თურქეთის პრეზიდენტმა The Peninsula-სთან ინტერვიუს დროს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტი შეაფასა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020 16:11

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხეთის მძიმე მარცხის შემდეგ თურქეთის თითქოს და კონფლიქტში მონაწილეობის ჩვენება, მათი გამოუვალი მდგომარეობის და სასოწარკვეთის ნათელი მაგალითია. პრეზდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, კატარსი გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ, The Peninsula-სთან მიცემულ ინტერვიუს დროს განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ კონფლიქტზე გაამახვულა ყურადღება და აღნიშნა: „სომხეთის მხრიდან მთიან ყარაბაღში განხორციელებული მასიური  მკვლელობების და ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციიდან თითქმის 30 წელი გავიდა. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ მასიური მკვლელობების და ოკუპაციის მიმართ დუმილმა, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი კიდევ უფრო წააქეზა რათა თავდასხმითი პოზიცია გაეგრძელებინა. ისინი ამჟამად კიდევ აგრძელებენ სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს.

აზერბაიჯანმა კი ამ ყველაფრის წინააღმდეგ და თავისი ტერიტორიების ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად შესაბამისი საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. თურქეთი, როგორც დღემდე, ამის შემდეგაც „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“-ს პრინციპით აზერბაიჯანის გვერდით იდგა და ასე გააგრძელებს მომავალშიც. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გაერო-ს და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების მიუხედავად შესაბამისი  ნაბიჯები ჯერ კიდევ არ გადადგმულა. სომხეთმა, ბოლოს გადადგმული ოკუპაციის მცდელობის ნაბიჯების წინააღმდეგ მიღებული პასუხით მძიმე მარცხი განიცადა. ამის ნათელი მაგალითი კი თურქეთის მიმართ ხშირი ცილისმწამებლური განცხადებებია, რათა რეალობას თვალი არ გაუსწორონ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2020/10/08/prezidentma-erdog-anma-the-peninsula-st-an-intervius-dros-azerbaijan-somxet-is-konp-lik-ti-sheap-asa-1505187

 

წაკითხულია 380 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთ-უკრაინის კრიზისი შეაფასა და აღნიშნა: „იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას და ოკუპაციას.“ ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ამის შესახებ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს, დღის წესრიგთან დაკავშრებით გაკეთებული შეფასებების დროს განაცხადა.

    „იმ შემთხვევაში თუ ისურვებენ ორი ქვეყნის ლიდერები (რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვლადიმერ ზელენსკი) ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლებთ და გზა გავუხსნათ მშვიდობის გარემოს აღდგენას. ჩვენი ქვეყანა თავიდანვე მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა ამ საკითხთან დაკავშირებით გამორიცხულია. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას და ოკუპაციას. ასეთი ნაბიჯი არ შეიძლება იყოს რაციონალური ნაბიჯი რუსეთისთვის და ჩვენი რეგიონისთვის,“ განაცხადა ერდოღანმა.

    პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში თურქეთის მხარდაჭერის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი პროექტი წარუმატებელი იქნება.

    მან ბოლოს თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალოს.

  • საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო)

    საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე (ევრო 2022) ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ისტორიულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

    შეხვედრა აზერბაიჯანელთა სწრაფი გოლებით დაიწყო. მეტოქემ ვილელას დუბლით კომფორტული ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, საქართველოს ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და შესვენებამდე სხვაობის შემცირება შეძლო. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი ელისანდრო გახდა.

    ჩვენმა გუნდმა ანგარიში მეორე ნახევარში, არჩილ სებისკვერაძის გოლით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი პენალტით თალეს ფეიტოსამ გაიტანა.

    საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს. 

    საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. ამ ჯგუფში საქართველოსთან ერთად ასპარეზობენ ესპანეთი, ბოსნი-ჰერცოგოვინა და აზერბაიჯანი.

    ევროპის ჩემპიონატი ნიდერლანდებში მიმდინარეობს.

  • სომხეთის პრეზიდენტმა ა. სარქისიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა

    სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის მიზეზი სამთავრობო დაწესებულებებს შორის უფლებამოსილების განაწილების გამო უკმაყოფილებაა. ა. სარქისიანის თქმით, როგორც ქვეყნის კონსტიტუციის გარანტს, მას არ გააჩნდა რეალური ინსტრუმენტები კრიზისის პირობებში საშინაო პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად.
    "ჩვენ ვცხოვრობთ უნიკალურ რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ომისა და მშვიდობის საკითხებზე“, - ნათქვამია დოკუმენტში. ა. სარქისიანმა მადლობა გადაუხადა მთავრობას, ქვეყნის ძირითადი კანონის შესაცვლელად კომისიის შექმნისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მომხრეა საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში შემოწმებისა და ბალანსის სისტემის შექმნის აუცილებლობაზე.
    შეგახსენებთ, რომ სომხეთის პარლამენტმა არმენ სარქისიანი პრეზიდენტად 2018 წლის მარტში აირჩია. ის გახდა პირველი სახელმწიფოს მეთაური შეზღუდული უფლებამოსილებით მას შემდეგ, რაც სომხეთი საბოლოოდ გადავიდა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე. მისი საპრეზიდენტო ვადის დაწყება აღინიშნა ხავერდოვანი რევოლუციით, რომლის დროსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ნიკოლ ფაშინიანი, ხოლო ბოლო თვეები ყარაბაღის ომის შემდგომი კრიზისით აღინიშნა.

  • აზერბაიჯანი საკუთარ სამხედროებს თურქული პროგრამით გაწვრთნის

    აზერბაიჯანის უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა, თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამას შეესაბამება. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაცვის მინისტრი უფროსი გენერალი ზაქირ ჰასანოვი ბაქოში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანის უმაღლეს სამხედრო აკადემიას ეწვია და სტუდენტებსა და განათლების თანამშრომლებს შეხვდა. ჰასანოვმა აქ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძმე თურქეთის მორალურ-პოლიტიკურმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე ყარაბაღის ომში (2020 წლის 27 სექტემბერი - 9 ნოემბერი), სომხეთის 30-წლიანი ოკუპაციის წინააღმდეგ გამარჯვებაში.

    მან ასევე სასწავლო პროგრამის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დაამატა: „უმაღლესი სამხედრო აკადემიის პროგრამა შეესაბამება თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სწავლების პროგრამას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აზერბაიჯანის არმიაში პროფესიონალი ოფიცრების მომზადებისთვის.“

  • თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესის პირველი შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა

    თურქეთ-სომხეთს შორის დაწყებული ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში დანიშნული სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრის თარიღი ცნობილი გახდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანკარა-ერევანის სპეციალური წარმომადგენლები პირველ შეხვედრა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 14 იანვარს გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთთან ნორმალიზაციის ფარგლებში, ყოფილი ელჩი აშშ-ში, სერდარ ქილიჩი დაინიშნა, ხოლო სომხეთმა სერდარ ქილიჩის კანდიდატურა მისაღებად მიიჩნია და თავის სპეციალურ წარმომადგენლად პარლამენტის ახალგაზრდა ვიცე-სპიკერი, რობერ რუბინიანი დანიშნა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური