ჩინელები ერთდროულად 11 ვაქცინაზე მუშაობენ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020 13:35

ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19 ვირუსის 4 ახალ ვაქცინაზე, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TRT-ქართული ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა ვანგ ქიგანგმა სახელმწიფო ტელევიზიისათვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ქვეყანაში მთლიანობაში 11 ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს და მათგან ოთხის, მე-3 ეტაპის კლინიკური ტესტები უკვე დასრულდა. მისივე თქმით, ამ 4 ვაქცინიდან ერთი, ჩინურმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია, “CanSino Biologics“-მა შეიმუშავა, ხოლო დანარჩენები კი ინაქტივირებულ ვირუსებს წარმოადგენენ.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში გარცელებულ განცხადებაში ჩინეთის ბიოუსაფრთხოების ექსპერტმა ვუ გვიჩენმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე ეტაპის კლინიკურ ტესტებში ჯერ-ჯერობით რაიმე პრობლემები თუ გართულებები არ წარმოქმნილა და თუ ასე გაგრძელდა, კოვიდ -19 ვაქცინების აცრები ჩინეთში მიმდინარე წლის ნოემბერში ან დეკემბერში დაიწყება

წაკითხულია 168 ჯერ

Related items

  • გებრეისუსი: ”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ რამდენიმე თვე რთული იქნება”

    ”როდესაც ზამთარი დადგება, ვიცით, რომ ახალი კორონავირუსის (Covid-19) მართვის თვალსაზრისით რამდენიმე თვე რთული იქნება” - განაცხადა  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    ტ. გებრეისუსმა ჯანმოს შვეიცარიის ქალაქ ჟენევასი მდებარე ცენტრში ვიდეო კონფერენციით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ Covid-19-ის ეპიდემია ”საგანგაშო ეტაპზე გადავიდა”.

    "ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის დაწყებისთანავე ვხედავთ, რომ შემთხვევები სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ვიცით, რომ როდესაც ზამთარი დადგება, რამდენიმე თვე რთული იქნება." - დამაატა ტ. გებრეისუსმა.
    მისივე თქმით, იგი კმაყოფილია მრავალი ქვეყნის ლიდერის მიერ ვირუსის გავრცელების შენელების, ჯანდაცვის მუშაკებისა და ჯანდაცვის სისტემების დაცვის მიზნით გატარებული ზომებით და აქვე დაამატა: ”ექთნებმა და ექიმებმა ახლა უკეთ იციან, როგორ იზრუნონ ინფიცირებულ პაციენტებზე, ვიდრე ეპიდემიის პირველ დღეებში. თუმცა, როდესაც საავადმყოფოს მოცულობა შეივსება და გადააჭარბებს, ძალიან მძიმე და საშიში სიტუაცია შეიქმნება როგორც პაციენტებისთვის, ასევე ჯანდაცვის მუშაკებისთვის. ამის გამო მნიშვნელოვანია ყველა მთავრობამ ყურადღების კონცენტრირება მოახდინოს ისეთ ფუნდამეტურ პრინციპებზე როგორიცაა დაინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტაზე და როგორც სიცოცხლის ასევე საარსებო წყაროს გადარჩენაზე“, - აღნიშნა მან.

    ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ძირითადი პრინციპები არის აქტიური შემთხვევების გამოვლენა, კლასტერების კვლევა იმ რეგიონებში, სადაც ვირუსი გავრცელებულია, ყველა შემთხვევის იზოლირება, კონტაქტების კარანტინი, კარგი კლინიკური მოვლის უზრუნველყოფა, ჯანდაცვის პერსონალის დახმარება და დაცვა.

     

  • თურქეთმა საქართველოს მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები გადასცა საჩუქრად

    კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად გადასცა მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მათ შორის, სუნთქვის აპარატები, PCR სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
     
    თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული.
     
    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ ხელი მოაწერეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ემინე ალფ მეშემ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.

    წყარო: https://mfa.gov.ge/News/turqetis-respublikam-saqartvelos-mnishvnelovani-sa.aspx?CatID=5

  • მეცნიერები კოვიდ-19 წინააღმდეგ BCG-ს (ტუბერკულოზის) ვაქცინასაც ცდიან

    მეცნიერ-მკვლევარები დღეს იმაზე მუშაობენ და ამოწმებენ, კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური იქნება თუ არა BCG-ს (ტუბერკულოზის) ვაქცინა. ამის შესახებ TRT-ქართული BBC-ზე დაყრდნობით იუწყება.

    ტელეარხ BBC-ის თანახმად, ტუბერკულოზის ვაქცინა შეიქმნა 1921 წელს და დამტკიცებულია, რომ მას შეუძლია ადამიანების დაცვა ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციებისგან. მისი კოვიდ-19 წინააღმდეგ ეფექტურობის დადგენის მიზნით კი, საერთაშორისო ბრაკისის კვლევის ფარგლებში ტესტირება ჩატარდა 10 000-მდე მოხალისეზე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, ესპანეთი და ბრაზილია. ეს ვაქცინა ძირითადად გამოყენებულ იქნა ჯანდაცვის იმ მუშაკებზე, რომლებიც სავარაუდოდ დაინფიცირებულნი იყვნენ კორონავირუსით და ამით BCG-ს ეფექტურობა უფრო სწრაფად დადგინდება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი თედროს ადანომ ღებრეიზუსი, რომელიც ჟურნალ Lancet- ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორთა შორისაა, აცხადებს, რომ სანამ კოვიდ-19-ის სპეციფიკური ვაქცინა არ შეიქმნება, მანამ BCG-ს ვაქცინა ერთგვარ მაშველი ხიდის როლს შეარულებს.

     

  • თურქეთმა კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა

    პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ წარმოებული ვაქცინის შედეგები წარმატებულია და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს. ამის შესახებ -ქართული იტყობინება.

    მათი მონაცემებით, თურქეთის პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ამის შესახებ,  მთავრობის სხდომის  დასრულების შემდეგ სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

    „ჩვენს მიერ კოვიდ-19-ის ვაქცინის წარმოებისთვის  ჩადებული ინვესტიციები და დახმარება  სათითაოდ ამოქმედდა. ადგილობრივი შესაძლებლობებით წარმოებული 13 განსხვავებული ვაქცინიდან 5-ის ადამიანებზე გამოცდას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი  შესაფერისი ინფრასტრუქტურის მქონე კომპანიას,  თვეში 20 მილიონი დოზის მოცულობის წარმოების  (ვაქცინის) შესაძლებლობა აქვს. ასევე არის მეორე კომპანიაც, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ ეს რიცხვი შესაზლოა თვეში 50  მილიონი დოზის მოცულობამდე გაიზარდოს. მომავალ თვეში კი ათასი დოზა ვაქცინა ადამიანებზე გამოსაცდელად უკვე მზად იქნება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა.

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/mec-niereba-da-tek-nologia/2020/10/05/t-urk-et-ma-kovid-19-is-vak-c-inis-carmoebast-an-dakavshirebit-mnishvnelovani-cinsvla-ganic-ada-1503287

  • ჯანმო კოვიდ-19-ის ვაქცინის სამუშაოებისთვის კიდევ ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაახლოებით კიდევ ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინებისა და მკურნალობის პროგრამების დასახმარებლად. ამის თაობაზე სააგენტო "TRT-ქართული" წერს.

    გლობალური ვაქცინაციისა და მკურნალობის პროგრამის მხარდასაჭერად გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე მთავრობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კერძო სექტორმა თითქმის 1 მილიარდი დოლარი გამოყოფის პირობა დადეს.

    ACT Accelerator-ი მიზნად ისახავს Kovid-19-ის ვაქცინაზე  და მკურნალობის მეთოდებზე თანაბარი წვდომისათვის 2021 წლის ბოლომდე 2 მილიარდი დოზა ვაქცინის, 245 მილიონი მკურნალობის და 500 მილიონი ტესტის უზრუნველყოფას რისთვისაც 35 მილიარდი დოლარია საჭირო.  ამ თანხიდან დღემდე მხოლოდ 3 მილიარდია შეგროვებული.

    გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ვაქცინების გლობალური პროგრამის მიმდინარე მუშაობის გასაგრძელებლად სასწრაფოდ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების შეგროვების მოწოდება გააკეთა.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ისინი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ახალი ტიპის კორონავირუსისთვის 120 მილიონ ტესტს შესთავაზებენ.

    ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გებრეისუსმა ვიდეოკონფერენციის მეთოდით პრესკონფერენცია გამართა ორგანიზაციის ჟენევაში მდებარე ცენტრში.

    მან აღნიშნა, რომ ჯანმოსა და მისი პარტნიორების მიერ დადებული შეთანხმების წყალობით, ისინი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ტესტებს შესთავაზებენ.

    მისი თქმით, სწრაფი დიაგნოსტიკური ნაკრები შედეგს 15-20 წუთში იძლევა.

    ”ამჟამად, ერთი ცალის მაქსიმალური ფასია 5 დოლარია. ესენი მნიშვნელოვნად იაფია, ვიდრე PCR-ის ტესტები და ველოდებით ფასის ვარდნას“-აღნიშნა გებრეისუსმა.

    მან არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქვეყნებში გადანაწილდება არნიშნული სწრაფი ტესტის ნაკრებები.

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/mec-niereba-da-tek-nologia/2020/10/01/janmo-kovidis-vak-c-inis-samushaoebist-vis-kidev-ert-miliard-dolars-gamoqop-s-1501136

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური