გებრეისუსი: ”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ რამდენიმე თვე რთული იქნება”

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020 13:58

”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ ახალი კორონავირუსის (Covid-19) მართვის თვალსაზრისით რამდენიმე თვე რთული იქნება” - განაცხადა  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

ტ. გებრეისუსმა ჯანმოს შვეიცარიის ქალაქ ჟენევასი მდებარე ცენტრში ვიდეო კონფერენციით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ Covid-19-ის ეპიდემია ”საგანგაშო ეტაპზე გადავიდა”.

"ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის დაწყებისთანავე ვხედავთ, რომ შემთხვევები სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ვიცით, რომ როდესაც ზამთარი დადგება, რამდენიმე თვე რთული იქნება." - დამაატა ტ. გებრეისუსმა.
მისივე თქმით, იგი კმაყოფილია მრავალი ქვეყნის ლიდერის მიერ ვირუსის გავრცელების შენელების, ჯანდაცვის მუშაკებისა და ჯანდაცვის სისტემების დაცვის მიზნით გატარებული ზომებით და აქვე დაამატა: ”ექთნებმა და ექიმებმა ახლა უკეთ იციან, როგორ იზრუნონ ინფიცირებულ პაციენტებზე, ვიდრე ეპიდემიის პირველ დღეებში. თუმცა, როდესაც საავადმყოფოს მოცულობა შეივსება და გადააჭარბებს, ძალიან მძიმე და საშიში სიტუაცია შეიქმნება როგორც პაციენტებისთვის, ასევე ჯანდაცვის მუშაკებისთვის. ამის გამო მნიშვნელოვანია ყველა მთავრობამ ყურადღების კონცენტრირება მოახდინოს ისეთ ფუნდამეტურ პრინციპებზე როგორიცაა დაინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაზე და როგორც სიცოცხლის ასევე საარსებო წყაროს გადარჩენაზე“, - აღნიშნა მან.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ძირითადი პრინციპები არის აქტიური შემთხვევების გამოვლენა, კლასტერების კვლევა იმ რეგიონებში, სადაც ვირუსი გავრცელებულია, ყველა შემთხვევის იზოლირება, კონტაქტების კარანტინი, კარგი კლინიკური მოვლის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის პერსონალის დახმარება და დაცვა.

 

წაკითხულია 143 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან თავდასხმა-აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა

    აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან თავდასხმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" აქვეყნებს.

    აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა,  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უწყების განცხადებაში ნათქვამია,  რომ სარაკეტო დარტყმები დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მხრიდან იქნა აღკვეთილი.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიკმეთ ჯაჰიევმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ „სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ესროლა კლასტერული რაკეტა“, თუმცა თავდასხმის შედეგად ნავთობსადენი არ დაზიანებულა. მისი თქმით, „მცირე კასეტური ბომბები (რისგანაც რაკეტა შედგება) ნავთობსადენისგან 10 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა“. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ ჩატარდა განაღმვითი სამუშაოები.

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/10/07/somxet-ma-bak-o-t-bilisi-jeihanis-navt-obsadenze-saraketo-t-avdasxma-ganaxorc-iela-1504119

  • ჩინელები ერთდროულად 11 ვაქცინაზე მუშაობენ

    ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19 ვირუსის 4 ახალ ვაქცინაზე, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TRT-ქართული ავრცელებს.

    მათი მონაცემებით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ქიგანგმა სახელმწიფო ტელევიზიისათვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანაში მთლიანობაში 11 ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს და მათგან ოთხის, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები უკვე დასრულდა. მისივე თქმით, ამ 4 ვაქცინიდან ერთი, ჩინურმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია, “CanSino Biologics“-მა შეიმუშავა, ხოლო დანარჩენები კი ინაქტივირებულ ვირუსებს წარმოადგენენ.

    ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში გარცელებულ განცხადებაში ჩინეთის ბიოუსაფრთხოების ექსპერტმა ვუ გვიჩენმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე ეტაპის კლინიკურ ტესტებში ჯერ-ჯერობით რაიმე პრობლემები თუ გართულებები არ წარმოქმნილა და თუ ასე გაგრძელდა, კოვიდ -19 ვაქცინების აცრები ჩინეთში მიმდინარე წლის ნოემბერში ან დეკემბერში დაიწყება

  • ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარით დაეხმარება

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დამატებით 30 მილიონი დოლარით დაეხმარება.

    როგორც ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ეს თანხა ძირითად განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას მოხმარდება.

    გარდა 30 მილიონისა, ჩინეთმა ორგანიზაციას 11 მარტს უკვე გადაურიცხა 20 მილიონი დოლარი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის მხარდაჭერა მულტილატერალიზმისა და გლობალური სოლიდარობის მხარდაჭერაა.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა.

    წყარო: https://1tv.ge/news/chineti-jandacvis-msoflio-organizacias-damatebit-30-milioni-dolarit-daekhmareba/

  • მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს

    მსოფლიოში მეხუთე უდიდესი ალმასი აღმოაჩინეს, ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება. 

    ინგლისურმა, Gem Diamonds-ის სამთომომპოვებელმა კომპანიამ მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ალმასი, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან, ლესოტოში აღმოაჩინა, რომლის წონაც 910 კარატია და მისი ფასი, 40 მილიონი დოლარი.  კომპანიიდან გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული ალმასი მსოფლიოში იშვიათია.

     

  • გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი თოფქაფის სასახლეს ეწვია

    გასულ წელს სტამბოლში, როგორც ადგილობრივებიდან ასევე უცხოელი ტურისტებიდან უმეტესობამ ისტორიული ძეგლებიდან, თოფქაფის სასახლე მოინახულეს. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში სასახლე დაახლოებით ორ მილიონმა ადამიანმა მოინახულა. ფათიჰ სულთან მეჰმედის მხრიდან 1460-1478 წლებში აშენებული და დაახლოებით 400 წლის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის სამმართველო, საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრად გამოყენებულ სასახლეს გასულ წელს დაახლოებით ორი მილიონი ტურისტი ეწვია. იგი დღეისათვის მუზეუმად გამოიყენება.  დიდი ხნის განმავლობაში იარაღის საწყობად გამოყენებული მუზეუმი 1869 წლიდან „Müze-i Hümayun“-ად  (საიმპერატორო მუზეუმი) გადაკეთდა.

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური