თურქეთმა საქართველოს მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გადასცა საჩუქრად

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 14:45

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად გადასცა მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მათ შორის, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
 
თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული.
 
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ ხელი მოაწერეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ემინე ალფ მეშემ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

წყარო: https://mfa.gov.ge/News/turqetis-respublikam-saqartvelos-mnishvnelovani-sa.aspx?CatID=5

წაკითხულია 407 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა და აღნიშნა: „იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას და ოკუპაციას.“ ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ამის შესახებ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, დღის წესრიგთან დაკავშრებით გაკეთებული შეფასებების დროს განაცხადა.

    „იმ შემთხვევაში თუ ისურვებენ ორი ქვეყნის ლიდერები (რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვლადიმერ ზელენსკი) ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლებთ და გზა გავუხსნათ მშვიდობის გარემოს აღდგენას. ჩვენი ქვეყანა თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა ამ საკითხთან დაკავშირებით გამორიცხულია. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას და ოკუპაციას. ასეთი ნაბიჯი არ შეიძლება იყოს რაციონალური ნაბიჯი რუსეთისთვის და ჩვენი რეგიონისთვის,“ განაცხადა ერდოღანმა.

    პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში თურქეთის მხარდაჭერის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი პროექტი წარუმატებელი იქნება.

    მან ბოლოს თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალოს.

  • აზერბაიჯანი საკუთარ სამხედროებს თურქული პროგრამით გაწვრთნის

    აზერბაიჯანის უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას შეესაბამება. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის მინისტრი უფროსი გენერალი ზაქირ ჰასანოვი ბაქოში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის უმაღლეს სამხედრო აკადემიას ეწვია და სტუდენტებსა და განათლების თანამშრომლებს შეხვდა. ჰასანოვმა აქ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძმე თურქეთის მორალურ-პოლიტიკურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე ყარაბაღის ომში (2020 წლის 27 სექტემბერი - 9 ნოემბერი), სომხეთის 30-წლიანი ოკუპაციის წინააღმდეგ გამარჯვებაში.

    მან ასევე სასწავლო პროგრამის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დაამატა: „უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა შეესაბამება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სწავლების პროგრამას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აზერბაიჯანის არმიაში პროფესიონალი ოფიცრების მომზადებისთვის.“

  • თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის პირველი შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

    თურქეთ-სომხეთს შორის დაწყებული ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში დანიშნული სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანკარა-ერევანის სპეციალური წარმომადგენლები პირველ შეხვედრა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 14 იანვარს გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთთან ნორმალიზაციის ფარგლებში, ყოფილი ელჩი აშშ-ში, სერდარ ქილიჩი დაინიშნა, ხოლო სომხეთმა სერდარ ქილიჩის კანდიდატურა მისაღებად მიიჩნია და თავის სპეციალურ წარმომადგენლად პარლამენტის ახალგაზრდა ვიცე-სპიკერი, რობერ რუბინიანი დანიშნა.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთთან ურთიერთობები შეაფასა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილნი არიან თურქეთთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობებით და განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, ი. ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გამოსვლისას,  2021 წელს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მთელი წლის განმავლობაში გატარებული ეკონომიკური რეფორმები და სხვა საკითხები შეაფასა. მან პირდაპირ ეთერში, საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „თურქეთთან ძალიან მჭიდრო, მეგობრული და ძმური ურთიერთობა გვაქვს. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ანკარაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან, განსაკუთრებული და თბილი დახვედრისთვის მადლობელი ვარ. მას შემდეგაც ჩვენ გვქონდა არა ერთი სატელეფონო და სხვა კომუნიკაცია. ჩვენ თურქეთთან გვაქვს, ღია და გულწრფელი ურთიერთობა. თურქეთი რა თქმა უნდა,  ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა რეგიონში და ჩვენ გვახარებს მასთან სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ამ მიმართულებით ყველაფერს ვაკეთებ და მიხარია, რომ იგივე მიდგომა აქვს თურქეთის პრეზიდენტსაც. ვფიქრობ, დღეს არის ძალიან კარგი შანსია ამ ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის,“ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

  • ლიბერთი ფარმადეპოსთან ერთად უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

    დღეს, ლიბერთი ბანკსა და ფარმადეპოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გაფორმდა.

    მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების  ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით, ყოველდღიურად, ყველაზე დაბალი ფასით შეძლებენ.

    სპეციალური ფასები გავრცელდება ლიბერთის ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად -კარდიოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურძვალ-დიაბეტურ და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე.

    ამას გარდა, ყველა სხვა დასახელების მედიკამენტებზე, როგორც სარეცეპტო ასევე არასარეცეპტო წამლებზე, უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, ფარმადეპოს ქსელში ყოველდღიური 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

    „ჩვენმა გუნდმა ცოტა ხნის წინ ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ლიბერთი ყალიბდება როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი. სტრატეგიის ‘ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის’ ფარგლებში ჩვენ განვაგრძობთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას.

    მოხარულები ვართ, რომ ფარმადეპოსთან წარმატებულად ვთანამშრომლობთ უკვე რამდენიმე წელია და დღეს, ერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა არსებული პირობები და დღეიდან ისინი საუკეთესო ფასად შეიძენენ მათთვის საჭირო მედიკამენტებს.

    ლიბერთი მომავალ წელსაც  განაგრძობს სოციალურ შედეგებზე ორიენტირებული ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას’ - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

    ‘გულწრფელად გვიხარია, რომ სოციალური პროექტი, რომელსაც უკვე მესამე წელია ვანხორციელებთ ლიბერთი ბანკთან ერთად, კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ხდება. უკვე დღეიდან, ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებელი შეძლებს ისარგებლოს ფარმადეპოში წარმოდგენილ ყველა მედიკამენტზე - როგორც ქრონიკულად მისაღებ, ასევე, სიმპტომურად სამკურნალო წამლებზე.’ - განაცხადა ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა,

    "ლიბერთი ბანკის" პრეს-რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური