ილჰამ ალიევი სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ფიზულსა და ჯებრაილში ჩავიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020 13:02

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მეუღლესთან - მეჰრიბან ალიევთან ერთად, სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ  ქალაქ ფიზულსა და ჯებრაილში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ხსენებული ქალაქების მონახულების დროს ილჰამ ალიევი ავტომობილს თვითონ მართავს და იქ არსებულ მდგომარეობაზე მიუთითებს რა, აცხადებს რომ ამ ტერიტორიებზე მტრის მიერ განადგურებული აზერბაიჯანის მოქალქეების სახლები იყო.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო ოპერაციები, რომელიც მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის ოკუპაციისგან ადრე გაათავისუფლა 5 ქალაქის ცენტრი, 3 რაიონი, დაახლოებით 240 სოფელი და რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგიული სიმაღლე.

 

წაკითხულია 102 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში სომხეთის ოკუპაციის დასრულების შეთანხმებას დიდი ზეიმით შეხვდნენ

    აზერბაიჯანელები მთიან ყარაბაღში სომხეთის ოკუპაციის დასრულების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერას დიდი ზეიმით შეხვდნენ. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერისადმი მიმართვის შემდეგ აზერბაიჯანელები ქუჩაში მოვიდნენ. დედაქალაქი ბაქო დღესასწაულების სცენას დაემსგავსა. ათასობით ბაქოელი ქუჩაში, აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშებით გამოვიდა. აზერბაიჯანლებმა აღნიშნული დეკლარაცია ცეკვით და „მოწამენი არ იღუპებიან, სამშობლოს დანაწევრება არ მოხდება“, „ყველაზე დიდი ჯარისკაცი, ჩვენი ჯარისკაცია“, „ყარაბაღი ჩვენია და  ჩვენი დარჩება“ შეძახილებით აღნიშნეს.

    აქვე შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ  რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ. ეს პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილებაა,“ - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

    მეორეს მხრივ სომხეთში  დედაქალაქ ერევნის ჩათვლით მრავალ ქალქში, ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. აქციის მონაწილეები, რომლებიც მანამდე მთავრობის შენობაში შეიჭრნენ, ამჯერად პარლამენტის შენობაში შევიდნენ და პრემიერ-მინისტრის საწინაააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ. მომიტინგეების ნაწილმა, რომლებმაც პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს, ყარაბაღში შეტაკებების გაგრძელება მოითხოვეს.

    თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში არა მხოლოდ რუსი, არამედ თურქი სამშვიდობოებიც განლაგდებიან.  „ორივე, რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან განლაგებული ყარაბაღის სამშვიდობო ცენტრში“, განაცხადა ერისათვის გაკეთებული მიმართვის დროს ალიევმა. ცნობისთვის, ამავე მიმართვის დროს პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მოხარულია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს წერტილი დაესვა. ალიევი დარწმუნებულია, რომ ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს. მან სატელევიზიო მიმართვის დროს, სომხეთთან დაწყებული კონფლიქტის დროს სრული მხარდაჭერისთვის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც გადაუხადა მადლობა.

    ცნობისათვის სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ.

    შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს ქალბაჯარი მიმდინარე წლის 15 ნოემბრისთვის,  აღდამის რაიონი  20 ნოემბრისთვის,  ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის, სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლების ოპერაციები მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

    ტექსტი მომზადებულია სააგენტო "TRT-ქართულის" მასალებზე დაყრდნობით.

    https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/11/10/azerbaijanelebi-mt-ian-qarabag-shi-somxet-is-okupac-iis-dasrulebis-shet-anxmebas-didi-zeimit-shexvdnen-1525134

     

  • ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

    ილჰამ ალიევსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

    საუბრისას ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ილჰამ ალიევი: მოცემულ მომენტში თანამშრომლობის დონე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ძალიან მაღალია

    „მსოფლიო მთლიანად შეცვლის სიტუაციას რეგიონში. იმედია, ვიხილავ იმ დროს, როცა კავკასიის სამი ქვეყანა ითანამშრომლებს. მოცემულ მომენტში თანამშრომლობის დონე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძალიან მაღალია. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს საქართველოს ახლანდელ მთავრობასთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, კარგი მეზობლები და მეგობრები ვართ”, – ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გამოცემა Nikkei – სთან ინტერვიუში გააკეთა.

    აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს ბევრი ერთობლივი პროექტი აკავშირებთ და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
    „ნახეთ, რამდენი ერთობლივი პროექტის რეალიზება მოვახერხეთ ერთად, იქნება ეს ბაქო -თბილისი -ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი – ერზრუმი, ბაქო-თბილისი – ყარსი, ასევე, TANAP-ი. თუ არ ვცდები, აზერბაიჯანი საქართველოს რიგით მეორე ინვესტორია და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელი“, – აცხადებს ალიევი.
    ილჰამ ალიევის ინფორმაციით, ოთხმოცდაათიან წლებში, როცა გაზსადენის მშენებლობა დაიგეგმა, დასავლეთმა მისი სომხეთზე გატარება მოითხოვა, თუმცა, სომხეთმა უარი თქვა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე და შეთანხმება არ შედგა. ალიევის განმარტებით, სწორედ აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციაა იმის მიზეზი, რომ სომხეთი ბლოკადაშია მოქცეული.
    „ჩვენ ყარსი-გიუმრის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებასაც ვუჭერდით მხარს და სომხეთს მისი საშუალებით ზღვაზე გასასვლელი ექნებოდა, თუმცა, სომხეთმა არაფერი გააკეთა. იცით, რომ სომხეთს, თავისი კონსტიტუციის მიხედვით, ტერიტორიული პრეტენზიები აქვს თურქეთთანაც“, – აცხადებს ალიევი.

    მისივე თქმით, თურქეთის მოსახლეობა 83 მილიონს აღწევს, აზერბაიჯანის – 10 მილიონს, ხოლო სომხეთი სულ რაღაც 2-მილიონიანი ქვეყანაა და სომხეთი უნდა დაფიქრდეს, როგორ სიტუაციაში აღმოჩნდება ის 10, 20 ან 50 წლის შემდეგ.
    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანული მიწების დეოკუპაცია მოხდება და სომხეთი კონსტრიქციულ პოზიციას დაიკავებს, აზერბაიჯანი დაეხმარება ყარაბაღის სომხურ მოსახლეობას და მზად არის, სომხეთს ყველა კომუნიკაცია გაუხსნას საერაშორისო ბაზრებზე გასასვლელად. 

    წყარო: http://kvira.ge/604512

     
  • აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან თავდასხმა-აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა

    აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან თავდასხმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" აქვეყნებს.

    აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა,  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია,  რომ სარაკეტო დარტყმები დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან იქნა აღკვეთილი.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიკმეთ ჯაჰიევმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ „სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ესროლა კლასტერული რაკეტა“, თუმცა თავდასხმის შედეგად ნავთობსადენი არ დაზიანებულა. მისი თქმით, „მცირე კასეტური ბომბები (რისგანაც რაკეტა შედგება) ნავთობსადენისგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა“. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ ჩატარდა განაღმვითი სამუშაოები.

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/10/07/somxet-ma-bak-o-t-bilisi-jeihanis-navt-obsadenze-saraketo-t-avdasxma-ganaxorc-iela-1504119

  • თურქეთის პრეზიდენტი: "სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა"

    თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სომხეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის რეგიონში მშვიდობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ -TRT ქართული წერს.

    პრეზიდენტმა ერდოღანმა სომხეთის აზერბაიჯანზე თავდასხმასთან დაკავშირებით Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა: ”სომხეთმა, რომელიც აზერბაიჯანს კიდევ ერთხელ დაესხა თავს, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის ყველაზე დიდი საფრთხეა რეგიონში მშვიდობისთვის. თურქი ერი, როგორც ყოველთვის, დღესაც მთელი თავისი შესაძლებლობებით დგას თავისი აზერბაიჯანელი ძმების გვერდით... საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია სომხეთის პროვოკაციული აგრესიის მიმართ საჭირო და საკმარისი რეაგირება, კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ორმაგი სტანდარტი. მინსკის სამეული (რუსეთი,აშშ, საფრანგეთი), რომელიც თითქმის 30 წელია გულგრილ მდგომარეობაშია, სამწუხაროდ, შორს არის პრობლემის გადაჭრის მოქმედებისგან. სომეხ ხალხს მოვუწოდებთ მთავრობის, რომელიც ისინი კატასტროფისკენ მიჰყავს და მათ მარიონეტებად გამომყენებელთა წინააღმდეგ, გაუფრთხილდნენ თავიანთ მომავალს, მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს ოკუპაციის და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირონ აზერბაიჯანს. დღეს სატელეფონო საუბარში როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ჩემს ძმას, ილჰამ ალიევს, განვუცხადე, თურქეთი „ერთი ერი, ორი სახელმწიფო"-ს გაგებით ეკიდება და იგი გააგრძელებს ამ პრინციპის და ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების თანადგომას", - ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

    აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური