კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ქართულ ბაზარზე საწვავის არსებული სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას შეძლებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020 13:29

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში“ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებისა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების დინამიკას აფასებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, კომპანია ქართულ ბაზარზე საწვავის არსებული სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას შეძლებს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება და ლარის კურსის მეტად დასტაბილურება დაფიქსირდა, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საწვავის ფასს დაწევს. ამის შესახებ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

კომპანიაში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი, ისევე, როგორც მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა, საქართველოში საწვავის სარეალიზაციო ფასის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუმცა, კომპანიას ამ ეტაპზე აქვს საკმარისი მარაგი იმისათვის, რომ შეძლოს ფასების შენარჩუნება.

მიუხედავად ვალუტის კურსის ცვლილებისა, კომპანია, მთელი ამ დროის განმავლობაში, ცდილობდა, გაეთვალისწინებინა მომხმარებლების ინტერესები და ამისათვის, ენერჯი ბარათის მფლობელთათვის სხვადასხვა აქციაც გამოაცხადა.

ენერჯი ბარათის მფლობელები ბენზინსა და დიზელზე დამატებით 9 თეთრიან ფასდაკლებას იღებენ, ხოლო ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 თეთრი ბარათზე უგროვდებათ. ასევე, მომხმარებლებს 7 თეთრიანი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ გაზის შეძენის შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, ყოველ პარასკევსა და შაბათს, ენერჯი ბარათის მფლობელთათვის, ბენზინსა და დიზელზე განსაკუთრებული, 14 თეთრიანი ფასდაკლება მოქმედებს. ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 თეთრი კი სოკარის მომხმარებლებს ისევ ბარათზე უგროვდებათ, ნათქვამია კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

წაკითხულია 77 ჯერ

Related items

  • სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

    სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერების მხარდაჭერისთვის შექმნილი პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმი ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს.

    მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი, ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.

    „შერჩევის დროს, კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა ქართველ ფერმერებს დიზელის საწვავი. ჩვენი ფერმერები მიიღებენ მაღალი ხარისხის დიზელს, რაც მნიშვნელოვანია აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გვაქვს იმედი, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდება და გვექნება საშუალება, რომ ფერმერების მხარდასაჭერად ის მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

    დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გადაცემა.

    პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

    საწვავის ბარათების გადაცემა განხორციელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ხოლო აჭარის რეგიონში, არსებულ მუნიციპალურ ცენტრებში.

    დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს, შედეგად, ისინი, ჯამში, 40 მლნ-მდე ლარის დაზოგვას შეძლებენ.

  • სასურსათო პაკეტები მოწყვლადი კატეგორიის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ოჯახებისთვის

    საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, კომპანია ,,სოკარისა“ და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციის ერთობლივი ოგანიზებით, რუსთავისა და გარდაბნის  მუნიციპალიტეტებს, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადაეცათ. შემოწირულობები უკვე მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებმაც.

    ღონისძიებას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ გასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, კომპანია ,,სოკარის“ პრეზიდენტი საქართველში მახირ მამედოვი და რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

    ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა დიპლომატიური კორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადა, რეგიონში კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. 

  • სოკარის ავტოგასამართი სადგური თბილისში ლონდონად იქცა

    უეფას 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანიის პირველი ფაზა დასრულებულია. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, სოკარის ავტოგასამართი სადგური ლონდონად იქცა. "ლონდონი" ბრიტანეთის დედაქალაქისათვის დამახასიათებელი ელემენტებით არის გაფორმებული. 

    კამპანიის ფარგლებში, საქართველოში სოკარის 11 ავტოგასამართი სადგური ევროპის ჩემპიონატის 11 მასპინძელ ქალაქად იქცა. გასაგები მიზეზების გამო, სიაში მხოლოდ რუსული სანქტ პეტერბურგი ვერ მოხვდა. 

    სოკარი გელით ჩვენს რებრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე და ბედნიერ წელიწადს გისურვებთ. 

  • დრაგ რეისინგი - ხაშური

    ქართული ავტოსპორტი ერთ ადგილზე ნამდვილად არ დგას! ხონის შემდეგ, შესანიშნავი სანახაობის მომსწრეები ხაშურელები გახდნენ. ხაშურის ავტობანზე დრაგ რეისინგის მორიგი ეტაპი ჩატარდა.

  • კომპანია სოკარმა მსოფლიო დასუფთავების დღე აღნიშნა

    21 სექტემბერს მსოფლიოს დასუფთავების დღე აღინიშნება.

    ეს დღე სოკარმა ორგანიზაცია Let's do it - Georgia-სთან ერთად გაატარა და რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 ლიტრამდე ნარჩენი შეაგროვა.

    "გარემოს დაცვა - სოკარის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და მოხარულები ვართ, რომ მსგავს აქციაში მონაწილეობის საშუალება მოგვეცა" - აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური