თავდაცვის მინისტრს თურქეთის ელჩმა ახალი სამხედრო ატაშე წარუდგინა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020 12:34
საქართველოს თავდაცვის მინისტრს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა ახალი სამხედრო ატაშე წარუდგინა. პოლკოვნიკმა ბურაკ ალთინერმა სამხედრო ატაშეს პოზიციაზე პოლკოვნიკი ბულენთ აკდენიზი შეცვალა.
 
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფატმა სერენ იაზგანმა საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა თურქ დიპლომატს მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სამხედრო განათლების კუთხით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
 
თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური
წაკითხულია 167 ჯერ

Related items

  • თურქეთმა თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური ტექნიკა გადასცა

    თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ამის თაობაზე თავდაცვის უწყების ადმინისტრაცია იტყობინება.

    ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსურ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების“ ფარგლებში განხორციელდა. 
    ახალი სატრანსპორტო და დამხმარე სააეროდრომო საშუალებების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე გაიმართა.

    ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტს საქართველოს მხრიდან თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს ხელი. 
    საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ.

  • ი. ღარიბაშვილმა და ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა COVID-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზების მიღების პროცესში ჯანმოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ვაქცინის მწარმოებლებთან ვაქცინის დამატებითი დოზების უმოკლეს ვადაში მიღებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ტედროს ადანომ გებრეისუსთან სატელეფონო საუბრისას ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

    მხარეებმა COVID-19 პანდემიის კუთხით მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი შეაფასეს.

    პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

     

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა
    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირების შედეგად კორონავირუსი (კოვიდ-19) დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
    "პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო

    საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმას შეიმუშავებს. 
    ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს. 
    განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
    განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არა უგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი. 
    ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური 

  • გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

    გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

    როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, გერმანია მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

    „ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო, გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად კვლავ არჩევას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი ორმხრივი ურთიერთობები ქმნის სანდო ჩარჩოს ნდობით აღსავსე თანამშრომლობისათვის ჩვენს მთავრობებს შორის.

    გერმანია, რომელიც ინტერესით ადევნებს თვალს აქტუალურ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს თქვენს ქვეყანაში, მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პროევროპული რეფორმების გატარებას და ასევე ტერიტორიულ მთლიანობას.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური