ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას #გულით - წამყვანი კომპანიები შეურთდნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 12:14

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #გულით ფარგლებში, ლიბერთიმ თანამოაზრეები შემოიკრიბა - პარტნიორი კომპანიები, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და მზად არიან, გულით დაეხმარონ ადამიანებს პანდემიის მიერ გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვაში.

16 ოქტომბრიდან, ერთობლივი აქციის ფარგლებში ლიბერთი, ევექსი კლინიკები, ფარმადეპო და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელი ერთად იზრუნებენ განსაკუთრებით უფროსი ასაკის ადამიანების მხარდაჭერაზე და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს შეთავაზებენ განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და უპირატესობებს, იმისათვის რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად დაეზოგოთ დანახარჯები პროდუქტებზე, მედიკამენტებსა თუ ექიმთან ვიზიტზე.

‘გულით გაკეთებული სიკეთე, თუნდაც მცირედი, გაძლიერებს და გაძლევს ძალას, რომ არ მოდუნდე, გაიზიარო, დაეხმარო და ეცადო ყოველთვის იყო იქ, სადაც ადამიანებს სჭირდები. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პარტნიორმა წამყვანმა კომპანიებმა, კიდევ ერთხელ გაიზიარეს ლიბერთის ინიციატივა და ღირებულებები და დღეიდან, უკვე ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ  უფროსი ასაკის ჩვენი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას ყოველდღიური საჭიროების მედიკამენტსა თუ პროდუქტზე. მჯერა, მხოლოდ ასე გადავლახავთ იმ გამოწვევებს, რომლიც წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო.’ - ვასილ ხოდელი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი

“პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელოვნება. ამ ერთობლივი პროექტით გვინდა, რომ მომხმარებლებს ლაბორატორიული და სამედიცინო სერვისები დიდი ფასდაკლებით შევთავაზოთ და ჯანმრთელობის მონიტორინგი და ქრონიკული დაავადებების მართვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. პროექტის ფარგლებში შეღავათები საქართველოს 6 რეგიონში, ევექსი კლინიკების 33 კლინიკაში 800-ზე მეტ სამედიცინო სერვისზე ვრცელდება.“ - გიორგი გორდაძე - „ევექსი კლინიკების“ დირექტორი

„უკვე მეორე წელია ფარმადეპო ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საუკეთესო ფასს სთავაზობს 2200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენისას. პანდემიამ ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა ჩვენი სექტორის მნიშვნელობა და როლი საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ, ფარმადეპო, სოციალური პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს შესთავაზებს საუკეთესო პირობას არა მხოლოდ იმ მედიკამენტებზე, რომელზეც შეთავაზება ამ 2 წლის განმავლობაში ისედაც ვრცელდებოდა, არამედ დამატებით მოვლის საშუალებებზე, სამედიცინო ტექნიკაზეკიდევ უფრო გავაფართოვებთ სოციალური პროექტის არეალს და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს საუკეთესო ფასს შევთავაზებთ ბავშვის მოვლისა და კვების პროდუქციაზეც. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ პროექტის ფარგლებში შეღავათით სარგებლობენ ჩვენი საზოგადოების ის წევრები, რომელთაც ჩვენი თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ.“ ქეთი კოზმანაშვილი, ფარმადეპოს ქსელის ხელმძღვანელი.

„ნიკორა სუპერმარკეტის“ და ლიბერთის პარტნიორობა სხვადასხვა სოციალური პროექტების ფარგლებში უკვე ორ წელს ითვლის. 2018 წლიდან ლიბერთის სოციალური ბარათის ნებისმიერი მფლობელისთვის, სუპერმარკეტების ქსელში 350-მდე სხვადასხვა დასახელების პროდუქტზე მუდმივი ფასდაკლება მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებული ფასები შევთავაზოთ და შევუმსუბუქოთ ყოველდღიური დანახარჯები ყველაზე მაღალ მოთხოვნად პროდუქტებზე’ - დავით ურუშაძე, ნიკორა სუპერმარკეტების ქსელის დირექტორი. (R)

წაკითხულია 140 ჯერ

Related items

  • სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა გაგრძელდა 15 აპრილამდე

    დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად 2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.

    „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება. დღეიდან, პენსიისა და სოციალური სარგოს მიმღები პირები შეუფერხებლად ისარგებლებენ ლიბერთის ბარათებით. ჩვენ ვითვალისწინებთ ვირუსის გამო შეზღუდულ მობილობას და მინდა აღვნიშნო, რომ მთელი გუნდი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას იმისთვის, რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო გამარტივებული და ადაპტირებული დისტანციური სერვისები შევთავაზოთ.“ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

    ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომია დისტანციური და თვითმომსახურების სერვისები. გარდა ამისა, ისინი სარგებლობენ განსაკუთრებული შეთავაზებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს და ნიკორა სუპერმარკეტის ქსელებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

    უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის პერიოდში დაინერგა ტერმინალიდან თანხის გამოტანის ინოვაციური სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას აძლევს საკუთარი ანგარიშიდან მიიღონ 50 ლარამდე თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge (R)

  • ლიბერთი #გულით სოლიდარობის ფონდისთვის

    დღეს,   ლიბერთი   ბანკსა   და   სოლიდარობის   ფონდს   შორის ურთიერთთანამშრომლობის   მემორანდუმი   გაფორმდა. ამ   მემორანდუმის ხელმოწერით კიდევ   ერთხელ   განმტკიცდა   6   წლიანი   პარტნიორობა   და   ლიბერთიმ   კიდევ   ერთხელ, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ‘ლიბერთი #გულით’ ფარგლებში, გამოხატა მზაობა   2021   წლის   განმავლობაში   საკუთარი   ფინანსური სახსრებით   ყოველთვიურად უზრუნველყოს ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა.

    ლიბერთი ბანკი და სოლიდარობის ფონდი 2014 წლიდან წარმატებით თანამშრომლობენ.

    წლების   განმავლობაში,   ბანკის   საკუთარი   რესურსის   გარდა,   სპეციალურად   შექმნილი ტექნოლოგიური   ინფრასტრუქტურის   მეშვეობით,   ბანკის   თანამშრომლებისა   და   ასევე, მომხმარებლების   მიერ   გამოყენებული საბანკო   პროდუქტებიდან   მიღებული   შემოსავლის ნაწილი ყოველთვურად ირიცხებოდა ფონდის ანგარიშზე. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე ლიბერთი ბანკის მიერ სოლიდარობის ფონდში 900 ათას ლარამდე თანხაა ჩარიცხული. გასული წლების მანძილზე, ამ რესურსით   არაერთ   მოზარდს   გაეწია   აუცილებელი   სამედიცინო   დახმარება. სოლიდარობის ფონდმა დაარსებიდან დღემდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 782 ბავშვსა და 22 წლამდე ახალგაზრდას მკურნალობა და დიაგნოსტიკა დაუფინანსა. ფონდში მობილიზებული თანხის 100% სრულად ხმარდება ბენეფიციარებისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების დაფინანსებას.

    “პანდემიის გამო შექმნილმა ახალმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გყავდეს ერთგული მეგობრები. “ლიბერთი ბანკი” “სოლიდარობის ფონდის” ის მეგობარია, რომელიც ორგანიზაციის დაარსების დღიდან გვერდში უდგას ჩვენს ბენეფიციარებს. 2014 წლიდან დღემდე “ლიბერთი ბანკსა” და “საქართველოს სოლიდარობის ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული, რომლის ფარგლებში ქველმოქმედებისთვის რამდენიმე ათეული ათასი ლარი გადმოირიცხა. ეს თანხები კი სრულად მოხმარდა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობისა და დიაგნოსტირების დაფინანსებას.

    “ლიბერთი ბანკის” ახალი სლოგანი “დაეხმარე მას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება” ზუსტად ამართლებს და შეესაბამება ბანკის ღირებულებებს. “ლიბერთი” დღეს ნამდვილად იმ ბანეფიციარების გვერდით დგას, ვისაც თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ბანკის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება, მისაბაძი მაგალითია კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვის.

    თითოეული ბენეფიციარის და მათი ოჯახების სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “ლიბერთი ბანკს” უწყვეტი და  უანგარო სიკეთისთვის. “სოლიდარობის ფონდში” ჩარიცხული თითოეული ლარი კიდევ ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. თქვენი მხარდაჭერა ჩვენ გვაძლიერებს!” - ია მაქაცარია, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

    ,, წელს მთელი ჩვენი რესურსი მიმართული იყო ქველმოქმედებაზე და სწორედ ისეთი  პროექტების განხორციელებაზე რომლითაც გვერდში დავუდექით სწორედ იმ ადამიანებს,  ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა უკვე მრავალი  წელია ლიბერთი ბანკისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის  პროექტია. განახლებული მემორანდუმის ფარგლებში, კიდევ უფრო აქტიურად  ჩავერთვებით საჭირო რესურსების მობილიზების კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს  მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ თითოეული მოზარდის სიცოცხლის შენარჩუნებაში.” –  ვასილ ხოდელი, ლიბერთის გენერალური დირექტორი. 

     

  • საახალწლო საჩუქრები საქართველოს ბავშვთა სახლებს და მოხუცებულთა პანსიონატებს

    "ლიბერთი ბანკი" აგრძელებს მომხმარებლის გახარებას ისეთი სიახლეებით, როგორიც არის სხვადასხვა საქველმოქმედო აქციები. ამჯერად #გულით ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორების, თანამშრომლებისა და მეგობრების სახელით  „ლიბერთი ბანკმა“ მორიგი საახალწლო აქცია გამართა.

    საახალწლო საჩუქრები საქართველოს ყველა ბავშვთა სახლისა და მოხუცებულთა პანსიონატისთვის გამზადდა და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურე პერსონალმა ადრესატამდე დროულად მიიტანა.

     

    აღნიშნული აქციის შესახებ ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.facebook.com/libertybank.ge/videos/3506988186064459

     

  • ყველაზე მაღალი ქეშბექი ლიბერთის მომხმარებლებს | ქეშბექისა და ვიზას ერთობლივი საახალწლო აქცია იწყება

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა "ქეშბექი" საახალწლო აქციას 25 დეკემბრიდან იწყებს. აქციის ფარგლებში, ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს „ქეშბექი“-ს ოთხ პარტნიორ კომპანიაში ნებისმიერი პროდუქციის შეძენისას ყველაზე მაღალი ქეშბექი - გადახდილი თანხის 40% მომენტალურად დაუბრუნდებათ ანგარიშზე.

    აქციაში ჩართულია პეპელას, მინისოს, ბიბლუსისა და სმაგლერსის ყველა სავაჭრო ობიექტი მთელი საქართველოს მასშტაბით.

    აქციის თარიღებია:

    • 25 დეკემბერი - პეპელა
    • 26 დეკემბერი - მინისო
    • 27 დეკემბერი - ბიბლუსი
    • 28 დეკემბერი - სმაგლერსი

    აქციით  სარგებლობისთვის საჭიროა "Cashback”-ის აპლიკაციაში ან ვებ გვერდზე cashback.ge შეთავაზების გააქტიურება და ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე გადახდა.

    „უკვე ტრადიციულად, „ქეშბექი“ მეგობარ ობიექტებსა და ვიზასთან ერთად ყველაზე მაღალ ქეშბექს უბრუნებს მომხმარებელს. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაახალწლო სამზადისი შევუმსუბუქოთ ჩვენს ლოიალურ მომხმარებელს.  იმედი გვაქვს, ბევრი მათგანი შეძლებს ამ განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობას და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ესტუმრება ჩვენს მეგობარ ობიექტებს.“ - გიორგი მაკარიძე, ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი.

    აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქეშბექის ფეისბუქ გვერდზე და ვებ გვერდზე libertybank.ge.

    ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ლიბერთის ლოიალობის პროგრამას "ქეშბექი" 500-მდე პარტნიორი კომპანია ჰყავს. "ქეშბექი" ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

    დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING  (R)

  • ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს

    ლიბერთი ბანკი სესხებზე მასშტაბურ აქციას იწყებს - 31 დეკემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე განსაკუთრებული პირობები და 4 თვემდე საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს.

    ლიბერთიმ მთელი წლის განმავლობაში არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზა მომხმარებელს. ახალი აქციის პირობებიც სწორედ იმ მიზნით შემუშავდა, რომ რთულ და განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი მომხმარებელს და შეუმსუბუქოს პანდემიით გამოწვეული სიძნელეები.

    ახალი აქცია ფიზიკური პირებისთვის  სამომხმარებლო სესხზე 4 თვემდე საშეღავათო პერიოდს ითვალისწინებს, რაც ნიშნავს, რომ 31 დეკემბრამდე ახალი ან რეფინანსირებული სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებელი 4 თვემდე ვადით სრულიად თავისუფლდება სესხის ყოველთვიური გადასახადისგან და დაფარვას 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

    სესხის მისაღებად, აქციის ფარგლებში არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა და გათვალისწინებული იქნება ნებისმიერი ტიპის დადასტურებული შემოსავალი, მათ შორის, ფულადი გზავნილიც.

    სესხის პირობების გასაგებად ბანკში ვიზიტი არ არის საჭირო - პანდემიის გათვალისწინებით, ლიბერთი ბანკის ექსპერტები მიიღებენ განაცხადებს ონლაინ და დისტანციურად მოემსახურებიან მომხმარებელს.

    „წინასაახალწლო პერიოდში პირადი მიზნებისთვის თანხები ყველას სჭირდება, განსაკუთრებით კი დღევანდელ ვითარებაში. გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებლებს მივცეთ საშუალება მარტივად აიღონ თანხა პირადი მიზნებისთვის და გადახდისგან დაისვენონ მომავალი 4 თვის განმავლობაში.  ლიბერთისთვის უპრეცედენტო პირობები როგორც ახალ, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სამომხმარებლო სესხებზე ვრცელდება.“- გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი

    31 დეკემბრამდე მიმდინარე აქცია ასევე ითვალისწინებს მცირე ბიზნესის მხარდაჭერასაც. პირობები გავრცელდება როგორც ახალ, ასევე რეფინანსირებულ სესხებზე.

    „ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვესაუბრებით ბიზნეს სექტორს და ერთად ვმუშაობთ კრიზისის პირობებში მათთვის საუკეთესო გამოსავალის მოძებნაზე. ამ გამორჩეულად რთული წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ვფიქრობთ, საშეღავათო პერიოდი არის სწორედ ის, რაც ნებისმიერ ბიზნესს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. საკრედიტო პროდუქტის პირობები კი აქციის ფარგლებში ბაზარზე საუკეთესოა“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

    ლიბერთის ყველა შეთავაზების ნახვა და განაცხადის შევსება როგორც სამომხმარებლო და ბიზნეს, ისე სხვა ტიპის სესხებზე, შესაძლებელია დისტანციურად და სახლიდან გაუსვლელად: libertybank.ge

    ლიბერთი ბანკის პრეს რელიზი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური