ჭკვიანი გზავნილი | ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ აქციას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2020 11:12

დღეიდან, ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე კიდევ ერთ აქციას „ჭკვიანი გზავნილი“ იწყებს. აქცია მიზნად ისახავს როგორც ფულადი გზავნილების  მომხმარებლების წახალისებას, ასევე დისტანციური საბანკო სერვისების გამოყენების სტიმულირებას.

ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელიც აქციის პერიოდში მიიღებს და/ან გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს ყველაზე მეტჯერ, საჩუქრად 20 000 ლარს მიიღებს.

მთავარი გამარჯვებულის გარდა, დასაჩუქრდება 200-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი: აქციის ფარგლებში თამაშდება 20 ნოუთბუქი და 200 ჭკვიანი საათი მათთვის, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილის სერვისით ისარგებლებს ლიბერთის ნებისმიერ არხში, მათ შორის - ინტერნეტ და მობაილ ბანკში.

აქციაში მონაწილეობა მარტივია და ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ლიბერთის სერვის ცენტრებში, ან დისტანციურ არხებში მიიღებს და/ან გააგზავნის გზავნილს, ავტომატურად ერთვება აქციაში.

დამატებით, ნებისმიერი საერთაშორისო გზავნილის მიღებისას და/ან გაგზავნისას მომხმარებლები ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებსა და მობაილ ბანკში ისარგებლებენ ვალუტის გაცვლის სპეც.კურსით.

აქციის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ჯერ არ სარგებლობს ლიბერთის უნივერსალური ანგარიშით, საჩუქრად მიიღებს ბარათს და უფასოდ ისარგებლებს ანგარიშის მომსახურების უნივერსალური პაკეტით 6 თვის განმავლობაში.

ლიბერთის უნივერსალური ანგარიშის გახსნა და ასევე, საბანკო ბარათის შეკვეთა შესაძლებელია სახლიდან და კომფორტის ზონიდან გაუსვლელად, ნებისმიერ დროს ვებ გვერდზე www.365.ge

საერთაშორისო ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო 2020 წლის 15 ნოემბერს და გაგრძელდება 2021 წლის 15 იანვრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ლიბერთი ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე: libertybank.ge (R)

წაკითხულია 292 ჯერ

Related items

  • ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგროდაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

    დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.

    აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეა შესაძლებელი.

    “ლიბერთი ბანკის და ევრონს ჯორჯიას ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას. ფერმერს შესაძლებლობა აქვს, ბანკში ერთი ვიზიტით შეიძინოს როგორც ლიბერთის, ასევე „ევროინსის“ სასურველი მომსახურება.

    კომპანიის ჩართულობა გამოიხატება უშუალოდ ბენეფიციართან დაზღვევის პროცესის წარმართვაში. აგროდაზღვევის პოპულარიზაციისთვის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სადაზღვევო კომპანია ევროინსი მჭიდრო კომუნიკაციაშია რეგიონებში მყოფ ფერმერებთან და დასაქმებული ჰყავს სხვადასხვა რეგიონის ათეულობით ადგილობრივი მკვიდრი” - განაცხადა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა იაკობ ედილაშვილმა.

    „მოხარული ვართ, რომ კვლავ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ თანამშრომლობა სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიასთან. 2020 წელს ლიბერთი ბანკმა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიამ ფერმერებს შესთავაზეს ერთობლივი პროდუქტი - აგრო დაზღვევის განვადება. აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრო მიმართულების განვითარებისთვის, ვინაიდან ფერმერს საშუალება ეძლევა დააზღვიოს საკუთარი მოსავალი და სტიქიური მოვლენებისგან მიყენებული ზარალის გამო, მიიღოს დაგეგმილი შემოსავალი.

    ევროინს ჯორჯიასთან თანამშრომლობა ბანკს საშუალებას მისცემს, თავის მომხმარებელ ფერმერებს გაუმარტივოს საფინანსო და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომა.“ - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

     

  • ლიბერთი ბანკისა და ევექსი კლინიკების პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება

    დღეიდან,  ლიბერთის მომხმარებლები - კერძოდ სოციალური ბარათის მფლობელები და პედაგოგები, ევექსი კლინიკების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით, ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ მომსახურებას განსაკუთრებული ფასდაკლებით მიიღებენ. 

    განახლებული პირობების ფარგლებში, ყველაზე მოთხოვნად ლაბორატორიულ გამოკვლევებზე გავრცელდება გაზრდილი - 30% ფასდაკლება, ხოლო ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ სერვისებზე 50%-მდე შეღავათები. მომსახურების მიღება შესაძლებელია, საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში და ქსელში არსებულ ნიუ დენტის სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

    #ლიბერთიგულით და ევექსი კლინიკების სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი 2020 წელს დაიწყო, წელს კი სოციალური ბარათის მფლობელებთან ერთად, ფასდაკლებების მიღებას პედაგოგებიც შეძლებენ:

    • პროგრამით სარგებლობა პედაგოგებისთვის მარტივია - მათ გაეგზავნებათ სპეციალური შეთავაზება SMS შეტყობინების საშუალებით, რომელიც უნდა წარადგინონ სასურველ კლინიკაში
    • საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე პედაგოგი, რომელიც რეგისტრირებულია ან დარეგისტრირდება ევექსი კლინიკებში, მიიღებს ფასდაკლებას იმ მომსახურებებზეც, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
    • იგივე ვრცელდება კერძო დაზღვევის მქონე პედაგოგებზე, რომლებიც მიიღებენ ფასდაკლებას იმ მომსახურებებზე, რომელიც არ ფინანსდება სადაზღვევო კომპანიის მიერ, ან უკვე ამოწურული აქვთ ლიმიტი. 

     „ ‘ლიბერთიგულით’ პროგრამის ფარგლებში უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და შედეგად, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და განსაკუთრებული პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ.


    პანდემიისა და პოსტპანდემიის პირობებში, ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ევექსი კლინიკებთან პარტნიორობით, ჩვენი მომხმარებლისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო სერვისები.

    მოხარული ვართ, რომ დღეიდან განახლებული და განსაკუთრებული პირობებით უკვე ლიბერთის მომხმარებელი პედაგოგებიც ისარგებლებენ.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

    „პანდემიამ ნათლად გამოკვეთა ჯანმრთელობის მნიშვნელობა. ევექსი კლინიკები პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს.

    ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ერთი წელია რაც მომხმარებლები 800-მდე სამედიცინო სერვისსა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ისინი დღეიდან განახლებული პირობით ისარგებლებენ და ეს შეღავათები გავრცელდება დამატებით პედაგოგებზეც“ - განაცხადა ევექსი კლინიკების დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

    დღეს ლიბერთი ბანკსა და ნიუ ვიჟენ დაზღვევას შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.

    ახალი მასშტაბური პროექტი,  ბანკის მომხმარებელ ფერმერებს უმარტივებს ფინანსურ და სადაზღვევო პროდუქტებზე წვდომას და „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, ბანკში ერთი ვიზიტით შეიძინოს როგორც ლიბერთის, ასევე „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სასურველი მომსახურება. აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

    ნიუ ვიჟენ დაზღვევა სადაზღვევო ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და უკვე ღირსეულ კონკურენციას უწევს ბაზრის სხვა მოთამაშეებს როგორც კორპორატიულ, ასევე საცალო დაზღვევის მიმართულებით. აგრო დაზღვევა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. გასული წლის განმავლობაში, ჩვენ მოვიცავით ბაზრის 10%, გავაფართოვეთ სააგენტო ქსელი, დავხვეწეთ პროდუქტის შეძენის სიმარტივე და დავფარეთ მთელი საქართველო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორებად გვყავდეს ისეთი კომპანიები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და აქვთ მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების შექმნის მექანიზმები. დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს ლიბერთი ბანკთან. პარტნიორობის ფარგლებში, ის ფერერები, რომლებიც შეიძენენ ნიუ ვიჟენის აგრო დაზღვევას, ასევე შეძლებენ ისარგებლონ ლიბერთი ბანკის უპროცენტო განვადებით. პროცენტის დაფარვის ვალდებულებას კი ჩვენი კომპანია აიღებს საკუთარ თავზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება და ერთად შევთავაზებთ ფერმერებს მაქსიმალურად მარტივ, ხელმისაწვდომ და სასარგებლო პროდუქტს” - განაცხადა ნიუ ვიჟენ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა კახაბერ დიასამიძემ.

    „მოხარული ვართ ნიუ ვიჟენ დაზღვევასთან თანამშრომლობის დაწყებით. პარტნიორობას პირველ ეტაპზე ვიწყებთ აგრო დაზღვევით, რაც ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ქვეყნის აგრო მიმართულების განვითარებისთვის - ფერმერს საშუალება ეძლევა დააზღვიოს საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან და დაიცვას რისკებისგან საკუთარი შემოსავლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ზოგადად აგრო დაზღვევის ცნობადობა და ამასთანავე, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სასარგებლო სერვისები ჩვენი მომხმარებელი ფერმერებისთვის. ახალი პროექტი გვაძლევს საშუალებას, დავზოგოთ თითოეული ფერმერის ძვირფასი დრო და ბანკში ერთი ვიზიტის ფარგლებში  მოვემსახუროთ როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო სერვისების მისაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ - განაცხადა ლიბერთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • „Fitch“-მა ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი ‘სტაბილურამდე’ გააუმჯობესა

    2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ‘Fitch Ratings’-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი ‘ნეგატიურიდან’ ‘სტაბილურამდე’ გააუბჯობესა, ხოლო  გრძელვადიანი საკრედო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა. 

    ლიბერთი ბანკის ‘სტაბილური’ პროგნოზი ასახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის მდგრადობას, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის შემცირებისა. 

    Fitch Ratings-ის მოლოდინით ბანკის მოგება საკმარისი იქნება პანდემიის გამო საკრედიტო ზარალის ასანაზღაურებლად, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკის გარეშე.   ბანკი პანდემიის პერიოდს შეხვდა ჯანსაღი კაპიტალით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინი განპირობებულია ბანკისათვის დამახასიათებელი აუცილებელი სიძლიერით.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 614 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი 

  • ლიბერთი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ სპონსორი გახდა

    30.03.21, თბილისი - დღეიდან, ლიბერთი ბანკი ყველასთვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორია. ლიბერთი ბანკსა და საფეხბურთო კლუბს შორის გაფორმებული მემორანდუმი, საფეხბურთო კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის შესაფერისი სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს.
    დღეს გაფორმებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში.
    „მოხარული ვარ, რომ ლიბერთის სახით ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა დიდი მეგობარი შეიძინა. მინდა გამოვხატო როგორც პირადი, ასევე მთელი ბანკის აღფრთოვანება და მხარდაჭერა ამ გოგონების მიმართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში, კლუბს ჰქონდეს ყველა პირობა სრულფასოვანი მომზადებისთვის და წარმატებული სეზონისთვის.
    ქალების გაძლიერება, განსაკუთრებით რეგიონებში, ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ვფიქრობთ, ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიზანს მთელი საქართველოს მასშტაბით.“ - ვასილ ხოდელი, გენერალური დირექტორი
    „ლიბერთის მხარდაჭერა უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს კლუბს, დაეხმარება გრძელვადიანი სპორტული მიზნების მიღწევაში და თავის წვლილს შეიტანს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაში. მსგავსი ტიპის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სპორტში და განსაკუთრებით ქალთა ფეხბურთში“ - დურმიშხან ჩხაიძე, კლუბის დირექტორი.
    ლიბერთი 2020 წლიდან ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა - გასულ წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და ლიბერთი ბანკს შორის დაწყებული მჭიდრო თანამშრომლობა, ქალების გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური