ჯანმო კოვიდ-19-ის ვაქცინის სამუშაოებისთვის კიდევ ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაახლოებით კიდევ ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინებისა და მკურნალობის პროგრამების დასახმარებლად. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.
გლობალური ვაქცინაციისა და მკურნალობის პროგრამის მხარდასაჭერად გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მთავრობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორმა თითქმის 1 მილიარდი დოლარი გამოყოფის პირობა დადეს.
ACT Accelerator-ი მიზნად ისახავს Kovid-19-ის ვაქცინაზე და მკურნალობის მეთოდებზე თანაბარი წვდომისათვის 2021 წლის ბოლომდე 2 მილიარდი დოზა ვაქცინის, 245 მილიონი მკურნალობის და 500 მილიონი ტესტის უზრუნველყოფას რისთვისაც 35 მილიარდი დოლარია საჭირო. ამ თანხიდან დღემდე მხოლოდ 3 მილიარდია შეგროვებული.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ვაქცინების გლობალური პროგრამის მიმდინარე მუშაობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების შეგროვების მოწოდება გააკეთა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ისინი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ახალი ტიპის კორონავირუსისთვის 120 მილიონ ტესტს შესთავაზებენ.
ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გებრეისუსმა ვიდეოკონფერენციის მეთოდით პრესკონფერენცია გამართა ორგანიზაციის ჟენევაში მდებარე ცენტრში.
მან აღნიშნა, რომ ჯანმოსა და მისი პარტნიორების მიერ დადებული შეთანხმების წყალობით, ისინი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ტესტებს შესთავაზებენ.
მისი თქმით, სწრაფი დიაგნოსტიკური ნაკრები შედეგს 15-20 წუთში იძლევა.
”ამჟამად, ერთი ცალის მაქსიმალური ფასია 5 დოლარია. ესენი მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე PCR-ის ტესტები და ველოდებით ფასის ვარდნას“-აღნიშნა გებრეისუსმა.
მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყნებში გადანაწილდება არნიშნული სწრაფი ტესტის ნაკრებები.