საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020 17:32

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს და ამით კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

მოგეხსენებათ ამ უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.

ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას მკაფიოდ გაემიჯნენ სირიის ოპოზიციური ძალებიც, რომელთაც არაერთი დამგმობი განცხადება გააკეთეს და ამავდროულად ცალსახად დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება,  ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს.

წაკითხულია 345 ჯერ

Related items

  • თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის დიპლომატიური სამსახურის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გაიმართა

    კვირას თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი  შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური სამსახურის გენერალურ დირექტორს კეროლ პერესს და სახელმწიფო მდივნის პირველ მოადგილეს სამხრეთ და ცენტრალურ აზიის საკითხებში დინ ტომპსონს. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის ელჩი მეთიუ სტივენ კლიმოუ.

    თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, საუბარი შეეხო რეგიონულ და გლობალურ საკითხებს, მათ შორის კლიმატის ცვლილებას, რაზეც მხარეებმა უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს

    დიპლომატებმა არსებითად განიხილეს თურქმენეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები,  და აღნიშნეს თურქმენულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს როლი.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. 

    შეხვედრებზე  განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

  • 2022 წ. იაპონიის საელჩო საქართველოში იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს აღნიშნავს

    2022 წელს იაპონიის საელჩო საქართველოში საზეიმოდ აღნიშნავს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ იაპონიის საელჩოში განუცხადეს.

    მათი თქმით, ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საელჩო სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარებას გეგმავს მთელი წლის განმავლობაში. უკვე ჩატარდა რამოდენიმე კულტურული ღონისძიება, რომელთა შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საელჩოს ვებ-გვერდსა (https://www.ge.emb-japan.go.jp/itprtop_ka/index.html) და ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/EmbassyofJapaninGeorgia).

    შემდეგი ღონისძიება, ფოტო-გამოფენა „იაპონიის საკურა 2022“ გაიმართება სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 18.05-30.06 ჩათვლით გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაპონიის საელჩოს პირველი მდივანის ბატონი იმანიში ტაკაოს მიერ გადაღებული საკურას ფოტოები იაპონიაში. წელს, მარტის ბოლოდან აპრილის დასაწყისში იაპონიაში საკურას  უამრავი, ულამაზესი ყვავილი გაიშალა. ზუსტად ამ დროს ბატონი იმანიში ტაკაო იაპონიაში იმყოფებოდა ხანმოკლე ვადით, და გადაიღო ფოტოები სხვადასხვა ადგილას რათა ქართველებისთვის გაეცნო იაპონიის ეს ულამაზესი პერიოდი.

    იაპონიის სიმბოლო, საკურა გაზაფხულზე მხოლოდ ორი კვირა ყვავის; აყვავდება და თვალის დახამხამებაში ქრება. ამ ყველაფერში კი ამ სამყაროს წარმავალობას განასახოვანებს. თუმცა გაზაფხულზე, საკურას ყვავილობის ზენიტში, იაპონიის არქიპელაგი თვალწარმტაცია. იაპონელები ტკბებიან საკურას ცქერით; ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ატარებენ დროს აყვავებული საკურას ხეებ ქვეშ და სამახსოვროდ ფოტოებს იღებენ.

     

  • 11 მაისს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება
    2022 წლის 11 მაისს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება. ამის შესახებ საგარეოს ადმინისტრაცია იტყობინება.
    ამ არცთუ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მთავარ დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს ეფუძნება, რაც არსებული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა  და მის  თვისობრივად ახალ საფეხურზე აყვანას უზრუნველყოფს.  
    საქართველოსა და იტალიას მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა აერთიანებს,  მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა  ვაჭრობა და ეკონომიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ევროპული და  ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ინოვაციები, განათლება და კულტურა. 
    დღეს არსებული ეკონომიკური გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაკუთრებულ ხელშეწყობას  ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი საჭიროებს. იტალია საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია - აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სავაჭრო ბრუნვა  58%-ით გაიზარდა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA)ორმხრივი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს უხსნის გზას. საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით სულ უფრო მეტი იტალიელი მეწარმე და მსხვილი კომპანია ინტერესდება.  
    აღსანიშნავია, რომ 11 მაისს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით,  თბილისში მართავს გამოფენას, რომელიც იტალიელი მისიონერი ბერისა და მოგზაურის ქრისტოფორო კასტელის მიერ მე-17 საუკუნის საქართველოს შესახებ შექმნილი უნიკალური მასალის წარმოჩენას ეძღვნება.  ასევე დაგეგმილია ამ პერიოდის ჩანახატებისა და რუკების სპეციალური გამოცემის პრეზენტაცია. მიმდინარეობს მუშაობა საიუბილეო საფოსტო მარკის გამოშვებაზეც.
     
  • ჩვენი 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში აშშ ორივე კუთხით ეხმარება საქართველოს - აშშ-ს საელჩო
    დაჭრილ მებრძოლებზე ზრუნვისას კვალიფიციური პროფესიონალების ხელმისაწვდომობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე საშუალებებსა და აღჭურვილობაზე წვდომა. ჩვენი 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში აშშ ორივე კუთხით ეხმარება საქართველოს.
    2 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა ააშენა, განაგრძობს ყველა საჭირო სივრცის, აღჭურვილობისა და მომსახურების მიწოდებას, მაშინ, როდესაც ჩვენ განვაგრძობთ ცენტრის შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერას.
    აშშ-ის მისიისთვის პატივი იყო, ემასპინძლა ექსპერტებისთვის კიდურების ტრავმისა და ამპუტაციის ცენტრიდან, აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის ქირურგიის ოფისიდან, თავდაცვის ჯანდაცვაში ჩართულობისა და ლანდშტულის ტვინის ტრავმის რეგიონული სამედიცინო პროგრამიდან. აღნიშნული ექსპერტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან სამუშაოდ ჩამოვიდნენ, რათა ერთად იპოვონ საუკეთესო გზები მეომრების გამოსაჯანმრთელებლად.
     
    წყარო: ამერიკის საელჩო საქართველოში

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური