სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020 12:57

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" სომხურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია,  ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ანა ნაგდალიანმა Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში დაწერა.

ზოჰრაბ მნაცაკანიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018 წლის მაისიდან იკავებდა.

წაკითხულია 173 ჯერ

Related items

  • დავით ზალკალიანსა და იაირ ლაპიდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

    საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ალტერნატიულ პრემიერ-მინიტრ იაირ ლაპიდს (Alternate Prime Minister) შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

    როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
    სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ხაზი გაესვა დიდ პოტენციალს ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს.
    მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური პანდემიის გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის გზები და ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების  განვითარების დინამიკა. იაირ ლაპიდმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ისრაელში და იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა მომავალი ვიზიტის ფარგლებში უფრო დეტალურად განიხილონ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
    დავით ზალკალიანმა ისრაელელ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, უსურვა წარმატება მომავალ საქმიანობაში და თავის მხრივ დაუდასტურა მზადყოფნა მისთვის ხელსაყრელ დროს უმასპინძლოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით.

  • დავით ზალკალიანმა და ოლივერ ვარეიმ ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმა განიხილეს

    2021 წლის 7 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარეის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე. ორივე მხარის მიერ აღინიშნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ინტერესი და მზაობა. ამის შესახებ საგარეოს პრეს-სამსახური იუწყება.
    შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის 2022 წლის საინვესტიციო გეგმაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომ მიზნებს განსაზღვრავს და რომლის შესახებაც ვიზიტის ფარგლებში განაცხადა ვარეიმ. მხარეებმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომელიც პარტნიორი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი დახმარების მობილიზებას ითვალისწინებს კოვიდ-პანდემიის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრისა და სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს პირადი წვლილისთვის, რის შედეგადაც დოკუმენტში აისახა საქართველოსთვის პრიორიტეტული ინიციატივები. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებს დიფერენციაციასა და პარტნიორ ქვეყნებთან ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებული თანამშრომლობის განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის იდენტიფიცირებულ საფლაგმანო ინიციატივებზე, რომლებიც სრულად ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტებს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული დაკავშირებადობის საფლაგმანო ინიციატივებს, რომელთა განხორციელება სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის.
    საუბარი ასევე შეეხო მოლოდინებს 2021 წლის დეკემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელზეც დამტკიცდება პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი მიზნები და მიღებულ იქნება ერთობლივი დეკლარაცია. 
    შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების საჭიროებაზე და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირის ჩართულობაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

  • ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით საქართველო ესტუმრა

    10 ივნისს, საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

    მათივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

    როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ევროპელი და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობასთან მიმართებაში.

    „ვიზიტის დრო უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში არსებული ახალი გეოპოლიტიკური ფონი საჭიროებს მუდმივ კოორდინაციას და კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან. ვიზიტის ფარგლებში განხილვის ძირითადი თემები იქნება ეს მიმართულებები. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობები უარღესად მზარდი დინამიზმით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაფართოება, მეტი ტურისტის ხილვა საქართველოში პოსტპანდემიურ პერიოდში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, სოლიდარობა, რომელიც ლიეტუველი პარტნიორების მხრიდან გვქონდა პანდემიის პერიოდში და რა თქმა უნდა, განვიხილავთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს უახლოესი ნატო-ს სამიტის კონტექსტში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში და დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ჩვენს ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

  • საგარეო საქმეთა მინისტრი დ. ზალკალიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

    1-4 ივნისს საქართველოს ეწვივნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული პოლიტიკური კლიმატის, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასება.
    ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.
    შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების საკითხებს და ხაზი გაესვა საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
    საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გაუარესების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ, უკანონო ქმედებებზე მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმების მიერ გახშირებულ უკანონო დაკავებებზე. მინისტრის განცხადებით, არსებული ვითარება საერთაშორისო საზოგადოების შესაბამის რეაგირებასა და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივ შესვლას საჭიროებს.
    შეხვედრაზე ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე.

  • ევროპის საბჭოს 131-ე მინისტერიალი

    21 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს 131-ე მინისტერიალი, რომლის დროსაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა გერმანიიდან უნგრეთს გადაეცა. კოვიდ-19 პანდემიის გათვალისწინებით, მინისტერიალი ჩატარდა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.

    მინისტერიალის დღის წესრიგის ერთერთი საკითხი იყო ევროპის საბჭოს როლი ევროპაში არსებულ კრიზისებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით და აღნიშნული საკითხის ფარგლებში განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა.

    მინისტერიალის ფარგლებში ცნობად იქნა მიღებული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აღსანიშნავია, რომ ანგარიშს გენერალური მდივანი მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგის მუდმივი 2.1 საკითხის: „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შესაბამისად წელიწადში ორჯერ წარადგენს.

    მინისტერიალის დღის წესრიგში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის 12 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე.

    მინისტერიალზე განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შემუშავებული სტრატეგიული ჩარჩო-დოკუმენტი, რომელიც ასახავს გენერალური მდივნის მომავალი ოთხი წლის პრიორიტეტებს.

    მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს ერთგულება ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპებისადმი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს შესაბამის ინიციატივებს ორგანიზაციის სტანდარტებთან მეტი მიახლოების მიზნით.

    სიტყვით გამოსვლისას დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის უკანონო ქმედებები უმძიმეს შედეგებს იწვევს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის და მათ მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმების მიერ გახშირებულ უკანონო დაკავებებზე. ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისათვის 12 წლით ტყვეობის გახანგრძლივებას და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი და ხმამაღალი პოზიცია მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისათვის. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობაზე, რაც ერთადერთი გზაა რუსეთის მიერ ოკუპაციაზე უარის სათქმელად. ამ კუთხით, იგი შეეხო 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის საქართველოს შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს ქმნის.

    აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა 6 თვის ვადით გერმანიიდან უნგრეთს გადაეცა, რომელმაც თავის პრიორიტეტებს შორის წარადგინა გარემოს დაცვის წინაშე არსებული გამოწვევები. აღნიშნული თემატიკა პრიორიტეტულად სწორედ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის (2019 წლის ნოემბერი 2020 წლის მაისი) მიერ დასახელდა. „გარემოსდაცვითი კრიტიკული მდგომარეობა და კლიმატური ცვლილებები ადამიანის უფლებებისთვის საფრთხეს წარდმოადგენს. გაგრძელდება საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ დაწყებული პროცესი, უნგრეთის თავმჯდომარეობა მიზნად ისახავს ევროპის საბჭოში გარემოს დაცვის მიმართულებით საქმიანობის გაძლიერებას არსებული ინსტრუმენტებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადამიანის უფლებების დაცვის უკეთესი სტანდარტები წევრ ქვეყნებში“ - ნათქვამია უნგრეთის მიერ პრიორიტეტების შესახებ გავრცელებულ დოკუმენტში.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის გერმანიის თავმჯდომარეობას გაწეული ძალისხმევისათვის და მიესლმება უნგრეთის თავმჯდომარეობის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მის განხორციელებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური