გერმანიამ საქართველოს კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ხუთი სასუნთქი აპარატი გადასცა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020 12:22

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცა ხუთი სასუნთქი აპარატი კოვიდ-19-ით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ. გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა აპარატები ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში 2020 წლის 7 ოქტომბერს გადასცა მინისტრის მოდგილეს თამარ გაბუნიას.

ფირმა „დრეგერის“ (Dräger) ხუთი სასუნთქი აპარატის დაფინანსება და შეძენა მოხდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდიდან, რომელიც განკუთვნილია კოვიდ-19-ის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერისათვის, რითაც გერმანული მხარის მიერ ადგილზე ხდება კონკრეტული დახმარების გაწევა ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ.

აპარატები განთავსდება ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ამიტომ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მანანა ეზუგბაიამ და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა.

საქართველოში გერმანიის საელჩოს პრეს-სამსახური

წაკითხულია 360 ჯერ

Related items

  • მკურნალობის გარეშე დარჩენილი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხის მოლოდინში

    როდის უზრუნველყოფს სახელმწიფო გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებისთვის მკურნალობაზე ხელმისაწდვომობისა და ღირსეული ცხოვრების უფლებას - ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა ეს საკითხი ბოლო პერიოდში იმდენად გააქტიურდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს მაინც მოუწიათ გარკვეული განმარტებების გაკეთება. თემის გააქტიურება პირველ რიგში თავად პაციენტების პროტესტის შედეგია - მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან 11 მაისს, აქცია გამართეს და მკურნალობის დაფინანსებაში არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა მოითხოვეს.
    საქმე ისაა, რომ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის გარეშე არიან დარჩენილები. გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების მკურნალობას მხოლოდ თბილისის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს. დანარჩენ რეგიონებში მცხორები მოქალაქეები სახელმწიფომ, პრაქტიკულად, გაწირა შეზღუდული შესაძლებლობებისთვის, რადგან ეს დაავადება, მკურნალობის არარსებობის პირობებში, ადამიანის მდგომარეობის დამძიმებას და სხვადასხვა მიმართულებით მის გარდაუვალ პარალიზებას იწვევს. 
    მოქმედი პროგრამების შედეგად, თბილისსა და აჭარაში მცხოვრები პაციენტების ხარისხი მკვეთრად უმჯობესდება და ისინი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს კი აქვთ სამართლიანი და რიტორიკული შეკითხვა - ისინი მხოლოდ იმისთვის ისჯებიან, რომ თბილისში ან აჭარაში არ ცხოვრობენ? ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია პაციენტების დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ისინი არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ რეგიონში ან ქალაქში არ ცხოვრობენ.
    აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, რომელმაც, მართალია, ცენტრალიზებული პროგრამის ამოქმედების კონკრეტულ ვადებზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. 
    “ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს მწარმოებელთან იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რამდენად მოხერხდება ბიუჯეტის ფარგლებში მედიკამენტებით პაციენტების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით წელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იყო, თუმცა - სხვა პაციენტების ჯგუფში. საუბარი მაქვს იშვიათ დაავადებებზე და ძვირადღირებულ ინოვაციურ მედიკამენტებზე, რომელთა ეტაპობრივი დანერგვა პროგრამის ფარგლებში ხდება და გაფანტული სკლეროზის კუთხითაც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხიც იქნება გადაწყვეტილი,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 
    რამდენად შეასრულებს სახელმწიფო საკუთარ დანაპირებს, ამაზე პასუხის გაცემა სამინისტროს უახლოეს კვირეეებში მოუწევს, რადგან პაციენტები პროტესტის შეჩერებას არ აპირებენ. მანამდე კი, ვიდრე სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მკურნალობის დასაფინანსებლად თანხებს ეძებს, გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს, საუკეთესო შემთხვევაში, ჯანმრთელობის შენარჩუნება საკუთარი სახსრებით უწევს, რისთვისაც ზოგი მათგანი საცხოვრებლის გაყიდვასაც კი ცდილობს. თუმცა დაავადებულებს შორის უმეტესობას არ აქვს „ფუფუნება,“ საკუთარ ჯანმრთელობას წელიწადში 25 ათასი ლარი დაახარჯოს. ისინი უბრალოდ, ელოდებიან შეზღუდული შესაძლებლობის განვითარებას, რაც სხვადასხვა ორგანოს პარალიზებაში გამოიხატება. თუმცა პაციენტები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და გეგმავენ, არ ჩაიქნიონ ხელი და სახელმწიფო ადრე თუ გვიან აიძულონ, მოიძიოს ფინანსები მათ სამკურნალოდ. მკურნალობა კი ამ ადამიანებისთვის, რომელთა ასაკი, ხშირ შემთხვევაში 20-დან 40 წლამდეა, ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნებას, დაოჯახებას, კარიერის აწყობას და ქვეყნის განვითარებასა და დოვლათის შქმნაში მონაწილეობის უფლებას ნიშნავს.

  • გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

    “არა დისკრიმინაციას“ - დაუყოვნებლივ დაფინანსდეს გაფანტული სკლეროზის მკურნალობა რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის
    11 მაისს, 14:00 საათზე, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები რეგიონებში „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედების მოთხოვნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (მის: აკ.წერეთლის გამზ #144) აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეებს სურთ დააფიქსირონ, რომ დაავადება ადამიანებს საცხოვრებელი ადგილით არ არჩევს და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით.
    „როცა დაავადების მკურნალობა თბილისსა და აჭარაში უკვე რამდენიმე წელია ფინანსდება, დისკრიმინაციაა, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მაცხოვრებლები ჯერ კიდევ დაფინანსების პასუხის მოლოდინში ვართ. სახელმწიფომ იცის, რომ დაავადება სწრაფად პროგრესირებადია და მკურნალობის გარეშე ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვიქნებით. დაავადების მამოდიფიცირებელ მკურნალობას კი შეუძლია ბევრი წლით გადაავადოს ჩვენი მდგომარეობის დამძიმება და ცხოვრების საუკეთესო წლების სრულფასოვნად გატარება შევძლოთ - ვიმუშაოთ, შევქმნათ ოჯახები, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ ჩვენთვის ჯანდაცვის სამინისტროსგან მიღებული დაფინანსების დაპირების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ რეგიონში მცხოვრები პაციენტები.
    შეგახსენებთ, 2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე უცნობია, რა ელით რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს და წელს გახდება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი. ცნობისათვის, 2022 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის დაფინანსება ჩაიდო, თუმცა მოლოდინის მიუხედავად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების ცენტრალიზებული პროექტი მასში ვერ მოხვდა.
    ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
    გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. დროული მკურნალობის ფონზე გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მიეცემათ შესაძლებლება დაუბრუნდნენ სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში!
    გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

     

  • ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება

    17 აპრილს, 12:00  საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  (მის: თბილისი, რესპუბლიკის მოედანი #1) ჰემოფილიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის  ეგიდითა და . ერისთავის სახქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით ეწყობა. ღონისძიება მიზნად ისახავს  დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა დ აპროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაზიარება.

    კონფერენციაში მონაწილეობენ ექიმი ჰემატოლოგები, ექსპერტები და პაციენტები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეაჯამებენ  ჰემოფილიის მართვაში არსებულ სირთულეებზე, პროფილაქტიკური მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობასა და  და  მისი ეფექტურობის შესახებ. ასევე მოწვეული არინა ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც.

    მოწვეულ საზოგადოებას მიესალმება   აკ. კონსტანტინე ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლალი ივანიშვილი, ასევე სიტყვით გამოვლენ ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე,  ჰემოფილიისა და თრომბოზის ცენტრის, ექიმი-ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი, ექიმი ჰემატოლოგი კონსტანტინე ჩომახიძე და  ფსიქოლოგი დიანა ანთელავა

    განიხილება თემები როგორიცაა, ჰემოფილია საქართველოში, გუშინ და დღეს,  დაავადების პროფილაქტიკური მკურნალობის განვლილი ეტაპები და არსებული რეალობა,

    ჰემოფილიის მკურნალობის მართვაში არსებული სირთულეები,  ფსიქოლოგის როლი ჰემოფილიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში  და სხვა.

    კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჰემოფილიის  ცენტრის ექიმი, პედიატრ-ჰემატოლოგი თამარ ნადირაძე, საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე და პაციენტები. განიხილება საკითხები, როგორიცაა პროფილაქტიკური მკურნალობა სახელმწიფო პროგრამაში, როგორ აუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს პროფილაქტიკური მკურნალობა და სხვა. ასევე მოხდება ქეისების განიხილვა და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე.

    დასასრულს,  ჰემოსტაზისა და თრომბოზის ლაბორატორიის ხელმძღვანელის მარინა მდივნიშვილის წიგნის „ჰემოსტაზი სისხლდენითი პათოლოგიები და თრომბოზები“ პრეზენტაცია გაიმართება.

    შეგახსენებთ, რომ ჰემოფილიის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით ჰემოფილიის საერთაშორისო დღე 1989 წლიდან, ყოველწლიურად 17 აპრილს აღინიშნება. ამ დღის მიზანია დაავადებასთან მიმართებაში საზოგადოებრივი დაინტერესება და ინფორმაციულობის დონის გაზარდა. ჰემოფილია თანდაყოლილი დაავადებაა და ძირითადად მამაკაცებში ვლინდება. ქალი კი, მხოლოდ დაავადების მტარებელია. დაავადების მქონე პირებს სისხლის შედედების პრობლემები აქვთ და სისხლდენებისკენ არიან მიდრეკილნი. ჰემოფილიას შეუძლია რადიკალურად გააუარესოს, როგორც დაავადებულთა, ასევე მათი ოჯახების, მეგობრებისა და მომვლელების ცხოვრების ხარისხი.

    დღეს ჰემოფილიის მართვა უფრო მარტივია, ვიდრე ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ. აქცენტი კეთდება პროფილაქტიკურ მკურნალობაზე, რომელიც უზრუნველყოფს არა უკვე არსებული სისხლდენის შეჩერებას, არამედ იმას, რომ სისხლდენები ნაკლები სიხშირით ან სულ არ განვითარდეს. პროფილაქტიკური მკურნალობა პაციენტების საზოგადოებაში სრულ ინტეგრირების და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. პროფილაქტიკუმა მკურნალობამ ჰემოფილიით დაავადებული პაციენტების ცხოვრება  რადიკალურად შეცვალა, რაც  წინ გადაგმული ნაბიჯია მსოფლიო მედიცინაში,  დღეს, პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა რომ კვირაში ერთხელ კანკქვეშ გაიკეთოს საკმაოდ მარტივად მედიკამენტი, რაც შეუყობს ხელს სისხლის შედედებას და პაციენტს სისხლჩქეცევები და სისხლდენა აღარ განუვითარდება“, საქართველოში ჰემოფილიის პროფილაქტიკური მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, რისი დამსახურებითაც პაციენტები ჰემოფილიით გამოწვეული სისხლდენით აღარ იღუპებიან და მათი ცხოვრების ხარისხიც გაუმჯობესებულია.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ:

    არსებობს მითი რომ ჰემოფილია „სამეფო დაავადებაა“ და  დაავადებული ადამიანები დაკავშირებულნი არიან სამეფო შტოებთან. მითი მომდინარეობს ფაქტიდან, რომ დედოფალი ვიქტორია სწორედ ჰემოფილიის გენის მტარებელი იყო, შესაბამისად მისი შვილები ჰემოფილიით დაავადებულნი. ჰემოფილიაზე ცნობების არ ქონის გამო კი იმ დროში გავრცელდა მითი რომ ჰემოფილიით დაავადებულნი სამეფო შთამომავლობისანი იყვნენ.

    მკურნალობის გარეშე ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს:

    • სისხლჩაქცევები
    • განმეორებადი სისხლდენები კუნთებსა და სახსრებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს  სახსრების შეუქცევადი დაავადებები, რის შედეგადაც დაავადებული, მკვეთრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხდება.
    • როგორც სპონტანური ისე ტრავმული სისხლდენა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს, თუ ის საიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში  დაიწყება
    • გახანგრძლივებული და არაკონტროლირებადი სისხლდენა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ

    საქართველოშიჰემოფილიითა და სხვა სისხლმდენი პათოლოგიით 397 ადამიანიადაავადებული,მსოფლიოსტატისტიკითკი 10 ათასმამაკაცზეერთიჰემოფილიითდაავადებულია.დღესდღეობითჯანდაცვის მსოფლიოორგანიზაციისმონაცემებით, მსოფლიოშიამდაავადებით400 ათასამდე ადამიანიცხოვრობს.დღესჰემოფილიის მართვა უფრო მარტივი ხდება, უკვეარსებობსთანამედროვეშესაძლებლობები, რომლითაცამდაავადებისდიაგნოსტირებადაადრეულეტაპზეგამოვლენააშესაძლებელი, პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია პაციენტების ცხოვრება სისხლდენის გარეშე.

     

  • "უღრმესი მადლობა ლევან რატიანსა და მისი კლინიკის გუნდს - მათ შეუძლებელი შეძლეს" - რას ჰყვებიან ცნობილი ადამიანები, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორზე

    მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩაერთო. პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ ათი ათასობით კოვიდპაციენტი მიიღო და ის თავიდანვე გამოირჩეოდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უამრავმა პაციენტმა, მათ შორის ცნობილმა სახეებმა გაიარეს მკურნალობა და ისინი ყოველთვის მადლიერებას გამოხატავდნენ კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის მიმართ. პაციენტები მუდმივად უსვამენ ხაზს რატიანის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას. ლევან რატიანი კი თავის მხრივ, ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული დამოკიდებულებით მისი პაციენტების მიმართ.

    "ჯორჯიან თაიმსი" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ ცნობილი ადამიანების დამოკიდებულებით დაინტერესდა. გამოცემა დაინტერესდა, როგორ აფასებენ ისინი კლინიკის მენეჯმენტს, მკურნალობის მეთოდებს და თავად ლევან რატიანის პროფესიონალიზმს.

    ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელმაც მკურნალობა საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა, ჩვენთან საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. აბდალაძე ამბობს, რომ კლინიკის წარმომადგენლებისა და პირადად ლევან რატიანის თავდაუზოგავი მცდელობის შედეგად, ის მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა და დაავადება დაძლია.

    "ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს ნანახი ტყვეობაც, ციხეც, ომიც, მაგრამ ასეთი რამე არასოდეს მინახავს. ფაქტობრივად, ვიყავი მიცვალებული. დღეს უკეთესად ვარ, ვსუნთქავ, ძალა მაქვს და იმედი... ლევან რატიანი ჯადოქარია. ის სასწაულებს ახდენს,“ - ამბობს აბდალაძე და ადამიანებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სამედიცინო პერსონალს. აბდალაძემ მედპერსონალის მიერ გაწეულ მძიმე შრომაზეც ისაუბრა.

    "თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა ხდება აქ, რეანიმაციის განყოფილებაში. აქ არ არსებობს შაბათი, კვირა დღესასწაული, დღე და ღამე... სამედიცინო პერსონალი მუდმივად ებრძვის სიკვდილს და სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანებს...“ - გვითხრა გიორგი აბდალაძემ.

    ლევან რატიანსა და მის გუნდს დიდ მადლობას უხდის ტელეწამყვანი მაია ასათიანი და ის მედპერსონალის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.

    "უღრმესი მადლობა ლევან რატიანსა და მისი კლინიკის გუნდს, მათ შეუძლებელი შეძლეს"- აცხადებს მაია ასათიანი.

    კლინიკის ხელმძღვანელს თავდაუზოგავი შრომისთვის საჯარო მადლობას უხდის პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც კორონავირუსი სწორედ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაამარცხა.

    "ლევან რატიანს საჯაროდ მადლობა ვერასოდეს გადავუხადე იმ ზრუნვისთვის, რაც ჩემი როგორც პაციენტის მიმართ გამოავლინა. ახლა ვუხდი მადლობას მას და ვუხდი ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისი სიცოცხლის გადასარჩენადაც ის და მისი კოლეგები აგერ უკვე წელიწადნახევარია, 24/7-ზე იბრძვიან. ექიმების შესაძლებლობებიც ამოწურვადია," - აცხადევს ნათია მეზვრიშვილი.

    მადლიერ პოლიტიკოსებს შორისაა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ თოთხმეტდღიანი ბრძოლის შემდეგ, ექიმების დახმარებით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. კოვიდისგან გამოჯანმრთელდა შალვა ნათელაშვილის მეუღლეც, ბელა ალანიაც, რომელიც ლევან რატიანის და მისი გუნდის მიმართ დიდ მადლიერებას გამოხატავს.

    "მიუხედავად სიშორისა, გვერდიდან არ მშორდებოდნენ…. ოთო ექიმი გვახალისებდა, გურულ ისტორიებს გვიყვებოდა. აი, ასეთებს, ღიმილიან განწყობას რომ გვიქმნიდნენ. ერთ დღეს ჰაერის უკმარისობა მქონდა. ასეთ დროს უმწეო ხდები… შესცქერი სატურაციის აპარატს და მისი მაღლა-დაბლა აწევ-დაწევა ხდება სასიცოცხლო თემა. იმასაც უშვებ, რომ დილით შეიძლება ვერ გაიღვიძო… აქ ყველას ყველა უყვარს… არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა წამყვანი თემა. 

    ფუსფუსა ექთნები გვიფრთხილდებიან. მზრუნველი, გასაოცარი, „ჩვენიანი“ ექიმები ჰყავს კლინიკას. კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მარტო პროფესიონალი კი არ არის, რომელმაც იცის ყველა პაციენტის სახელი, გვარი და დღეში ორ-სამჯერ პირადად ეკონტაქტება თითოეულს. ის, უბრალოდ, სიყვარულით სავსე ადამიანია და სანამ საქართველოში ასეთები მეგულება, სიგლახეები ვერ მოგვერევა, ვერ დაგვჯაბნის!"- აცხადებს ნათელაშვილის მეუღლე.

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, ლევან რატიანს და ყველა ექიმს, რომელიც ჩართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საჯარო მადლობას უხდის მომღერალი მერაბ სეფაშვილი.

    "მადლობა მინდა ვუთხრა ლევან რატიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად ვინც სნეულდება ამ ვირუსით. სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას ჰქვია ნამდვილ პროფესიონალთა გუნდი. მადლობა ლევან,” – აცხადებს მომღერალი

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაავადება დაამარცხა მსახიობმა მარიკა შალიკაშვილმაც, რომელმაც ლევან რატიანის მხრიდან გამოჩენილ დამოკიდებულებაზე საუბრობს და საკუთარი თვალით ნანახ რეალობას უზიარებს საზოგადოებას.

    "ლევან რატიანი დამპირდა ნუ შეგეშინდება, თუ დაგემართა მოგხედავო, დამემართა და მომხედა აღარ ქვია ამას - თან გადამყვა. თვეების მანძილზე ჩემი ყოველი დილა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკით იწყებოდა, მაშინ სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაცხადებდი და სულ მაინტერესებდა, შიგნით რა ხდებოდა.

    ლევან რატიანს დიდ პატივს ვცემდი და ვაფასებდი როგორც უკეთილეს, პროფესიონალ ექიმს, რომელიც სხვების სიცოცხლისთვის იბრძოდა. ახლა უკვე ყველაფერი ის რაც პირველ საუნივერსიტეტოში ხდება, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ეს არის თავდადებული, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების გადარჩენისთვის მებრძოლი, ძალიან მაგარი, კეთილშობილი ადამიანების გუნდი. მიხარია რომ ასეთი ხალხი არსებობს და მათ რომ ვხედავ, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება," - აცხადებს მარიკა შალიკაშვილი.

    ემოციური მიმართვა აქვს ცნობილ მომღერალ ნოდიკო ტატიშვილსაც, სადაც ის კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს მადლობას უხდის. მომღერალი აცხადებს, რომ ლევან რატიანმა მისი მშობლები სიკვდილისგან გადაარჩინა.

    "არც ვიცი ისეთი მადლობა როგორ გადავუხადო ამ სასწაულ პიროვნებას და ექიმს, როგორსაც იმსახურებს. დედა და მამა ამ გენიოსმა კაცმა გადამირჩინა და ხელიდან გამოგლიჯა ვერაგ კოვიდს! რომ არა ლევან რატიანი, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა! ძეგლი ეკუთვნის და უდიდესი გაფრთხილება ასეთი უმაღლესი დონის პროფესიონალს თავისი სუპერ გუნდით, რომლებიც არაფერს იშურებენ პაციენტებისთვის!"- აცხადებს ნოდიკო ტატიშვილი.

    მართალია, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ კორონავირუსი სახლის პირობებში დაამარცხა, მაგრამ მან კვლევები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა და გამოჩენილი ყურადღებისთვის ის კლინიკის დირექტორს განსაკუთრებულად უხდის მადლობას.

    კიდევ უამრავი ადამიანია, რომელიც სხვადასხვა დაავადების დამარცხების გამო სწორედ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელს ემადლიერება და მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

    წყარო: https://www.gtmedia.ge/news/jandacva/tsnobili-adamianebis-vrtseli-sia-romlebits-levan-ratians-gadarchenistvis-emadlierebian

  • 4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა - “Close the care gap” „პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია თანაბარი და უწყვეტი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიურ სერვისებზე“

    4 თებერვალს მთელ მოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირებას, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისათვის. ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება ცნობიერების ამაღლება კიბოს შესახებ, ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გზით.

    2022 წლის მთავარი თემაა “Close the care gap” - ყოველი ადამიანი იმსახურებს ქვყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას. მართალია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, არსებობს ხარვეზები კიბოს მართვის მიმართულებით. დღეს ეს ხარვეზები საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ აღმოფხვრასა და სისტემის სრულყოფაში მოყვანას, მათ შორის,   საქართველოშიც.

    სწორედ ამიტომ, მსოფლიო ინიციატივის ფარგლებში, დღეიდან საფუძველი ეყრება „Close the care gap” თემის გარშემო 3 წლიან კამპანიას. მრავალწლიანი კამპანია მოიაზრებს არსებული ხარვეზების გამოვლინებას, მათზე ხმამაღლა საუბარს, გარშემომყოფების გაერთიანებასა და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების განხორციელებას.

    მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად  იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა

    „სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ  ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის  პაციენტის დისკრიმინაციას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება,“- განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი.

    პაციენტთა ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ისინი შეძლებენ ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მიღწევას, როდესაც ყოველი პაციენტს ექნება შესაძლებლობა მიუახლოვდეს მისი ჯანმრთელობის სრულ პოტენციალს ყოველგვარი ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, მატერიალური მდგომარეობისა და წარმომავლობისა.

    „აუცილებელია არსებული ხარვეზების გაანალიზება და მისი აღიარებას.  არსებობს თანაბარი ხელმისაწვდომობის დარღვევები კიბოს მართვაში. უთანაბრობა იწვევს პაციენტის სიცოცლის დაყენებას საფრთხის ქვეშ. ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ კიბოს მართვის სერვისებს, აწყდებიან სხვადასხვა ბარიერებს. უთანაბრობა მატერიალურ მდგომარეობაში, განათლებაში, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაში, ეთნიკურობაში თუ სხვა ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობაში. ეს ხარვეზები ზემოქმედებენ არა მხოლოდ პაციენტებზე, არამედ მათ გარშემომყოფებზეც. თუმცა ეს ბარიერები არ არის მყარი და ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გადავლახოთ ისინი. ამ წელს ჩვენ ერთად უნდა დავაყენოთ მნიშვნელოვანი პრობლემები კითხვის ნიშნის ქვეშ და ვეძიოთ მათი გამოსწორების გზები. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც ადამიანები იცხოვრებენ ჯანმრთელად და ექნებათ გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვისა და კიბოს მართვის სერვისებზე,“ - აღნიშნავს მაზანიშვილი.

    მიზნის მისაღწევად მთავარია ერთობა, ერთიანი ხმა -   სხვადასხვა სფეროს ადამიანების ერთობა: თავად პაციენტების, ექიმების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, მედიის, სხვადასხვა ორგანიზაციების, სკოლების,  ბიზნესის წარმომადგენლების და ა.შ. კამპანიაში ასევე მნიშვნელოვანია სახელწიფო სექტორის ჩართულობას. სახელმწიფო ლიდერების მხარდაჭერა უმთავრესია კიბოს მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებების მისაღწევად. აუცილებელია, კიბოს მართვა იყოს ჯანდაცვის მიმართულების პრიორიტეტი, შეიქმნას ინოვაციური სტრატეგიები, რათა დავძლიოთ პაციენტთა შორის არსებული არათანაბარი მიდგომები. აუცილებელია გავაჟღეროთ ხარვეზების არსებობა, უზრუნველვყოთ თითოეული პაციენტისათვის მაღალხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა მათი ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის მიუხედავად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები აქტიურად მივმართოთ კიბოსგან თავისუფალი მომავლის შესაქმნელად.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ

    არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის.  კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სატიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.

    ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს, როგორც უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.  მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური