს მიერ დამტკიცებულმა პროექტმა პირველი შედეგები მოგვცა. ვაქცინის სამუშაო, რომელიც ტექნოლოგიის ტრანსფერსაც მოიცავს, წარმატებით დასრულდა. მოზრდილთა ტიპის ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინის წარმოების ყველა პროცესი დასრულებულია ადგილობრივი შესაძლებლობებით... 2015 წელს ანკარის აქიურთის რაიონში დაწყებული პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორმა ფირმა Turk İlaç- მა პირველი შევსება 2017 წელს გააკეთა. კარგი წარმოების პროცესის (GMP) სერტიფიკაციის მქონე ობიექტებში, ყველა პროცესი, მათ შორის ანტიგენის წარმოება, დასრულდა ადგილობრივი შესაძლებლობებით და დაიწყო წარმოება. მოზრდილთა ტიპის ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინის, რომელმაც გაიარა ხარისხის აუცილებელი კონტროლი და დამტკიცებულია, პირველი პარტია ჩვენს სამინისტროს გადაეცა. ამრიგად, ახლა, როდესაც ადგილობრივი ვაქცინების წარმოება დღის წესრიგში დგას, ამ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული. ადგილობრივი ვაქცინების წარმოების პროცესი, რომელიც ჩვენ ლოკალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში დავიწყეთ, გაგრძელდება ახალი სასიხარულო სიახლეებით. გილოცავთ."

  • თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ახალი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გადასცა

    სამხედრო-საინჟინრო და ლოჯისტიკის მიმართულებების განვითარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ერთეული მრავალფუნქციური, დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი (Backhoe loader) და 35 ავტობუსი (BMC-ს მარკის Neocity-ის ტიპის მოდელი) შეემატა. 

    ტექნიკის შესყიდვა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ოფიციალური გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფატმა ჯერენ იაზგანი დაესწრნენ. მათ მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქ დიპლომატს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. 

    ექსკავატორ-დამტვირთავები სხვადასხვა დამატებითი კონფიგურაციით არის აღჭურვილი, რაც მათ მრავალფუნქციურობას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრომ დამატებით შეჯავშნული კაბინებიც მიიღო. Neocity-ის ტიპის 8.5 მეტრიანი მოდელის ავტობუსები კი, ჯარის სატრანსპორტო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. 
    ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალებმა "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების" ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015-2017 წლებში გამოყოფილი თანხით უმსხვილესი თურქული კომპანიების - Hidromek-ისა და BMC-სგან შეიძინა. ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში გადანაწილდება და საინჟინრო-ლოჯისტიკური დავალებების შესრულებას უფრო ეფექტურს გახდის. 

    საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ. საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქულმა მხარემ მატერიალურ-ფინანსური დახმარებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

    თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

  • საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პირველი თურქული ვაქცინა მზადაა გამოსაყენებლად

    საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პირველი თურქული ვაქცინა მზადაა გამოსაყენებლად. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, მოზრდილების ტიპის ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინის წარმოების ყველა პროცესი დასრულებულია სრულიად ადგილობრივი საშუალებებით.

    წერილობით განცხადებაში, ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან ჩატარებულმა სამუშაოებმა, სამინისტროს მხარდაჭერით, ლოკალიზაციისა და ნაციონალიზაციის პოლიტიკის შესაბამისად, პირველი შედეგები გამოიღო.

    მან ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პირველი ადგილობრივი ვაქცინა მზადაა გამოსაყენებლად და დაამატა: "ჩვენი სამინისტროს მიერ დამტკიცებულმა პროექტმა პირველი შედეგები მოგვცა. ვაქცინის სამუშაო, რომელიც ტექნოლოგიის ტრანსფერსაც მოიცავს, წარმატებით დასრულდა. მოზრდილთა ტიპის ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინის წარმოების ყველა პროცესი დასრულებულია ადგილობრივი შესაძლებლობებით... 2015 წელს ანკარის აქიურთის რაიონში დაწყებული პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორმა ფირმა Turk İlaç- მა პირველი შევსება 2017 წელს გააკეთა. კარგი წარმოების პროცესის (GMP) სერტიფიკაციის მქონე ობიექტებში, ყველა პროცესი, მათ შორის ანტიგენის წარმოება, დასრულდა ადგილობრივი შესაძლებლობებით და დაიწყო წარმოება. მოზრდილთა ტიპის ტეტანუს-დიფტერიის ვაქცინის, რომელმაც გაიარა ხარისხის აუცილებელი კონტროლი და დამტკიცებულია, პირველი პარტია ჩვენს სამინისტროს გადაეცა. ამრიგად, ახლა, როდესაც ადგილობრივი ვაქცინების წარმოება დღის წესრიგში დგას, ამ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული. ადგილობრივი ვაქცინების წარმოების პროცესი, რომელიც ჩვენ ლოკალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში დავიწყეთ, გაგრძელდება ახალი სასიხარულო სიახლეებით. გილოცავთ."

    თავის მხრივ, აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან ადგილობრივი შესაძლებლობებით დამზადებული, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინის გამოყენება მომავალი წლის აპრილის თვეში დაიწყება. მან ამის შესახებ,  პარლამენტში მმართველი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი განიხილავენ ვაქცინის შეთავაზებას მთელი კაცობრიობისთვის ყველაზე შესაფერისი პირობებით. მან, კოვიდ-19-თან დაკავშრებით მთავრობის მიერ მიღებული ზომებიდან გამომდინარე შექმნილ პრობლემებზეც ისაუბრა და მოსახლეობისგან მოთმინება და თანადგომა ითხოვა.

  • თურქეთი და რუსეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს გააკონტროლებენ

    პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    მათი ინფორმაციით, საპრეზიდენტო კომუნიკაციების დირექტორატის განცხადების თანახმად, საუბრის დროს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების, მთიანი ყარაბაღის და სირიის თაოსნობით რეგიონალური მოვლენები განიხილეს.

    ერდოღანმა განაცხადა, რომ წინა საღამოს სწორი ნაბიჯი გადაიდგა მთიანი ყარაბაღის საკითხის საბოლოო გადაწყვეტის გზაზე.

    პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, საჭიროა თურქეთის და რუსეთის ინტენსიური მონაწილეობით მიღებული ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ხელიდან არ გაშვების გარეშე სამართლიანი და საბოლოო მშვიდობისა და რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად გამოყენება და რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის და ერთობლივ განცხადებებში აღნიშნული დაპირებების შესრულება.

    პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთიც სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის მიერ განსასაზღვრ ადგილზე შესაქმნელი ერთობლივი ცენტრის საშუალებით, რუსეთთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის დაკვირვებისა და გაკონტროლების საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას და ამის გამო რუსულ მხარეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება.

    ერდოღანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელების სამშობლოში დაბრუნების, რომელთაც სომხეთის ოკუპაციის გამო მოუწიათ ყარაბაღის დატოვება და აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის დერეფნის გახსნის მნიშვნელობას.

    თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანმა ყარაბაღმა აჩვენა რეგიონული კონფლიქტების და კრიზისების მოგვარებაში თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და რომ იგივე თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა განხორციელდეს სირიის კრიზისისთვის და აქაც შესაძლოა მსგავსი მექანიზმის შექმნა.

  • აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩვენი უპირობო არჩევანი დიპლომატიაა - მევლუთ ჩავუშოღლუ

    თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ

    ხმელთაშუა ზღვა ყოველთვის იყო ცივილიზაციების აკვანი - კულტურული და ეკონომიკური ურთიერთქმედების არეალი. ამ ადგილას ერთმანეთთან განუყოფლად გადაჯაჭვულია თითოეული ჩვენთაგანის წარსული, აწმყო და მომავალი. თურქეთი და საბერძნეთი ყოველთვის მხოლოდ ორი არჩევანის წინაშე იდგნენ: შებმოდნენ ერთმანეთს ორივე მხარის საზიანოდ ან ეპოვათ ურთიერთსასარგებლო გამოსავალი ფორმულით „მოიგე-მოიგე“. 

    „უცვლელი მეზობლის“ ლოგიკა გვკარნახობს, რომ მეზობლები პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთის უფლებებს. ბოლო პერიოდის მოვლენებს თუ გავაანალიზებთ, ჩანს, რომ სამწუხაროდ ეს ასე არაა თურქეთთან მიმართებაში.

    ამგვარი ურთიერთპატივისცემა უნდა გამოიხატებოდეს პასუხიმგებლიან გამოკიდებულებაში - მშვიდობიანი მეთოდებითა და დიალოგის გზით გადაიჭრას არსებული პრობლემები ან მოუგვარებელი კონფლიქტები. აქედან გამომდინარე, მეზობლებმა ესკალაციის მაგივრად უნდა მიმართონ პირდაპირი დიპლომატიისა და დიალოგის გზას, რათა კეთილგანწყობის საფუძველზე მოახდინონ უთანხმოების გადაჭრა.

    ბოლო პერიოდში საფრანგეთის მსგავსი მთავრობები, საკუთარი კოლონიალისტური წარსულიდან გამომდინარე, იჩენენ არაკეთილგონივრულ დამოკიდებულებას. ნუთუ ასე სწრაფად დაგვავიწყდა, რომ კოლონიალიზმის პერიოდმა ტკივილის გარდა არაფერი მოუტანა ბევრ ხალხს?

    წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ბატონები დიდი ქალაქებიდან, მათთვის მისაღები მანერით, საკუთარ ნებას თავს ახვევდნენ გარშემომყოფ რეგიონებს. ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი უფრო სამართლიანი საერთაშორისო მოწყობის უზრუნველსაყოფად ემხრობა მოსაზრებას „მსოფლიო უფრო დიდია ვიდრე ხუთეული“. ჩვენი საგარეო პოლიტიკა განვსაზღვრეთ, როგორც „ინიციატივიანი და ჰუმანური“ იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ იმ ფასეულობებს, რომლებიც გვინდა რომ დომინირებდეს სამყაროში და ასევე, ჩვენს დაუღალავ კრეატიულობას მათ განხორციელებაში. ეს ყველაფერი ეხმიანება მუსტაფა ქემალ ათაურქის პოსტულატს: „მშვიდობა სამშობლოში და მშვიდობა მსოფლიოში“, რომელიც ელეფთერიოს ვენიზელოსის მიერ ნომინირებულია ნობელის მშვიდობის პრემიაზე. ამ მიზეზით, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ურთიერთპატივისცემისა და პრობლემების სამართლიანი გადაჭრის პრინციპებს.

    აქედან გამომდინარე, თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს დაშორიშორებისა და გერმანიის დეესკალაციის ინიციატივებს იმ უპირატესი მიზნით, რომ აღდგეს თურქეთსა და საბერძნეთს შორის ამჟამად არსებული ორმხრივი მექანიზმები. ვიმედოვნებთ, ათენი მიხვდება, რომ ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული რამაა. თურქეთი იმდენად სცემს პატივს საბერძნეთს, რომ მას არ სურს სხვა მხარეებთან მოლაპარაკება და შეთანხმება საკითხებზე, რომლებიც უნდა გადაწყდეს უშუალოდ ორ მეზობელ ქვეყანას შორის.

    აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩვენი ძირითადი მიზნები შემდეგია:

    -საზღვაო საზღვრების სამართლიანი და მიუკერძოებელი დელიმიტაცია;

    -კონტინენტურ წყლებზე ჩვენი უფლების დაცვა, მაქსიმალისტური და ზღვარგადასული საზღვაო საზღვრის პრეტენციებისაგან;

    -შემოსავლის განაწილების სამართლიანი მექანიზმის შექმნის გზით კვიპროსელი თურქების თანაბარი უფლებების დაცვა კუნძულის ოფშორულ რესურსებზე;

    -ხემელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ყველა მხარის - მათ შორის კვიპროსელი თურქების მონაწილეობით რეალისტური, ინკლუზიური, სამართლიანი და მიუკერძოებელი ოფშორული ენერგეტიკული თანამშრომლობის მექანიზმების შექმნა (ამასთან დაკავშირებით გაკეთებული შემოთავაზებები, ჯერ კიდევ მაგიდაზეა).

    თურქეთის მიმართ, ევროკავშირის მეშვეობით, ვერ იქნება წამოყენებული მთელი რიგი მაქსიმალისტური პრეტენზიები, რადგან ევროკავშირს არ გააჩნია არავითარი კომპეტენცია საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის საკითხში. თქვენ ვერ შეზღუდავთ თურქეთის წვდომას ღია ზღვასა და საკუთარ წყლებზე, 40 ათასი კმ 2 შელფზე პრეტენზიის წამოყენების გზით, მაშინ როდესაც პაწაწინა კუნძული მეისი (ყოფილი კასტელორიცო) თურქეთიდან - 2, ხოლო საბერძნეთიდან 580 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. არ არსებობს კანონი, ლოგიკური ჯაჭვი ან სამართლიანობის ფუნდამენტური განცდა, რომელიც გაამართლებდა საწინააღმდეგო არგუმენტს.

    გარდა ამისა, არარეალისტურია მცდელობა რეგიონში ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლის, მზარდი მოსახლეობის, საწარმოო საშუალებებისა და ენერგეტიკული მოთხოვნილების მქონე ქვეყანას, თურქეთს, არ მისცე მასთან მდებარე სიმდიდრით სარგებლობის საშუალება. ეს არ მოხდება, როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნეთ.

    ამ მიზეზით, ბუნებრივია თურქეთის პოზიცია იქნება მტკიცე, რათა არ დაუშვას საკუთარი ფუნდამენტური ინტერესების შელახვა. რეგიონში ჩვენი საზღვაო ძალების არსებობა განპირობებულია არა თავდასხმის არამედ, ლეგიტიმური თავდაცვის მიზნით, რათა ხელი არ შეეშალოს საკუთარ კონტინენტურ წყლებში (აღიარებულია 16 წლის წინ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით) მიმდინარე სეისმო-კვლევით სამუშაოებს. 

    საერთაშორისო სამართლის მიხედვით დიალოგი და მოლაპარაკებები საზღვაო საზღვრის პრობლემების გადაჭრის ერთადერთი და პრიორიტეტული ფორმაა. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ საბერძნეთი განააახლებს თურქეთთან დიალოგს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. წინაპირობები წარმოშობს საპირისპირო წინაპირობებს (დამერწმუნეთ, ჩვენც შეგვიძლია საკუთარი უამრავი წინაპირობის დაყენება), რის გამოც ეს არაა ორ მეზობელს შორის მოლაპარაკების საუკეთესო საშუალება.

    ყოველი კრიზისი წარმოაჩენს ახალ საშუალებასაც და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ მშვიდობიანი წინსვლისთვის. ასევე, ფაქტია, რომ ყოველი მოლაპარაკების პროცესი უნდა თავის თავში მოიაზრებდეს პრინციპს: „მიეცი-აიღე“. ამისი ალტერნატივაა: შევმალოთ პრობლემები ხალიჩის ქვეშ და ვიმედოვნოთ, რომ ისინი თავად მოგვარდება ან ვინმე სხვა მოაგვარებს მათ ჩვენ მაგივრად. საგულისხმოა, რომ პრობლემები არათუ თავისით არ გვარდება, არამედ უფრო ჩახლართული ხდება  დროთა განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება მტკიცე, ეფექტური და რაციონალური მმართველობა, რათა მომავალ თაობებს მემკვიდრეობით დავუტოვოთ მშვიდობა და უსაფრთხოება. ეს გააჩნია თურქულ მხარეს. ჩვენი დღევანდელი საქმიანობა განსაზღვრავს არა მარტო დღევანდელ, არამედ ხვალინდელ დღესაც და თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ თურქეთი წავა იმ გზით, რომელსაც საბერძნეთი აირჩევს. ფაქტიურად, არჩევანი, თუ რომელ გზას დავადგეთ უნდა გააკეთოს არა თურქეთმა, საფრანგეთმა ან სხვა ვინმემ, არამედ საბერძნეთის პატივცემულმა ლიდერებმა და ხალხმა.   

     მასალა გამოსაქვეყნებლად მოგვაწოდა საქართველოში თურქეთის საელჩოს პრეს-სამსახურმა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური